Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... მყავს მეუღლე, რომელიც ფსიქოლოგია" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა?
"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... მყავს მეუღლე, რომელიც ფსიქოლოგია" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა?

ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და, ტე­ლე­ვი­ზორ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყო. ძა­ლი­ან მოს­წონ­და 15 წლის წინ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა "შა­ბა­თის შოუ" და მისი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა უნ­დო­და.

"მათ შე­მაყ­ვა­რეს ეს ჟან­რი და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა... და წლე­ბის მერე ამიხ­და ეს ოც­ნე­ბა და ამ ჯგუ­ფის წევ­რი აღ­მოვ­ჩნდი,“ - გვე­უბ­ნე­ბა გივი პა­პა­ვა, დღეს უკვე "კო­მე­დი შოუ" მსა­ხი­ო­ბი.

"მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მიც­ნო, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე, რაც ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს. ვა­კე­თებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს და ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, იუ­მო­რით ვამ­ხი­ა­რუ­ლებ ხალ­ხს, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხით მიბ­რუ­ნე­ბენ უკან,“ - აღ­ნიშ­ნავს გივი. ის წარ­მო­შო­ბით იმე­რე­ლია. და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ხონ­ში. რო­გორც ამ­ბობს, მო­უს­ვე­ნა­რი და ცელ­ქი ბავ­შვი ყო­ფი­ლა, ხუმ­რო­ბა და იუ­მო­რი სულ ახა­სი­ა­თებ­და... მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი კი ხო­ნის თე­ატ­რში მი­სუ­ლა, სა­დაც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ტა­კებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ხო­ნის თე­ატ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი და ცნო­ბი­ლია, იქ ბევრ კარგ მსა­ხი­ობს აქვს კა­რი­ე­რა და­წყე­ბუ­ლი, მათ შო­რის, იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას. თე­ატ­რი მის სა­ხელს ატა­რებს. იქ კარ­გი კლა­სი გა­ვი­ა­რე, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და სცე­ნა­ზე ასე ავიდ­გი ფეხი... მერე „კა­ვე­ენ“-ის თა­მა­ში და­ვი­წყე, სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქუ­თა­ი­სის გუნდში „იშ­ვი­ა­თი იმერ­ლე­ბი“ მოვ­ხვდი, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გავ­ხდი და სა­ბო­ლო­ოდ ასე აღ­მოვ­ჩნდი "კო­მე­დი­ში" - გვიყ­ვე­ბა იუ­მო­რის­ტი...

- სცე­ნა ასე რომ გი­ზი­დავ­და, თე­ატ­რში ძა­ლე­ბიც მო­გი­სინ­ჯავს და გა­გი­მარ­თლა კი­დეც. „თე­ატ­რა­ლურ­ში“ რა­ტომ არ ჩა­ა­ბა­რე?

- სხვა­თა შო­რის, მინ­დო­და, "თე­ატ­რა­ლურ­ში" ჩა­ბა­რე­ბა. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. მერე ისე მოხ­და, რა­ტომ­ღაც გა­და­ვი­ფიქ­რე და „ტუ­რიზ­მზე“ ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მა­ინც იმ საქ­მეს გავ­ყე­ვი, რაც გულ­ში მქონ­და და მინ­დო­და, რომ მე­კე­თე­ბი­ნა. ამ სფე­რო­ში რა­ღა­ცის­თვის მი­მეღ­წია. ამას­თან, ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­აც მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ალ­ბათ ოდეს­მე საყ­ვა­რელ საქ­მე რომ შე­ვეშ­ვე­ბი, ჩემს პრო­ფე­სი­ას გავ­ყვე­ბი.

- "ტუ­რიზ­მზე" ჩა­ბა­რე­ბა ვინ­მემ გირ­ჩია, თუ ეს დარ­გი შენი სურ­ვი­ლით აირ­ჩიე?

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ლაშ­ქრო­ბებ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად წას­ვლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბის, მათ შო­რის, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, კარ­ვი­თაც დავ­დი­ო­დით. ახ­ლაც მიყ­ვარს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბის და­ლაშ­ქვრა და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

- მოკ­ლედ, მოხ­ვდი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ო­ბებ­ში...

