ავტორი:

"დახმარებას ითხოვდა თურმე დაჭრილი გოგო და არცერთი მეზობელი არ მიშველებია" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

"დახმარებას ითხოვდა თურმე დაჭრილი გოგო და არცერთი მეზობელი არ მიშველებია" - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, 17 წლის მოზარდი, რომელსაც ბრალად დედის, 34 წლის ჟანა ხალილოვას მკვლელობა ედება, გარდაბანში მცხოვრები ნორუს ხალილოვია.

გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანმა თავისი 19 წლის მეგობრის დახმარებით, დედა ცივი იარაღით მოკლა. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ ურთუერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა უცნობია რა გახდა დანაშაულის მოტივი.

"თავის შვილს გამოუჭრია ყელი, შემდეგ გარდაბანში წასულა, სადაც ცხოვრობდნენ და ბებიასა და ბაბუისთვის უთქვამს ასეთი რამე ჩავიდინეო. უყვირია ამ გოგოს დამეხმარეთო და არცერთი მეზობელი არ მიშველებია. ძალიან მაგარი გოგო იყო, შეგნებული" - ამბობენ გარდაცვლილი ქალის მეზობლები "მთავართან".

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს." - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.