მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვეში რამდენ პენსიონერს შეეძლება მერიის პროექტში მონაწილეობა და აუზით ან ფიტნეს დარბაზით სარგებლობა - რას აცხადებენ მერიაში?
თვეში რამდენ პენსიონერს შეეძლება მერიის პროექტში მონაწილეობა და აუზით ან ფიტნეს დარბაზით სარგებლობა - რას აცხადებენ მერიაში?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქებს, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი და შე­უს­რულ­დათ 60 ან მეტი წელი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის თბი­ლი­სის მე­რია ახალ პრო­ექტს "სპორ­ტი უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვის“ სთა­ვა­ზობთ.

მათ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის შემ­დეგ და­უ­ფი­ნანსდე­ბათ აუზ­ზე ცურ­ვის ან/და ფიტ­ნეს დარ­ბა­ზის 1-სა­ა­თი­ა­ნი ხან­გრძლი­ვო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­ი­ცავს თვე­ში არა­უ­მე­ტეს 9 ვი­ზიტს.

მო­სარ­გებ­ლე­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა 11:00 სა­ა­თი­დან 14:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში შე­უძ­ლი­ათ.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია გახ­ლავთ, პრო­ექ­ტის წარმდგე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მერი.

დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღე­ბენ, რო­მე­ლიც სარ­გებ­ლო­ბა­ში უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მათ, ხოლო და­კარ­გვის ან და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბა­რა­თის ხელ­მე­ო­რედ დამ­ზა­დე­ბის სა­ფა­სურს თა­ვად გა­და­იხ­დი­ან.

პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის მო­თხოვ­ნი­სას მო­ქა­ლა­ქემ უნდა წა­რად­გი­ნოს:

1. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ასლი ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის ასლი;

2. ცნო­ბა, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­დან რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის შე­სა­ხებ.

3. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ (სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია ფორ­მა N IV-100/ა).

მო­სარ­გებ­ლე სა­ცუ­რაო აუ­ზის ან ფიტ­ნეს დარ­ბაზს სა­სურ­ვე­ლი მი­სა­მარ­თის მი­ხედ­ვით თა­ვად შე­არ­ჩევს...

არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მით თვე­ში მხო­ლოდ 300 ადა­მი­ა­ნი ისარ­გებ­ლებს, მაგ­რამ შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სია, ე.წ. მომ­ლო­დი­ნე­თა რე­ესტრი, რომ­ლე­ბიც ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის გა­მო­ჩე­ნი­სას, რი­გი­თო­ბის დაც­ვით პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვას შეძ­ლე­ბენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გამო, თვე­ში მი­ნი­მუმ 5 ვი­ზი­ტით არ ისარ­გებ­ლებს, პროგ­რა­მი­დან ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ი­თი­შე­ბა.

მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მაგ­რამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მცი­რე რი­ცხვი მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის. 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში 232 645 პენ­სი­ო­ნე­რი ცხოვ­რობს. რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა პროგ­რა­მა და ხომ არ მოხ­დე­ბა პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვის გაზ­რდა, ამ კი­თხვე­ბით მე­რი­ას მივ­მარ­თეთ.

თბი­ლი­სის მე­რია:

"დე­ტა­ლე­ბი ახლა მუ­შავ­დე­ბა. სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ყვე­ლა­ფე­რი გვე­ცო­დი­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე საკ­რე­ბუ­ლოს დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მუ­შავ­დე­ბა ყვე­ლა დე­ტა­ლი. ამ ეტაპ­ზე პროგ­რა­მა სა­პი­ლო­ტეა და ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა და შემ­დეგ ვნა­ხავთ... სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში მე­რია გა­ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა..."

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

მაინტერესებს ერთი პიროვნებისთვის მხოლოდ ერთი თვით არის, თუ შეუძლია შემდეგ თვეებშიც ისარგებლოს

მარი
0

საინტერესოა კიდევ თუ მოქმედებს ეს პროგრამა, ექიმმა დამინიშნა ჯანმრთელობის პრობლემების გამო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თვეში რამდენ პენსიონერს შეეძლება მერიის პროექტში მონაწილეობა და აუზით ან ფიტნეს დარბაზით სარგებლობა - რას აცხადებენ მერიაში?

თვეში რამდენ პენსიონერს შეეძლება მერიის პროექტში მონაწილეობა და აუზით ან ფიტნეს დარბაზით სარგებლობა - რას აცხადებენ მერიაში?

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქებს, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები და შეუსრულდათ 60 ან მეტი წელი, ფიზიკური აქტივობის წახალისებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის თბილისის მერია ახალ პროექტს "სპორტი უფროსი თაობისთვის“ სთავაზობთ.

მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

მოსარგებლეებს მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეუძლიათ.

პროექტის ავტორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გახლავთ, პროექტის წარმდგენი დედაქალაქის მერი.

დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ პროგრამაში ჩართვის შემდეგ მოქალაქები მომსახურებას სპეციალური ბარათის საშუალებით მიიღებენ, რომელიც სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემათ, ხოლო დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ბარათის ხელმეორედ დამზადების საფასურს თავად გადაიხდიან.

პროგრამაში ჩართვის მოთხოვნისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს:

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

2. ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ.

3. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა).

მოსარგებლე საცურაო აუზის ან ფიტნეს დარბაზს სასურველი მისამართის მიხედვით თავად შეარჩევს...

არსებული პროგრამით თვეში მხოლოდ 300 ადამიანი ისარგებლებს, მაგრამ შეიქმნება სპეციალური სია, ე.წ. მომლოდინეთა რეესტრი, რომლებიც ვაკანტური ადგილის გამოჩენისას, რიგითობის დაცვით პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.

იმ შემთხვევაში თუ პროგრამაში ჩართული ადამიანი არასაპატიო მიზეზის გამო, თვეში მინიმუმ 5 ვიზიტით არ ისარგებლებს, პროგრამიდან ავტომატურად გაითიშება.

მერის ინიციატივას მოსახლეობაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ პროგრამაში ჩართული ადამიანების მცირე რიცხვი მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილისთვის. 2021 წლის მონაცემებით, თბილისში 232 645 პენსიონერი ცხოვრობს. როდის ამოქმედდება პროგრამა და ხომ არ მოხდება პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რიცხვის გაზრდა, ამ კითხვებით მერიას მივმართეთ.

თბილისის მერია:

"დეტალები ახლა მუშავდება. სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი გვეცოდინება. ამ ეტაპზე საკრებულოს დადგენილება მიღებულია, რომლის საფუძველზე მუშავდება ყველა დეტალი. ამ ეტაპზე პროგრამა საპილოტეა და ჩართული იქნება მხოლოდ მცირე რაოდენობა და შემდეგ ვნახავთ... სექტემბრის დასაწყისში მერია გაავრცელებს ინფორმაციას და ყველას ეცოდინება, რა და როგორ იქნება..."