- 2016 წელს "კა­ვე­ენ"-ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბო­და. რო­გორც გი­თხა­რით, „იშ­ვი­ათ იმერ­ლებ­ში“ ვი­ყა­ვი. სა­ნამ ფი­ნა­ლი და­ი­წყე­ბო­და, სა­დღაც 10 წუ­თით ადრე, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა მე და ჩემს მე­გო­ბარს, თემო ნი­ქა­ბა­ძეს გვი­თხრა, რომ სტა­ჟი­რე­ბა­ზე და გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით ჩვე­ნი აყ­ვა­ნა უნ­დო­და. თან, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით და სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­ე­ბი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით აგ­ვიყ­ვა­ნეს. ეგ პე­რი­ო­დი კარ­გად გა­ვი­ა­რეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და "კო­მე­დი ჯგუ­ფის“ წევ­რე­ბი გავ­ხდით. როცა ასე­თი გა­მოც­დი­ლი, ნი­ჭი­ე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლე­ვენ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნო, წა­მი­თაც არ უნდა და­ფიქ­რდე. მერე კი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, და­ამ­ტკი­ცო, რომ მათ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლო შემ­დეგ საქ­მე - გა­ამ­ხი­ა­რუ­ლო ხალ­ხი.

- რა მო­გი­ტა­ნა ამ საქ­მემ, გარ­და იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი?

- ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი სიყ­ვა­რუ­ლია. სა­დაც შევ­დი­ვარ, ყვე­ლა ღი­მი­ლით მი­ყუ­რებს. რა ამის პა­სუ­ხია და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა და პა­ნაშ­ვიდ­ზე, სამ­ძი­მარ­ზე მივ­სულ­ვარ და ჩემ­თვის მა­ნიც ღი­მი­ლით შე­მო­უ­ხე­დავთ. ვი­ღა­ცას თუ შენი ერთი და­ნახ­ვაც გა­ამ­ხი­ა­რუ­ლებს და დღეს გა­უ­ლა­მა­ზებს, ამა­ზე მეტი ადა­მი­ანს რა უნდა უნ­დო­დეს?! რთუ­ლია ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა და რო­დე­საც ამას ყო­ველ 2 ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ, ეს ამ­ბა­ვი მი­ხა­რია.

- ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას მსა­ხი­ო­ბე­ბი ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე ჰგო­ნია, რო­გორ­საც ეკ­რან­ზე, ამა თუ იმ როლ­ში უყუ­რე­ბენ...

- კი, უმე­ტე­სო­ბას ჰგო­ნია, რომ რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი პერ­სო­ნაჟ­საც ვთა­მა­შობ, ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე ვარ. არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში იმ პერ­სო­ნა­ჟე­ბის­გან ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბი. ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, ჩემ­თვის ვარ, ხალ­ხმრავ­ლო­ბაც არ მსი­ა­მოვ­ნებს... არა­და, სა­დღაც რომ მოვ­ხვდე­ბი, მე­უბ­ნე­ბი­ან, - მოდი, რა გაგ­ვა­ცი­ნე? ამ დროს 50 კაცი გი­ყუ­რებს... ეს არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ 2-3 ჭი­ქას რომ დავ­ლევ, უკვე ჩე­მით „მეხ­სნე­ბა“... ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა ასე­თიც, სა­დღაც მივ­სულ­ვარ და ორ­მეტ­რი­ან ხალ­ხს უთ­ქვამს, თა­მა­და უნდა იყო და და­ლი­ოო... არა, რას ამ­ბობთ, თა­მა­დო­ბა არა-მეთ­ქი. მაგ­რამ მა­თიც მეს­მის, ხომ ვამ­ბობ, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ, ასე აღიქ­ვა­მენ...

- როცა ადა­მი­ა­ნი ოც­ნე­ბას აიხ­დენს, ცხოვ­რე­ბის რა­ღაც სა­ფე­ხურ­ზე ადის, ით­ვლე­ბა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. რას ფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ.

- კი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ. მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, თემო ნი­ქა­ბა­ძემ ბევ­რი ვიშ­რო­მეთ, რო­გორც გი­თხა­რით, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში „კა­ვე­ენ“-ს ვთა­მა­შობ­დით. მერე „ფე­ის­ბუქ­ზე“ ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა და­ვი­წყეთ, რა­საც მოჰ­ყვა ქუ­თა­ი­სის სა­ხე­ლით „კა­ვე­ენ“-ის თა­მა­ში. 4-5 წელი დაგ­ვჭირ­და იმის­თვის, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მიგ­ვეღ­წია. მერე იყო ის გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი, რაც გა­ვი­ა­რეთ და „კო­მე­დი­შიც“ მოვ­ხვდით. მი­მაჩ­ნია, რომ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ამის­თვის მიგ­ვეღ­წია... მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, მუდ­მი­ვად ბევ­რი შრო­მა გვი­წევს, რომ თავი და­ვიმ­კვიდ­როთ.

- მოკ­ლედ, შრო­მა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბაა შენი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, ხომ?..

- ნუ, ნი­ჭიც თა­ვი­სას შვრე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მი­ნა­ხავს, რომ ჰგო­ნია, თა­ვი­სით მოვა ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან ნიჭი აქვს. ბევ­რი უნდა იშ­რო­მო, თა­ვი­სით არა­ფე­რი მო­დის.

- ქა­ლის, მა­მა­კა­ცის, პა­ტარ ბი­ჭის რო­ლე­ბი, ბევ­რი რამ გი­თა­მა­შია - მგო­ნი, ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნა შე­გიძ­ლია...

- ყვე­ლა­სი არა, - მქო­ნია შემ­თხვე­ვა, ამა თუ იმ რო­ლის თა­მა­ში­სას უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვყო­ფილ­ვარ, რად­გა­ნაც ვერ მო­მირ­გია. ქა­ლის როლს რაც შე­ე­ხე­ბა, წუ­ლუ­კი­ან­საც ვა­კე­თებ­დი და ტი­კა­რა­ძე­საც. არ გამ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ მე­ტად კა­ცის რო­ლის თა­მა­ში მომ­წონს, ბი­ჭის, ბავ­შვის... ერთი ეპი­ზო­დი მახ­სენ­დე­ბა, როცა რა­ღაც ვერ მო­ვირ­გე, ქარ­თლე­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... არის როცა რა­ღა­ცას ვერ ვირ­გებთ და მერე ჩა­ნაც­ვლე­ბა ხდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ის ფორ­მა გიხ­დე­ბო­დეს, მაგ­რამ მხო­ლოდ ფორ­მაც არ არის...

- ოჯა­ხი რო­გორ გა­ფა­სებს?

- მოს­წონთ, მაგ­რამ უთ­ქვამთ, რომ ამა­ზე არ გაგ­ვე­ცი­ნაო. კარ­გია, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ რა­ღაც არ მო­ე­წო­ნათ. ე.ი. იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში რა­ღაც გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. სათ­ქმე­ლი ჯო­ბია, პირ­და­პირ მი­თხრან, ვიდ­რე შე­ფარ­ვით.

- და­ცინ­ვის, ან ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი ხომ არ ყო­ფილ­ხარ და რო­გო­რი რე­აქ­ცია გაქვს მაგ დროს?

- ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი არც ბავ­შვო­ბა­ში ვყო­ფილ­ვარ და არც დი­დო­ბა­ში. ერ­თა­დერ­თი ჩემს სი­დაბ­ლეს აღ­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე, რა­ზეც არას­დროს გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ. პი­რი­ქით, ამა­ზე თვი­თო­ნაც ვღა­და­ობ ამა თუ იმ ვი­დე­ო­სა თუ სკეტჩში. თვითკრი­ტი­კუ­ლი იუ­მო­რი მიყ­ვარს. თუ ვინ­მეს სი­დაბ­ლე მი­ნუ­სად მი­აჩ­ნია, რა გი­თხრათ? ვი­ღაც ორ­მეტ­რი­ა­ნია, ვი­ღაც - ერ­თმეტ­რი­ა­ნი. ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონს ტან­და­ბა­ლი რომ ვარ, რომ შე­ხე­დავ ადა­მი­ანს და გა­გე­ცი­ნე­ბა, თან, იუ­მო­რის სფე­რო­ში გა­რეგ­ნო­ბაც ხომ თა­ვის საქ­მეს აკე­თებს. რა­ღაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უნდა გქონ­დეს ან ფი­ზი­კუ­რად, ან ლა­პა­რა­კის მა­ნე­რით, რომ ადა­მი­ანს და­ა­მახ­სოვ­რდე. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში პირ­ბა­დით, ქუ­დით ქუ­ჩა­ში ვყო­ფილ­ვარ და მა­ინც ვუც­ნი­ვართ. ასე რომ, სა­კუ­თარ თავ­ზე თვი­თონ უნდა შეგ­ვეძ­ლოს ხუმ­რო­ბა. ჩემ­თვის სა­კუ­თა­რი თავი მი­სა­ღე­ბია ისე­თი, რო­გო­რიც ვარ. თუ ვინ­მეს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ვარ, ეს მისი პრობ­ლე­მაა.

- სა­კუ­თარ ოჯა­ხი გაგ­ვა­ცა­ნი.

- მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. უფ­რო­სი ბიჭი 2 წლის და 6 თვი­საა, მე­ო­რე გო­გო­ნაა და ჯერ ერთი თვი­საა. მოკ­ლედ, მე, მე­უღ­ლე და ორი ბავ­შვი ვცხოვ­რობთ ბედ­ნი­ე­რად და გემ­რი­ე­ლად...

- მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ?

- კი, ვცდი­ლობ, მაგ­რამ დრო­ის სა­კი­თხია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ისე­თი გრა­ფი­კი გვაქვს, მთე­ლი დღე და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, მინ­და, რომ ავა­ნა­ზღა­უ­რო და მთლი­ა­ნად ოჯახს და­ვუთ­მო. რამ­დე­ნად გა­მომ­დის, ეს ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია... მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ამ­ჟა­მად არ მუ­შა­ობს, პა­ტა­რე­ბი რომ გვყავს, ცდი­ლობს, სახ­ლში იყოს და შვი­ლებ­ზე იზ­რუ­ნოს. სექ­ტემ­ბრი­დან ალ­ბათ გავა სამ­სა­ხურ­ში. სა­კუ­თარ სახ­ლი სამი წლის წინ შე­ვი­ძი­ნე, როცა და­ვო­ჯახ­დი. გა­დავ­წყვი­ტეთ ცალ­კე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და და­მო­უ­კი­დებ­ლად გვე­ცხოვ­რა.

- შენ მა­ყუ­რე­ბელს რას ეტყვი?

- მო­ი­წყონ კარ­გი შვე­ბუ­ლე­ბა, ნა­ყო­ფი­ე­რად და­ის­ვე­ნონ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, მე­გობ­რებ­თან, ბე­ბი­ებ­თან, ბა­ბუ­ებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რონ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ში იქ­ნე­ბი­ან თუ ზღვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი წუთი გა­მო­ი­ყე­ნონ იმი­სათ­ვის, რომ სექ­ტემ­ბრი­დან ახალ სე­ზონ­ზე სავ­სე დას­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი შე­უდ­გნენ საქ­მეს და ახალ-ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი გა­ა­კე­თონ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში. გული მწყდე­ბა, ქუ­ჩა­ში მო­ღუ­შუ­ლე­ბი, მო­წყე­ნი­ლე­ბი და და­ფიქ­რე­ბუ­ლე­ბი რომ და­დი­ან. რაც არ უნდა პრობ­ლე­მა გვქონ­დეს, ერ­თმა­ნეთს უნდა გა­ვუ­ღი­მოთ. ეს რა­ღაც მო­მენ­ტში ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას ნიშ­ნავს. ზრუნ­ვა კი­დევ სი­კე­თეა. ბევ­რი ღი­მი­ლი, ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი და სიყ­ვა­რუ­ლია სა­ჭი­რო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვნგ
1

ძალიან ცუდია როცა ადამიანის წარმატება არ გსიამოვნებს და ამას საქვეყნოდ ამჟღავნებ.

ეკა
2

კიდევ ბევრი წარმატება დეე, ❤️ შენ ლამაზ ოჯახთან ,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... მყავს მეუღლე, რომელიც ფსიქოლოგია" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა?

"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... მყავს მეუღლე, რომელიც ფსიქოლოგია" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა?

ბავშვობიდან ოცნებობდა, ტელევიზორში მოვხვედრილიყო. ძალიან მოსწონდა 15 წლის წინ სატელევიზიო სივრცეში დაწყებული ახალი იუმორისტული გადაცემა "შაბათის შოუ" და მისი მსახიობების გვერდით ყოფნა უნდოდა.

"მათ შემაყვარეს ეს ჟანრი და მიმდინარეობა... და წლების მერე ამიხდა ეს ოცნება და ამ ჯგუფის წევრი აღმოვჩნდი,“ - გვეუბნება გივი პაპავა, დღეს უკვე "კომედი შოუ" მსახიობი.

"მაყურებელმა გამიცნო, ხალხის სიყვარული დავიმსახურე, რაც ბევრ რამეს ნიშნავს. ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ვარ ძალიან ბედნიერი. ჩემი პერსონაჟებით, იუმორით ვამხიარულებ ხალხს, რასაც ადამიანები მხოლოდ სიყვარულის სახით მიბრუნებენ უკან,“ - აღნიშნავს გივი. ის წარმოშობით იმერელია. დაიბადა და გაიზარდა ხონში. როგორც ამბობს, მოუსვენარი და ცელქი ბავშვი ყოფილა, ხუმრობა და იუმორი სულ ახასიათებდა... მეშვიდეკლასელი კი ხონის თეატრში მისულა, სადაც 2 წლის განმავლობაში სპეტაკებშიც მონაწილეობდა.

"ხონის თეატრი ტრადიციული და ცნობილია, იქ ბევრ კარგ მსახიობს აქვს კარიერა დაწყებული, მათ შორის, იპოლიტე ხვიჩიას. თეატრი მის სახელს ატარებს. იქ კარგი კლასი გავიარე, ბევრი რამ ვისწავლე და სცენაზე ასე ავიდგი ფეხი... მერე „კავეენ“-ის თამაში დავიწყე, სასკოლო ჩემპიონატი იყო და... მოგვიანებით ქუთაისის გუნდში „იშვიათი იმერლები“ მოვხვდი, საქართველოს ჩემპიონიც გავხდი და საბოლოოდ ასე აღმოვჩნდი "კომედიში" - გვიყვება იუმორისტი...

- სცენა ასე რომ გიზიდავდა, თეატრში ძალებიც მოგისინჯავს და გაგიმართლა კიდეც. „თეატრალურში“ რატომ არ ჩააბარე?

- სხვათა შორის, მინდოდა, "თეატრალურში" ჩაბარება. სკოლას რომ ვამთავრებდი, ამაზე ვფიქრობდი. მერე ისე მოხდა, რატომღაც გადავიფიქრე და „ტურიზმზე“ ჩავაბარე, მაგრამ მაინც იმ საქმეს გავყევი, რაც გულში მქონდა და მინდოდა, რომ მეკეთებინა. ამ სფეროში რაღაცისთვის მიმეღწია. ამასთან, ძირითადი პროფესიაც მაქვს, საქართველო ტურისტული ქვეყანაა და ალბათ ოდესმე საყვარელ საქმე რომ შევეშვები, ჩემს პროფესიას გავყვები.

- "ტურიზმზე" ჩაბარება ვინმემ გირჩია, თუ ეს დარგი შენი სურვილით აირჩიე?

- სკოლის პერიოდში ძალიან მიყვარდა ლაშქრობებზე მეგობრებთან ერთად წასვლა, საქართველოში სხვადასხვა ადგილების, მათ შორის, ისტორიული ადგილების დათვალიერება, კარვითაც დავდიოდით. ახლაც მიყვარს სხვადასხვა ადგილების დალაშქვრა და პროფესიის არჩევა ამ ყველაფერმა განაპირობა.

- მოკლედ, მოხვდი კომედიური ჟანრის პოპულარულ მსახიობებში...

- 2016 წელს "კავეენ"-ში საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. როგორც გითხარით, „იშვიათ იმერლებში“ ვიყავი. სანამ ფინალი დაიწყებოდა, სადღაც 10 წუთით ადრე, ალეკო მალხაზიშვილმა მე და ჩემს მეგობარს, თემო ნიქაბაძეს გვითხრა, რომ სტაჟირებაზე და გამოსაცდელი ვადით ჩვენი აყვანა უნდოდა. თან, საქართველოს ჩემპიონები გავხდით და საუკეთესო მოთამაშეები გამოსაცდელი ვადით აგვიყვანეს. ეგ პერიოდი კარგად გავიარეთ, მაქსიმალურად ყველაფერი გამოვავლინეთ და "კომედი ჯგუფის“ წევრები გავხდით. როცა ასეთი გამოცდილი, ნიჭიერი და პოპულარული ადამიანები შესაძლებლობას გაძლევენ ოცნება აიხდინო, წამითაც არ უნდა დაფიქრდე. მერე კი მაქსიმალურად უნდა იყო მობილიზებული, დაამტკიცო, რომ მათთან ერთად გააგრძელო შემდეგ საქმე - გაამხიარულო ხალხი.

- რა მოგიტანა ამ საქმემ, გარდა იმისა, რომ პოპულარული გახდი?

- ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ხალხი სიყვარულია. სადაც შევდივარ, ყველა ღიმილით მიყურებს. რა ამის პასუხია და ყოფილა შემთხვევა და პანაშვიდზე, სამძიმარზე მივსულვარ და ჩემთვის მანიც ღიმილით შემოუხედავთ. ვიღაცას თუ შენი ერთი დანახვაც გაამხიარულებს და დღეს გაულამაზებს, ამაზე მეტი ადამიანს რა უნდა უნდოდეს?! რთულია ხალხის სიყვარულის დამსახურება და როდესაც ამას ყოველ 2 ნაბიჯზე ვგრძნობ, ეს ამბავი მიხარია.

- ადამიანების უმეტესობას მსახიობები ცხოვრებაშიც ისეთივე ჰგონია, როგორსაც ეკრანზე, ამა თუ იმ როლში უყურებენ...

- კი, უმეტესობას ჰგონია, რომ რეალურად როგორი პერსონაჟსაც ვთამაშობ, ცხოვრებაშიც ისეთივე ვარ. არადა, ცხოვრებაში იმ პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები. ლაპარაკი არ მიყვარს, ჩემთვის ვარ, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს... არადა, სადღაც რომ მოვხვდები, მეუბნებიან, - მოდი, რა გაგვაცინე? ამ დროს 50 კაცი გიყურებს... ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ 2-3 ჭიქას რომ დავლევ, უკვე ჩემით „მეხსნება“... ბევრჯერ ყოფილა ასეთიც, სადღაც მივსულვარ და ორმეტრიან ხალხს უთქვამს, თამადა უნდა იყო და დალიოო... არა, რას ამბობთ, თამადობა არა-მეთქი. მაგრამ მათიც მესმის, ხომ ვამბობ, თავიანთი შეხედულება აქვთ, ასე აღიქვამენ...

- როცა ადამიანი ოცნებას აიხდენს, ცხოვრების რაღაც საფეხურზე ადის, ითვლება, რომ წარმატებულია. რას ფიქრობ, წარმატებული ხარ.

- კი, წარმატებული ვარ. მე და ჩემმა მეგობარმა, თემო ნიქაბაძემ ბევრი ვიშრომეთ, როგორც გითხარით, სკოლის პერიოდში „კავეენ“-ს ვთამაშობდით. მერე „ფეისბუქზე“ ვიდეოების დადება დავიწყეთ, რასაც მოჰყვა ქუთაისის სახელით „კავეენ“-ის თამაში. 4-5 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის მიგვეღწია. მერე იყო ის გამოსაცდელი პერიოდი, რაც გავიარეთ და „კომედიშიც“ მოვხვდით. მიმაჩნია, რომ მე და ჩემმა მეგობარმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამისთვის მიგვეღწია... მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მუდმივად ბევრი შრომა გვიწევს, რომ თავი დავიმკვიდროთ.

- მოკლედ, შრომა და მიზანმიმართულობაა შენი წარმატების ფორმულა, ხომ?..

- ნუ, ნიჭიც თავისას შვრება, რომელიც ადამიანმა უნდა გამოიყენოს. ბევრი ნიჭიერი მინახავს, რომ ჰგონია, თავისით მოვა ყველაფერი, რადგან ნიჭი აქვს. ბევრი უნდა იშრომო, თავისით არაფერი მოდის.

- ქალის, მამაკაცის, პატარ ბიჭის როლები, ბევრი რამ გითამაშია - მგონი, ყველა პერსონაჟის შექმნა შეგიძლია...

- ყველასი არა, - მქონია შემთხვევა, ამა თუ იმ როლის თამაშისას უხერხულ სიტუაციაში ვყოფილვარ, რადგანაც ვერ მომირგია. ქალის როლს რაც შეეხება, წულუკიანსაც ვაკეთებდი და ტიკარაძესაც. არ გამჭირვებია, მაგრამ მეტად კაცის როლის თამაში მომწონს, ბიჭის, ბავშვის... ერთი ეპიზოდი მახსენდება, როცა რაღაც ვერ მოვირგე, ქართლელი უნდა ვყოფილიყავი... არის როცა რაღაცას ვერ ვირგებთ და მერე ჩანაცვლება ხდება. შეიძლება ის ფორმა გიხდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ფორმაც არ არის...

- ოჯახი როგორ გაფასებს?

- მოსწონთ, მაგრამ უთქვამთ, რომ ამაზე არ გაგვეცინაო. კარგია, როცა მეუბნებიან, რომ რაღაც არ მოეწონათ. ე.ი. იმ კონკრეტულ მომენტში რაღაც გამოსასწორებელია. სათქმელი ჯობია, პირდაპირ მითხრან, ვიდრე შეფარვით.

- დაცინვის, ან ბულინგის ობიექტი ხომ არ ყოფილხარ და როგორი რეაქცია გაქვს მაგ დროს?

- ბულინგის ობიექტი არც ბავშვობაში ვყოფილვარ და არც დიდობაში. ერთადერთი ჩემს სიდაბლეს აღნიშნავენ ხოლმე, რაზეც არასდროს გავბრაზებულვარ. პირიქით, ამაზე თვითონაც ვღადაობ ამა თუ იმ ვიდეოსა თუ სკეტჩში. თვითკრიტიკული იუმორი მიყვარს. თუ ვინმეს სიდაბლე მინუსად მიაჩნია, რა გითხრათ? ვიღაც ორმეტრიანია, ვიღაც - ერთმეტრიანი. ძალიანაც მომწონს ტანდაბალი რომ ვარ, რომ შეხედავ ადამიანს და გაგეცინება, თან, იუმორის სფეროში გარეგნობაც ხომ თავის საქმეს აკეთებს. რაღაც დამახასიათებელი უნდა გქონდეს ან ფიზიკურად, ან ლაპარაკის მანერით, რომ ადამიანს დაამახსოვრდე. პანდემიის პერიოდში პირბადით, ქუდით ქუჩაში ვყოფილვარ და მაინც ვუცნივართ. ასე რომ, საკუთარ თავზე თვითონ უნდა შეგვეძლოს ხუმრობა. ჩემთვის საკუთარი თავი მისაღებია ისეთი, როგორიც ვარ. თუ ვინმესთვის მიუღებელი ვარ, ეს მისი პრობლემაა.

- საკუთარ ოჯახი გაგვაცანი.

- მყავს მეუღლე და ორი შვილი. უფროსი ბიჭი 2 წლის და 6 თვისაა, მეორე გოგონაა და ჯერ ერთი თვისაა. მოკლედ, მე, მეუღლე და ორი ბავშვი ვცხოვრობთ ბედნიერად და გემრიელად...

- მზრუნველი ადამიანი ხარ ოჯახის წევრების მიმართ?

- კი, ვცდილობ, მაგრამ დროის საკითხია, ტელევიზიაში ისეთი გრაფიკი გვაქვს, მთელი დღე დაკავებული ვარ. თუ თავისუფალი დრო მაქვს, მინდა, რომ ავანაზღაურო და მთლიანად ოჯახს დავუთმო. რამდენად გამომდის, ეს ოჯახის წევრების შესაფასებელია... მეუღლე პროფესიით ფსიქოლოგია, ამჟამად არ მუშაობს, პატარები რომ გვყავს, ცდილობს, სახლში იყოს და შვილებზე იზრუნოს. სექტემბრიდან ალბათ გავა სამსახურში. საკუთარ სახლი სამი წლის წინ შევიძინე, როცა დავოჯახდი. გადავწყვიტეთ ცალკე გადავსულიყავით და დამოუკიდებლად გვეცხოვრა.

- შენ მაყურებელს რას ეტყვი?

- მოიწყონ კარგი შვებულება, ნაყოფიერად დაისვენონ, ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან, ბებიებთან, ბაბუებთან ერთად გაატარონ. მნიშვნელობა არ აქვს, მთაში იქნებიან თუ ზღვაში, ნებისმიერი წუთი გამოიყენონ იმისათვის, რომ სექტემბრიდან ახალ სეზონზე სავსე დასვენებულები შეუდგნენ საქმეს და ახალ-ახალი რაღაცები გააკეთონ საკუთარ პროფესიაში. გული მწყდება, ქუჩაში მოღუშულები, მოწყენილები და დაფიქრებულები რომ დადიან. რაც არ უნდა პრობლემა გვქონდეს, ერთმანეთს უნდა გავუღიმოთ. ეს რაღაც მომენტში ერთმანეთზე ზრუნვას ნიშნავს. ზრუნვა კიდევ სიკეთეა. ბევრი ღიმილი, ბევრი პოზიტივი და სიყვარულია საჭირო.