"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ევროკომისიის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ყველაზე მძიმე შეფასებები ისმის, რაც კი როდისმე ევროკავშირს გაუკეთებია.
როგორც მან აღნიშნა, თუ არსებული სიტუაცია გაგრძელდება, საქართველოს არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, არამედ ვიზებსაც გააუქმებენ.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება, რაც კი ევროკავშირს გაუკეთებია. ეს თუ გაგრძელდა, არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღება, ვიზებსაც გაგვიუქმებენ იმიტომ, რომ "წითელ ხაზად“ გასდევს ერთი მთავარი სიტყვა, რომელსაც იმეორებენ უამრავჯერ-უკუსვლა, უკუსვლა, უკუსვლა, ყველა მიმართულებით უკუსვლა. წინსვლა არის პოლიტიკური პატიმრების დაჭერაში. თუ ერთი პოლიტიკური პატიმარი იყო, ახლა კიდევ რამდენიმე დაემატა“, - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.
ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა.
რა ბედნიერი ბავშვობა ქონდათ კაცო ამ ნორჩ ლენინელებს, ოქტომბრელებს და პიონერებს, კომკავშირიდან პატარა მკაცრი უშიშროების კურსების გავლის მერე პირდაპირ პრეზიდენტები ხდებიან , მიშაც ასე არ იყო !? ისა , ბოკერიას დედა ცეკას და მშრომელ დეპუტატთა საკავშირო პრეზიდიუმის წევრი არ იყო ?! ჰოოდა, გიგასაც ბედნიერი ბავშვობა ქონდა,ალისფერი ყელსახვევით დადიოდა პიონერთა სასახლეში,არტეკშიც ! ცოტა უჭირდა ბავშვობაში გოცირიძეს ,სამი მეტრიკული ბიოგრაფია აქვს საწყალს, ერთი რომ შეშილეთში 1956 წელს დაიბადა,მეორე რომ აფხაზეთის ქალაქ გალშიო, დაიბადა ,ოღონდ 1955 წლის დეკემბერშიო,რა იცი ჯარში რომ არ წაეყვანათ კურსები არა ჯობია და ახალი ბიოგრაფია-თურმე თბილისში დაბადებულა,რის გრცხვენია რომანოზ,კუპონის თუ საფონდო ბირჟის ,ა სახაზინო ვალდებულებების და დეპოზიტების გრცხვენია ? მაინც ამასაც ბედნიერი ბავშვობა ქონია, რადგან უზენაესი საბჭოდან პრეზიდენტობამდე ყველა თანამდებობა გავლილი აქვს ,მთავარი ოპოზ და ყოფილი და მომავალი პოზ პარტიის გენსეკია,რომ არ დაეჭირათ და პოლიტიკური ფარი(ალიბი) ქონდეს მერაბიშვილივით, ვითომ პოლიტიკოსია !
ნაცებმაც დაიჯერეთ და გიხარიათ. ეგაა გულმოსული ამერიკელების მიკერძოებული შეფასება. ეგენი ნაცებმა უსიტყვო მორჩილებას შეაჩვიეს და ახლა, რადგან წინააღმდეგობა შეხვდათ, ჯავრს იყრიან. ჰგონიათ, ამით აამხედრებენ ხალხს ამ მთავრობის წინააღმდეგ. შედეგი კი საპირისპირო იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველა საღად მოაზროვნემ დაინახა, როგორი „უანგაროა" დასავლეთის მეგობრობა.