პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიდრე მომღერალი მერაია ქერი იტალიაში, 20 - მილიონიან სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მისი სახლი გაძარცვეს
ვიდრე მომღერალი მერაია ქერი იტალიაში, 20 - მილიონიან სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მისი სახლი გაძარცვეს

ამე­რი­კულ­მა სა­იტ­მა Page Six-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ივ­ლის­ში, მე­რა­ია ქე­რის ბინა გა­ძარ­ცვეს. სა­ა­გენ­ტოს თქმით, ვიდ­რე მომ­ღე­რა­ლი იტა­ლი­ა­ში 20 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში ის­ვე­ნებ­და, ატ­ლან­ტა­ში მდე­ბა­რე მისი სახ­ლი გა­ძარ­ცვეს.

ცნო­ბი­ლია, რომ მე­რა­ია ქე­რიმ, ატ­ლან­ტა­ში მდე­ბა­რე სახ­ლი შარ­შან 6 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. პო­ლი­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა ბი­ნა­ში შეჭ­რის ფაქ­ტი, მაგ­რამ იმის გამო, რომ ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ისიც უც­ნო­ბია, თუ რა წა­ი­ღეს ქურ­დებ­მა სახ­ლი­დან. თა­ვად მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ.

მე­რა­ია ქერი კაპ­რი­ში

წინა თვე­ში, რო­დე­საც მე­რა­ია ბო­იფ­რენდ ბრა­ი­ან ტა­ნა­კა­სა და მის ტყუპ შვი­ლებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და იტა­ლი­ა­ში, წყვი­ლი უამ­რავ ფო­ტოს დებ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­ვი­ან­თი იახ­ტი­დან, რა­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქურ­დებს სიგ­ნა­ლი მის­ცა, რომ ბინა ცა­რი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და. ქე­რიმ ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას 27 ივ­ლისს აც­ნო­ბა.

ქე­რის 6 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სახ­ლი ატ­ლან­ტა­ში

მე­რა­ია ქერი ფუ­ფუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ჯერ კი­დევ 2017 წელს, დი­ვამ ვოგს თა­ვი­სი გარ­დე­რო­ბი უჩ­ვე­ნა, რო­მელ­შიც Louboutins-ისა და Birkin-ის ჩან­თე­ბი, ასე­ვე მე­რი­ლინ მონ­როს სა­მახ­სოვ­რო ნივ­თე­ბი აქვს.

წყა­რო: pagesix.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაპა
4

ე მერაია ქერაია ვიღა არი ტო??? გურულია, თუ მერელი?

გენიოსა
3

დედა, რავა გასუქებულა ქერის ქალიშვილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ვიდრე მომღერალი მერაია ქერი იტალიაში, 20 - მილიონიან სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მისი სახლი გაძარცვეს

ვიდრე მომღერალი მერაია ქერი იტალიაში, 20 - მილიონიან სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მისი სახლი გაძარცვეს

ამერიკულმა საიტმა Page Six-მა ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივლისში, მერაია ქერის ბინა გაძარცვეს. სააგენტოს თქმით, ვიდრე მომღერალი იტალიაში 20 მილიონის ღირებულების სასახლეში ისვენებდა, ატლანტაში მდებარე მისი სახლი გაძარცვეს.

ცნობილია, რომ მერაია ქერიმ, ატლანტაში მდებარე სახლი შარშან 6 მილიონ დოლარად შეიძინა. პოლიციამ დაადასტურა ბინაში შეჭრის ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, მეტი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. ჯერჯერობით ისიც უცნობია, თუ რა წაიღეს ქურდებმა სახლიდან. თავად მომღერლის ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

მერაია ქერი კაპრიში

წინა თვეში, როდესაც მერაია ბოიფრენდ ბრაიან ტანაკასა და მის ტყუპ შვილებთან ერთად ისვენებდა იტალიაში, წყვილი უამრავ ფოტოს დებდა სოციალურ ქსელებში თავიანთი იახტიდან, რამაც, სავარაუდოდ, ქურდებს სიგნალი მისცა, რომ ბინა ცარიელი იქნებოდა. ქერიმ ქურდობის შესახებ პოლიციას 27 ივლისს აცნობა.

ქერის 6 მილიონიანი სახლი ატლანტაში

მერაია ქერი ფუფუნების სიყვარულითაა ცნობილი. ჯერ კიდევ 2017 წელს, დივამ ვოგს თავისი გარდერობი უჩვენა, რომელშიც Louboutins-ისა და Birkin-ის ჩანთები, ასევე მერილინ მონროს სამახსოვრო ნივთები აქვს.

წყარო: pagesix.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა