მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შორენა ბეგაშვილის ხანგრძლივი დასვენება ესპანეთსა და მალდივებზე - ვისთან ერთად ატარებდა დროს მსახიობი და რა უხერხულ კითხვებს არიდებდა თავს (ფოტოები)
შორენა ბეგაშვილის ხანგრძლივი დასვენება ესპანეთსა და მალდივებზე - ვისთან ერთად ატარებდა დროს მსახიობი და რა უხერხულ კითხვებს არიდებდა თავს (ფოტოები)

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა წელს შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­და­დე­გე­ბი მო­ი­წყო. მარ­თა­ლია, ბოლო ორი წლის მან­ძილ­ზე მის­თვის პან­დე­მი­ას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ დრო სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მისი ხან­გრძლი­ვი ეს­პა­ნუ­რი არ­და­დე­გე­ბი ჭო­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

მო­დელ­მა და მსა­ხი­ობ­მა დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალ­დი­ვე­ბით გახ­სნა, სა­დაც შვილ­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რა. ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩან­და რო­გორ ატა­რებ­და ევას­თან ერ­თად დროს და ულა­მა­ზეს სა­ნა­პი­რო­ზე ირუ­ჯე­ბო­და...

ევას­თან დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი ეს­პა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ მად­რიდ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ძი­რი­თა­დად კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რე­ბი მო­ი­წყო. ბე­გაშ­ვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და ფო­ტო­ებს მუ­ზე­უ­მი­დან და ქა­ლა­ქის ღირ­სე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი­დან. დრო შო­პინ­გის­თვი­საც გა­მო­ნა­ხა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად არეკ­ლა­მებს ქარ­თულ მა­ღა­ზი­ებ­სა და ბრენ­დებს, ცნო­ბი­ლია, რომ შო­პინ­გი მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი გა­ტა­ცე­ბაა...

ეს­პა­ნეთ­ში ყოფ­ნი­სას, მო­დელ­მა სას­ტუმ­როს აუ­ზი­დან ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც თეთრ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში პო­ზი­რებს. სწო­რედ ეს ფო­ტო­ე­ბი გახ­და ჭო­რის მი­ზე­ზი, შო­რე­ნას კო­მენ­ტა­რებ­ში გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ჰკი­თხეს, ხომ არ იყო ორ­სუ­ლად, თუმ­ცა ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ამ თე­მას ეხე­ბო­და წა­შა­ლა. შო­რე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბა ჩვენც ვცა­დეთ, თუმ­ცა ჩვენს კი­თხვა შე­საძ­ლო ორ­სუ­ლო­ბა­ზე უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ხან­გრძლივ­მა დას­ვე­ნე­ბამ ეს­პა­ნეთ­ში კი­დევ ერთი ჭორი გა­ა­ცო­ცხლა, ხომ არ შე­უ­რიგ­და ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს ლაშა ბა­რა­თელს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­შორ­და. ცნო­ბი­ლია, რომ წყვილ­მა შარ­შან ეს­პა­ნეთ­ში, ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კულ კუნ­ძულ კოს­ტა ბრა­ვა­ზე და­ის­ვე­ნეს. მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ყო­ველ ზა­ფხულს ეს­პა­ნე­თის სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, სა­დაც ჯერ კი­დევ და­შო­რე­ბამ­დე საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან, ლაშა ბა­რა­თელ­თან ერ­თად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და.

შე­გახ­სნებთ, რომ ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე "ჭია“ უკვე წლე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს, თუმ­ცა მე­დია მი­სით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა. ტე­ლე­სა­ხე მას შემ­დეგ რაც მე­ო­რე ქმარს, ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­შორ­და, მის ცხოვ­რე­ბა­ში ლაშა ბა­რა­თე­ლი გა­მოჩ­ნდა. მე­დია წერ­და, რომ ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ ლაშა ბა­რა­თელ­თან და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­ლდათ.

წყვი­ლის ერ­თად ყოფ­ნის დროს, შო­რე­ნა ახალ სიყ­ვა­რულ­ზე ნაკ­ლე­ბად ლა­პა­რა­კობ­და, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი სწო­რედ მისი სტა­ტუ­სი გახ­ლდათ. ამ­ბობ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო და მა­მა­კა­ცი ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებ­და. მუდ­მი­ვად იცო­და, სად იყო და რას აკე­თებ­და...

ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბე­გაშ­ვი­ლი ბა­რა­თელს და­შორ­და, ამის შე­სა­ხებ შო­რე­ნამ გა­მომ­წე­რებს ინ­სტაგ­რა­მის სთო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­გე­ბი­ნა. ,კი­თხვა­ზე იყო თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ბე­გაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ის მარ­ტოა. ბა­რა­თელ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი მა­მა­კა­ცის გა­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია აღარ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
3

არავის გვაინტერესებს 

პატრიოტი 2
0

ავშენდით!!! შორენას კარგად დაუსვენია!!! გილოცავთ ხალხო!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შორენა ბეგაშვილის ხანგრძლივი დასვენება ესპანეთსა და მალდივებზე - ვისთან ერთად ატარებდა დროს მსახიობი და რა უხერხულ კითხვებს არიდებდა თავს (ფოტოები)

შორენა ბეგაშვილის ხანგრძლივი დასვენება ესპანეთსა და მალდივებზე - ვისთან ერთად ატარებდა დროს მსახიობი და რა უხერხულ კითხვებს არიდებდა თავს (ფოტოები)

შორენა ბეგაშვილმა წელს შესანიშნავი არდადეგები მოიწყო. მართალია, ბოლო ორი წლის მანძილზე მისთვის პანდემიას ხელი არ შეუშლია, რომ დრო საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტარებინა, მაგრამ ამჯერად მისი ხანგრძლივი ესპანური არდადეგები ჭორების საფუძველი გახდა.

მოდელმა და მსახიობმა დასვენების სეზონი მალდივებით გახსნა, სადაც შვილთან ერთად იმოგზაურა. ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც ჩანდა როგორ ატარებდა ევასთან ერთად დროს და ულამაზეს სანაპიროზე ირუჯებოდა...

ევასთან დასვენების შემდეგ კი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გადაინაცვლა, სადაც ძირითადად კულტურული ტურები მოიწყო. ბეგაშვილი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მუზეუმიდან და ქალაქის ღირსესანიშნავი ადგილებიდან. დრო შოპინგისთვისაც გამონახა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არეკლამებს ქართულ მაღაზიებსა და ბრენდებს, ცნობილია, რომ შოპინგი მისი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა...

ესპანეთში ყოფნისას, მოდელმა სასტუმროს აუზიდან ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თეთრ საცურაო კოსტიუმში პოზირებს. სწორედ ეს ფოტოები გახდა ჭორის მიზეზი, შორენას კომენტარებში გულშემატკივრებმა ჰკითხეს, ხომ არ იყო ორსულად, თუმცა ყველა კომენტარი, რომელიც ამ თემას ეხებოდა წაშალა. შორენასთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ, თუმცა ჩვენს კითხვა შესაძლო ორსულობაზე უპასუხოდ დატოვა.

შორენა ბეგაშვილის ხანგრძლივმა დასვენებამ ესპანეთში კიდევ ერთი ჭორი გააცოცხლა, ხომ არ შეურიგდა ყოფილ შეყვარებულს ლაშა ბარათელს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ცნობილია, რომ წყვილმა შარშან ესპანეთში, ყველაზე რომანტიკულ კუნძულ კოსტა ბრავაზე დაისვენეს. მოდელი და ტელეწამყვანი ყოველ ზაფხულს ესპანეთის სხვადასხვა კურორტებს ანიჭებს უპირატესობას, სადაც ჯერ კიდევ დაშორებამდე საყვარელ მამაკაცთან, ლაშა ბარათელთან ერთად მიემგზავრებოდა.

შეგახსნებთ, რომ ლაშა ბარათელი, იგივე "ჭია“ უკვე წლებია საზღვარგარეთ "კანონიერი ქურდის" სტატუსით ცხოვრობს, თუმცა მედია მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა. ტელესახე მას შემდეგ რაც მეორე ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად გაშორდა, მის ცხოვრებაში ლაშა ბარათელი გამოჩნდა. მედია წერდა, რომ ირაკლი ნანაძესთან დაშორების მიზეზი სწორედ ლაშა ბარათელთან დაწყებული ურთიერთობა გახლდათ.

წყვილის ერთად ყოფნის დროს, შორენა ახალ სიყვარულზე ნაკლებად ლაპარაკობდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ მისი სტატუსი გახლდათ. ამბობდა, რომ ბედნიერი იყო და მამაკაცი ძალიან ანებივრებდა. მუდმივად იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა...

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ბეგაშვილი ბარათელს დაშორდა, ამის შესახებ შორენამ გამომწერებს ინსტაგრამის სთორის საშუალებით გააგებინა. ,კითხვაზე იყო თუ არა შეყვარებული, ბეგაშვილმა უპასუხა, რომ ის მარტოა. ბარათელთან დაშორების შემდეგ, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ახალი მამაკაცის გამოჩენის შესახებ მედიაში ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.