"ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს - მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლო სისტემაში სურს ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება.
"რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ხალხი არ იცვლის ზნეს, როგორც ადრე სურდათ ჰქონოდათ ძალაუფლების ბერკეტი სასამართლოში, მათ ახლაც სურთ იხელმძღვანელონ არა საუკეთესო სამუშაო პრაქტიკით, არამედ საბჭოს გადაწყვეტილებების დაბლოკვით, ისეთი მექანიზმების შემოტანით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს და პირიქით, არღვევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის პრინციპებს. არ იცვლის ეს ხალხი ზნეს, მათი მიზანი არის არა სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება და შემდგომი წვლილის შეტანა სასამართლო განვითარებაში, არამედ დაუფარავად აცხადებენ, რომ სურთ ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება. მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათგან ორზე კი პოზიცია შეაჯერეს.
"დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ნაყოფიერად, ინტენსიურად ვიმსჯელეთ თითოეულ იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა სამუშაო ჯგუფის წევრების მხრიდან, რა თქმა უნდა, ბევრ საკითხზე ვერ ვიმსჯელებდით. ვიმსჯელე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და ორ საკითხთან დაკავშირებით შევაჯერეთ პოზიცია და ორ საკითხთან დაკავშირებით დავტოვეთ სივრცე შემდგომი მსჯელობისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში რუსმა ტურისტებმა ვიტრინა დაამსხვრიეს - გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი - მარაო - რა მოხდა წინანდლის მუზეუმში?palitravideo.ge “კეფაში დამარტყა წყლით სავსე ბოთლი...“ - გურამ არუთინაშვილს თბილისში თავს დაესხნენpalitravideo.ge ცნობილია ვინ არის დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის მეგობარი - "შოკის მომენტია, მძიმე მდგომარეობაა... იმედის თვალით მიყურებს"palitravideo.ge "ტროსი ჰქონდა ხუთჯერ შემოხვეული, მძიმე ქვა ჰქონდა ყელზე“ - რვა დღიანი ძებნის შემდეგ 27-ი წლის ბექა რევაზიშვილის ცხედარი მტკვარში იპოვესpalitravideo.ge "ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო..." - ერთი ამბავი მაკა ასათიანის ცხოვრებიდან და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოებიambebi.ge "ზუსტი დარტყმით განადგურდა "ვაგნერის" შტაბი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?ambebi.ge "ჩვენ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბავშვები უკვე გაიზარდნენ... ცხოვრება გრძელდება" - ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ცოლს შორდებაambebi.ge "მათი ნარატივი ჯდება რუსული პროპაგანდის გზავნილებში. ერთადერთი, ამ ოთხეულს ლუგარის ლაბორატორიის თემა ჯერჯერობით გამორჩა... ალბათ, ამ დღეებში ამასაც მოვისმენთ" - საით მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა?ambebi.ge ომი უკრაინაშისრული ინფორმაციადღის ბოლო სიახლეები15.08.2022 / 19:10ლერი ბარნაბიშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი წარუდგინა15.08.2022 / 18:52მიხეილ დაუშვილი სასამართლოზე - რეალური ცვლილებების ნებას “ოცნებისგან” სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ15.08.2022 / 18:28მარია ზახაროვა - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა IAEA-ს სპეციალისტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შევიდნენ და მისცენ უკრაინული მხარის დესტრუქციული ქმედებების ჭეშმარიტი შეფასებაყველა სიახლე ექსკლუზივი 15.08.2022 / 10:33ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულაყველა სტატიაპრესის მიმოხილვა15.08.2022 / 09:28