მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შონ კონერის 93 წლის ქვრივის ფოტოსესია, შვილიშვილთან ერთად - "მშვენივრად გამოიყურება, ალბათ თავის დროზე ისიც შვილიშვილივით ლამაზმანი იყო“
შონ კონერის 93 წლის ქვრივის ფოტოსესია, შვილიშვილთან ერთად - "მშვენივრად გამოიყურება, ალბათ თავის დროზე ისიც შვილიშვილივით ლამაზმანი იყო“

შონ კო­ნე­რის ქვრი­ვი მი­შე­ლინ რო­ქბ­რუ­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ 93 წლის ასაკ­შიც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნი. მი­შე­ლი­ნი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ­ზე 1975 წელს და­ქორ­წინ­და, ფო­ტო­ებ­ზე ბი­კი­ნი­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პო­ზი­რებს შვი­ლიშ­ვილ სას­კი­ას­თან ერ­თად.

ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებ­ზე ის­ვე­ნე­ბენ, სა­დაც კო­ნე­რი და რო­ქბ­რუ­ნი მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე (2020 წლამ­დე) ცხოვ­რობ­დნენ. იახ­ტა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ზა­ფხუ­ლო ფო­ტო­ე­ბი თა­ვად სას­კი­ამ გა­ავ­რცე­ლა. გო­გო­ნამ ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე" ატ­ვირ­თა, სა­დაც მას 21 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს.

93 წლის მი­შე­ლინ რო­ქბ­რუ­ნის თა­მამ ფო­ტო­ებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

"93 წლის­თვის რა გა­და­სა­რე­ვი სხე­უ­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა“, "მთე­ლი ინ­ტერ­ნე­ტი გა­და­რია“, "უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ 90 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კვა­ლო­ბა­ზე მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ალ­ბათ თა­ვის დრო­ზე ისიც შვი­ლიშ­ვი­ლი­ვით ლა­მაზ­მა­ნი იყო“, - წე­რენ შო­კი­რე­ბუ­ლი ფა­ნე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში.

რო­ქბ­რუ­ნის­თვის კო­ნე­რის­თან ქორ­წი­ლი რი­გით მე­სა­მე იყო, თა­ვად მსა­ხი­ო­ბის­თვის კი - მე­ო­რე. წყვი­ლი ნიუ-პრო­ვი­დენსში, ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებ­ზე ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე სერ შონი გარ­და­იც­ვლე­ბო­და.

მი­შე­ლინ რო­ქბ­რუ­ნი და შონ კო­ნე­რი

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
R
7

მაკამ გაარტყა 10-ში ბებია აიფარა ეფექტისთვის.

პაპა
10

საღოლ შენა, ბაბოჯან! შენ უფრო კაი ბალონები გქონია, ვიდრე შენ შვილიშვილს :DDD

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შონ კონერის 93 წლის ქვრივის ფოტოსესია, შვილიშვილთან ერთად - "მშვენივრად გამოიყურება, ალბათ თავის დროზე ისიც შვილიშვილივით ლამაზმანი იყო“

შონ კონერის 93 წლის ქვრივის ფოტოსესია, შვილიშვილთან ერთად - "მშვენივრად გამოიყურება, ალბათ თავის დროზე ისიც შვილიშვილივით ლამაზმანი იყო“

შონ კონერის ქვრივი მიშელინ როქბრუნი ამტკიცებს, რომ 93 წლის ასაკშიც კი შესაძლებელია მიმზიდველად გამოიყურებოდეს ადამიანი. მიშელინი, რომელიც მსახიობზე 1975 წელს დაქორწინდა, ფოტოებზე ბიკინიში გამოწყობილი პოზირებს შვილიშვილ სასკიასთან ერთად.

ბებია და შვილიშვილი ბაჰამის კუნძულებზე ისვენებენ, სადაც კონერი და როქბრუნი მსახიობის გარდაცვალებამდე (2020 წლამდე) ცხოვრობდნენ. იახტაზე გადაღებული საზაფხულო ფოტოები თავად სასკიამ გაავრცელა. გოგონამ ფოტოები "ინსტაგრამზე" ატვირთა, სადაც მას 21 000 გამომწერი ჰყავს.

93 წლის მიშელინ როქბრუნის თამამ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"93 წლისთვის რა გადასარევი სხეულია, არაჩვეულებრივად გამოიყურება“, "მთელი ინტერნეტი გადარია“, "უნდა ვაღიარო, რომ 90 წელს გადაცილებული ადამიანის კვალობაზე მშვენივრად გამოიყურება, ალბათ თავის დროზე ისიც შვილიშვილივით ლამაზმანი იყო“, - წერენ შოკირებული ფანები კომენტარებში.

როქბრუნისთვის კონერისთან ქორწილი რიგით მესამე იყო, თავად მსახიობისთვის კი - მეორე. წყვილი ნიუ-პროვიდენსში, ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა, ვიდრე სერ შონი გარდაიცვლებოდა.

მიშელინ როქბრუნი და შონ კონერი

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა