მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო 2 წელია, ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს" - რას წერს ლონდა თოლორაია?
"ბოლო 2 წელია, ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს" - რას წერს ლონდა თოლორაია?

ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის, ლონ­და თო­ლო­რა­ია ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, 12 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და პო­ლი­ცი­ის მიერ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზე წერს:

"ქალ­თა მკვლე­ლო­ბე­ბის მა­ტე­ბის ფონ­ზე, პო­ლი­ცი­ის მიერ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში:

2016 წელი - 3089 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი;

2017 წელი - 4070 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი;

2018 წელი - 7046 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი;

2019 წელი - 10266 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი;

2020 წელი - 10321 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი;

2021 წელი - 9376 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი;

2022 წელი (6 თვე) - 4297 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი.

მა­შინ, როცა ბოლო 2 წე­ლია ქალ­თა მკვლე­ლო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს, პო­ლი­ცი­ის მიერ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იკ­ლებს. ეს ტენ­დენ­ცია (მა­შინ როცა ყვე­ლა წელს ათა­სო­ბით იზ­რდე­ბო­და მათი რა­ო­დე­ნო­ბა) არაა ბუ­ნებ­რი­ვი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

დიახ, არის შემ­თხვე­ვე­ბი (და არა­ერ­თი), როცა პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ორ­დე­რი სა­სა­მარ­თლოს გა­უ­უქ­მე­ბია, თუმ­ცა ქალ­თა მკვლე­ლო­ბებს ალ­ბათ ჯო­ბია, ზოგ­ჯერ რის­კე­ბი გა­და­მე­ტე­ბუ­ლად იქ­ნეს შე­ფა­სე­ბუ­ლი.

შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მია (შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, სწრა­ფი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს ცხა­დია მა­ღა­ლია მოვ­ლე­ნე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი აღ­ქმაც), თუმ­ცა ამის­თვი­საა კა­ნონ­ში ჩა­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც და­ბა­ლან­სე­ბულ მო­ნი­ტო­რინგს უწევს პო­ლი­ცი­ას" - წერს თო­ლო­რა­ია.

ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, 12 აგ­ვის­ტოს დი­ლით მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ახალ­გაზ­რდა ქალი, 38 წლის შუ­შა­ნა (ნინო) ზარ­დი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვებ კერ­ძო სახ­ლში, სამ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ტრა­გე­დია, სწო­რედ ამ სახ­ლში დატ­რი­ალ­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის ბავ­შვე­ბის გამო და­ი­წყო. ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­კა­ვეს.

ის ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giusha3232
6

რაო,გრანტები მოგენატრა ცუნცულ?

გენაცვალე ლოგიკაში
3

უნდა იკლებდეს, აბა უნდა იმატებდეს ძალადობა? ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს და თუ იქ ეგდება და ვერ გამოეთრევა, სხვები ვეღარ გაბედავენ ასე მასიურად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ბოლო 2 წელია, ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს" - რას წერს ლონდა თოლორაია?

"ბოლო 2 წელია, ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს" - რას წერს ლონდა თოლორაია?

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და პოლიციის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე წერს:

"ქალთა მკვლელობების მატების ფონზე, პოლიციის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა საქართველოში:

2016 წელი - 3089 შემაკავებელი ორდერი;

2017 წელი - 4070 შემაკავებელი ორდერი;

2018 წელი - 7046 შემაკავებელი ორდერი;

2019 წელი - 10266 შემაკავებელი ორდერი;

2020 წელი - 10321 შემაკავებელი ორდერი;

2021 წელი - 9376 შემაკავებელი ორდერი;

2022 წელი (6 თვე) - 4297 შემაკავებელი ორდერი.

მაშინ, როცა ბოლო 2 წელია ქალთა მკვლელობის რაოდენობა იმატებს, პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის მაჩვენებელი იკლებს. ეს ტენდენცია (მაშინ როცა ყველა წელს ათასობით იზრდებოდა მათი რაოდენობა) არაა ბუნებრივი ამ სიტუაციაში.

დიახ, არის შემთხვევები (და არაერთი), როცა პოლიციის მიერ გამოცემული ორდერი სასამართლოს გაუუქმებია, თუმცა ქალთა მკვლელობებს ალბათ ჯობია, ზოგჯერ რისკები გადამეტებულად იქნეს შეფასებული.

შემაკავებელი ორდერი სწრაფი რეაგირების მექანიზმია (შემთხვევის ადგილზე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების დროს ცხადია მაღალია მოვლენების გადაჭარბებული აღქმაც), თუმცა ამისთვისაა კანონში ჩადებული სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი, რომელიც დაბალანსებულ მონიტორინგს უწევს პოლიციას" - წერს თოლორაია.

ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, 38 წლის შუშანა (ნინო) ზარდიაშვილია, რომელიც ნაქირავებ კერძო სახლში, სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედია, სწორედ ამ სახლში დატრიალდა.

მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ყოფილი მეუღლეა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონფლიქტი მათ შორის ბავშვების გამო დაიწყო. ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ბრალდებული ძალოვნებმა დააკავეს.

ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: