პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიაფდება თუ არა საწვავი - რას შეჰპირდნენ იმპორტიორები ხელისუფლებას?
გაიაფდება თუ არა საწვავი - რას შეჰპირდნენ იმპორტიორები ხელისუფლებას?

პრე­მი­ე­რი - საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი შეგ­ვპირ­დნენ, რომ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათ და­აკ­ლეს ფასი ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში 10-10 თეთ­რით, კი­დევ უფრო მე­ტად, ჯამ­ში 20-30 თეთ­რით და­აკ­ლე­ბენ ფა­სებს აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ლარი გამ­ყარ­და, ასე­ვე საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი პლაც­ზე არის დაკ­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ გვაქვს გან­ცდა, რომ საწ­ვა­ვის ფა­სებ­მა შე­სა­ბა­მი­სად არ ჰპო­ვა ასახ­ვა და არ მოხ­და საწ­ვა­ვის ფა­სე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად დაკ­ლე­ბა, ამი­ტომ სა­ჭი­როა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ მუ­შა­ო­ბა საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, მან კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თა, რომ იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა შე­ა­მოწ­მონ.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე საწ­ვა­ვი, ჯამ­ში 20-30 თეთ­რით გა­ი­აფ­დე­ბა.

"ჩემი და­ვა­ლე­ბით ეკო­ნო­მი­კის და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრე­ბი შეხ­ვდნენ საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი­ო­რებს. მათ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბით საწ­ვა­ვის ფა­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ვართ კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. მე დღეს დი­ლით მქონ­და სა­უ­ბა­რი მათ­თან. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ლარი გამ­ყარ­და, ასე­ვე საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი პლაც­ზე არის დაკ­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ გვაქვს გან­ცდა, რომ საწ­ვა­ვის ფა­სებ­მა შე­სა­ბა­მი­სად არ ჰპო­ვა ასახ­ვა და არ მოხ­და საწ­ვა­ვის ფა­სე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად დაკ­ლე­ბა, ამი­ტომ სა­ჭი­როა გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ მუ­შა­ო­ბა საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან. მე რე­კო­მენ­და­ცი­ით მივ­მარ­თე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს, რომ და­ი­წყონ მოკ­ვლე­ვა და შე­ა­მოწ­მონ იმ­პორ­ტი­ო­რე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, რამ­დე­ნად სწო­რად ხდე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა და ხომ არ არის რა­ი­მე გა­დახ­რა, ხომ არ არის რა­ი­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვა. რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, შეგ­ვპირ­დნენ იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათ ივ­ლის­შიც და აგ­ვის­ტო­შიც და­აკ­ლეს 10-10 თეთ­რით ფასი, კი­დევ უფრო მე­ტით აპი­რე­ბენ დაკ­ლე­ბას, ჯამ­ში 20-30 თეთ­რით და­აკ­ლე­ბენ ფა­სებს აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე, მაგ­რამ უფრო მეტი გამჭვირ­ვა­ლო­ბაა სა­ჭი­რო. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა მი­ვა­წო­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია - რა მარ­ჯე­ბით მუ­შა­ო­ბენ, რამ­დე­ნია მათი მო­გე­ბა და ა.შ. მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მა­გა­ლი­თად, ლარი იყოს სტა­ბი­ლუ­რი. ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გამ­ყარ­და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა. ამ და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­ვუ­წო­დებთ იმ­პორ­ტი­ო­რებს, რომ უფრო მეტი კო­ორ­დი­ნა­ცია იქო­ნი­ონ მთავ­რო­ბას­თან და მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვენს ხალ­ხთან. ამ სა­კითხს მე პი­რა­დად, ჩვენს ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან ერ­თად და­ვაკ­ვირ­დე­ბი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდი ჩვენს ხალ­ხს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sniper
0

დღეს ლარი 8 თეთრით გაუფასურდა. თუ ასე გაგრძელდა, მე ვიცი რასაც დააკლებენ

beso
0

ამ ქვეყანას არანაირი ხვალე არ გააჩნია, რადგან წარმოადგენს რუსული პ აბრაზნოის ეკონომიკას(სავალუტო-მონეტარული პოლიტიკა), სადაც კეზერაშვილობა-ოქრიაშვილ-ხაზარაძეობაა ჩამჯდარი, ანუ ჩამატებული, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომისტი, ან მასზე მოთხოვნა არ გააჩნია(სადაც ეკონომისტობაზე მოთხოვნა არ არსებობს, იქ სახელმწიფო, ანუ ნომოსი არ არსებობს, ეკონომოსი და სახელმწიფოს გაგება ერთია. გიხაროდეთ!) და იმდენად არაქრისტიანია შიოლაშვილის საქმღვდელმთავრობა(ეს ფენომენი პერპენდიკულარობაა ქრისტესი), რომ ქვეყანა იქცა გრიგოლიად, გრიგოლიას მრავლობითობის საიმფორმაციო ველად, ანუ ქვეყანამ და ერმა მოკლა ინტელექტსა, თუ კომპეტენციაზე, სახელმწიფოსა, თუ ხვალეზე მოთხოვნა და იქცა დაბრკოლებლად ადამიანისა, თუ ერისა. გიხაროდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გაიაფდება თუ არა საწვავი - რას შეჰპირდნენ იმპორტიორები ხელისუფლებას?

გაიაფდება თუ არა საწვავი - რას შეჰპირდნენ იმპორტიორები ხელისუფლებას?

პრემიერი - საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისსა და აგვისტოში 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა, რომ იმპორტიორების კეთილსინდისიერება შეამოწმონ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აგვისტოს ბოლომდე საწვავი, ჯამში 20-30 თეთრით გაიაფდება.

"ჩემი დავალებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს. მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან. მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა, ხომ არ არის რაიმე კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ ივლისშიც და აგვისტოშიც დააკლეს 10-10 თეთრით ფასი, კიდევ უფრო მეტით აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია - რა მარჯებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაგალითად, ლარი იყოს სტაბილური. ბოლო პერიოდში ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მოვუწოდებთ იმპორტიორებს, რომ უფრო მეტი კოორდინაცია იქონიონ მთავრობასთან და მეტი კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. ამ საკითხს მე პირადად, ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავაკვირდები და მოგვიანებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდი ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.