"კომედი შოუს" მსახიობმა ვახო ბიჭიკაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელში მოინახულა. ფოტოს ის სოციალირ ქსელში ავრცელებს:
"დათი მოვინახულე ისრაელში, მხიარული და საყვარელი კაცია... მინდა, რომ ძალიან კარგად იყოს, ხოდა ძალიან კარგად იქნება" - წერს ბიჭიკაშვილი.
ცნობისთვის, დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სამკურნალოდ სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩამოიყვანენ.
როგორც მოზარდის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განაცხადა, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს, რამდენად მიიღებს ორგანიზმი. ძლიერი ტკივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია",- აღნიშნავს ქრისტინე მამუკაშვილი.
შეგახსენებთ, 8 წლის დათი ქოქრაშვილის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ნანა, ვახო თავის საქმეზე იმყოფებოდა, პირადი ვიზიტით და დათის ისტორიარომ იცოდა, იმიტომაც მოიქცა ასე. რა ხალხი ხართ, ყველაფერს ისე იგებთ, საკუთარ უჯრედებს რომ არ სცილდებით. კარგით, რაააა!
ვახო ბიჭიკაშვილს, ის ფული, რაც ისრაელში ჩასვლა-ჩამოსვლა დაუჯდა, დათის ანგარიშზე ჩაერიცხა, რომ მშობლებს მის მკურნალობაში გამოეყენებინათ. სიტყვიერი თანადგომა სოციალურ ქსელშიც შეეძლო. ისრაელში რომ არ ჩაესეირნა.