პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი გარდაცვლილი და 20 დაშავებული - რა ხდება ერევნის სავაჭრო ცენტრში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა
ერთი გარდაცვლილი და 20 დაშავებული - რა ხდება ერევნის სავაჭრო ცენტრში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა

ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და 20 და­შავ­და ერე­ვან­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "სურ­მა­ლუ­ში“ მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად. ამის შე­სა­ხებ სომ­ხე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან მაშ­ვე­ლებს აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი­დან გა­მოყ­ვა­ნა­ში. და­შა­ვე­ბუ­ლებს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა და იქვე მყოფ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ში ათავ­სე­ბენ. ასე­ვე, გამ­ვლე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, და­ეხ­მა­რონ და­შა­ვე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩა­მონ­გრე­უ­ლი შე­ნო­ბის ქვეშ მოყ­ვნენ.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი, სომ­ხე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:23 სა­ათ­ზე ერევ­ნის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ „სურ­მა­ლუ­ში“ ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რა­საც ხან­ძა­რი მოყ­ვა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე რვა სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი გა­ვი­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძარს სირ­თუ­ლის მე­ო­რე ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
azeer
22

azeren arbaiten.

გიორგი
2

სამწუხარო ამბავია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ერთი გარდაცვლილი და 20 დაშავებული - რა ხდება ერევნის სავაჭრო ცენტრში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა

ერთი გარდაცვლილი და 20 დაშავებული - რა ხდება ერევნის სავაჭრო ცენტრში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა ერევანში სავაჭრო ცენტრ "სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, ადამიანები ეხმარებიან მაშველებს აფეთქების შედეგად დაშავებულთა სავაჭრო ცენტრიდან გამოყვანაში. დაშავებულებს სასწრაფო დახმარებისა და იქვე მყოფ ავტომანქანებში ათავსებენ. ასევე, გამვლელები ცდილობენ, დაეხმარონ დაშავებულებს, რომლებიც ჩამონგრეული შენობის ქვეშ მოყვნენ.

ადგილზე იმყოფებიან სომხეთის პარლამენტის სპიკერი, სომხეთის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი დროით 13:23 საათზე ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა.