პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბავშვები უკვე გაიზარდნენ... ცხოვრება გრძელდება" - ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ცოლს შორდება
"ჩვენ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბავშვები უკვე გაიზარდნენ... ცხოვრება გრძელდება" - ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ცოლს შორდება

ვი­ტა­ლი კლი­ჩკო ცოლს 25-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შორ­დე­ბა. კი­ე­ვის მერ­მა მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია კლი­ჩკოს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ღიად გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ისი­ნი მრა­ვა­ლი წე­ლია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, ამი­ტომ გან­ქორ­წი­ნე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლია.

ამავდრო­უ­ლად, კლი­ჩკომ გან­მარ­ტა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

"ბევ­რი წე­ლია, რაც სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გვაქვს. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვე­ნი ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გავ­ხა­დოთ. ეს ორი­ვე მხა­რის სურ­ვი­ლია. ჩვენ ჯერ კი­დევ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ერ­თმა­ნეთს პა­ტივს ვცემთ, ბავ­შვე­ბი უკვე გა­ი­ზარ­დნენ... ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა", - ამ­ბობს კლი­ჩკო უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან...

კი­თხვა­ზე, თა­ვი­სუ­ფა­ლია თუ არა მისი გული, მერ­მა უპა­სუ­ხა, რომ: "ის კი­ე­ვის მე­რია. რო­გორ არ მიყ­ვარ­დე, ჩემო კი­ე­ვო?.."

ვი­ტა­ლი და ნა­ტა­ლია კლი­ჩკო 1997 წლის 26 აპ­რილს და­ქორ­წინ­დნენ. წყვილს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა: 2000 წელს - ვაჟი იგორ-და­ნი­ე­ლი, 2002 წელს - ქა­ლიშ­ვი­ლი ელი­ზა­ვე­ტა-ვიქ­ტო­რია, 2005 წელს - მაქ­სი­მი. ნა­ტა­ლია წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, ბავ­შვე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლო­ბენ.

მე­რის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ქა­ლა­ქი ჰამ­ბურ­გია, სა­დაც აქ­ცი­ებს ეს­წრე­ბა და ევ­რო­პე­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აც­ნობს. ამ ცოტა ხნის წინ ნა­ტა­ლი­ამ ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა. გერ­მა­ნი­ა­ში კლი­ჩკოს მე­უღ­ლე მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას იწყობს.

ცოტა ხნის წინ, ქალ­მა აუქ­ცი­ონ­ზე თა­ვი­სი ჯინ­სის ქურ­თუ­კი გა­ყი­და, რო­მე­ლიც სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­ამ 5000 ევ­როდ შე­ი­ძი­ნა. შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­და­რი­ცხა.

ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე ნა­ტა­ლია კლი­ჩკომ უცხო­ურ მე­დი­ას ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც ქალი ყვე­ბო­და, რომ ომმა მისი სამ­ყა­რო და­ან­გრია. იხ­სნე­ებ­და ომის და­წყე­ბის დღეს: "ტი­რი­ლი და­ვი­წყე და მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე ჩემს მე­უღ­ლეს..."

ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და იმა­საც, რომ მე­უღ­ლეს ყო­ველ დი­ლით სწერს და მის ამ­ბავს კი­თხუ­ლობს. "რო­დე­საც პირ­ვე­ლად მომ­წე­რა, რომ ცო­ცხა­ლი იყო, ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თქვენ პა­სუხს იღებთ კა­ცის­გან, რომ ის ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია - და ეს ხდე­ბა შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში? თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და ჩემს თავს ვკი­თხე: - რა სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ?“

ნა­ტა­ლი­ას თქმით, მისი დედა უკ­რა­ი­ნა­შია და კი­ე­ვი­დან ხუთი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ცხოვ­რობს.

მან ასე­ვე თქვა, რომ დე­დას უკ­რა­ი­ნი­დან წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და. მაგ­რამ ძმებ კლი­ჩკო­ე­ბის მსგავ­სად, მას არ სურს სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბა. "მან თქვა, რომ სურს თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა, რაც არ უნდა მოხ­დეს“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფისო
14

ხატია დეკანოიძე გავურიგოთ, უკრაინა საქართველოზე მეტად უყვარს.

გოულდ დიგგერს
10

დადგება გოგოების რიგი :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ჩვენ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბავშვები უკვე გაიზარდნენ... ცხოვრება გრძელდება" - ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ცოლს შორდება

"ჩვენ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ბავშვები უკვე გაიზარდნენ... ცხოვრება გრძელდება" - ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ ცოლს შორდება

ვიტალი კლიჩკო ცოლს 25-წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება. კიევის მერმა მეუღლე ნატალია კლიჩკოსთან განქორწინების შესახებ ღიად განაცხადა. მისი თქმით, ისინი მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ამიტომ განქორწინება მათი ურთიერთობის ლოგიკური დასასრულია.

ამავდროულად, კლიჩკომ განმარტა, რომ განქორწინების მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება.

"ბევრი წელია, რაც სხვადასხვა ინტერესები და განსხვავებული ცხოვრება გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ცალ-ცალკე ცხოვრება ოფიციალური გავხადოთ. ეს ორივე მხარის სურვილია. ჩვენ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს პატივს ვცემთ, ბავშვები უკვე გაიზარდნენ... ცხოვრება გრძელდება", - ამბობს კლიჩკო უკრაინულ მედიასთან...

კითხვაზე, თავისუფალია თუ არა მისი გული, მერმა უპასუხა, რომ: "ის კიევის მერია. როგორ არ მიყვარდე, ჩემო კიევო?.."

ვიტალი და ნატალია კლიჩკო 1997 წლის 26 აპრილს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი შეეძინა: 2000 წელს - ვაჟი იგორ-დანიელი, 2002 წელს - ქალიშვილი ელიზავეტა-ვიქტორია, 2005 წელს - მაქსიმი. ნატალია წლებია გერმანიაში ცხოვრობს, ბავშვებიც საზღვარგარეთ სწავლობენ.

მერის ყოფილი მეუღლის მუდმივი საცხოვრებელი ქალაქი ჰამბურგია, სადაც აქციებს ესწრება და ევროპელებს უკრაინაში არსებულ ვითარებას აცნობს. ამ ცოტა ხნის წინ ნატალიამ ერთ-ერთ აქციაზე უკრაინის ჰიმნი შეასრულა. გერმანიაში კლიჩკოს მეუღლე მუსიკალურ კარიერას იწყობს.

ცოტა ხნის წინ, ქალმა აუქციონზე თავისი ჯინსის ქურთუკი გაყიდა, რომელიც სამხატვრო გალერეამ 5000 ევროდ შეიძინა. შემოსული თანხა კი რუსეთის აგრესიით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხა.

ომის დაწყებიდან მალევე ნატალია კლიჩკომ უცხოურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ქალი ყვებოდა, რომ ომმა მისი სამყარო დაანგრია. იხსნეებდა ომის დაწყების დღეს: "ტირილი დავიწყე და მაშინვე დავურეკე ჩემს მეუღლეს..."

ინტერვიუში ამბობდა იმასაც, რომ მეუღლეს ყოველ დილით სწერს და მის ამბავს კითხულობს. "როდესაც პირველად მომწერა, რომ ცოცხალი იყო, ცრემლები წამომივიდა. წარმოიდგინეთ, თქვენ პასუხს იღებთ კაცისგან, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია - და ეს ხდება შუაგულ ევროპაში? თვალები დავხუჭე და ჩემს თავს ვკითხე: - რა სამყაროში ვცხოვრობთ?“

ნატალიას თქმით, მისი დედა უკრაინაშია და კიევიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს.

მან ასევე თქვა, რომ დედას უკრაინიდან წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა. მაგრამ ძმებ კლიჩკოების მსგავსად, მას არ სურს სამშობლოს დატოვება. "მან თქვა, რომ სურს თავის ქვეყანაში დარჩენა, რაც არ უნდა მოხდეს“.