ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, 38 წლის შუშანა (ნინო) ზარდიაშვილია, რომელიც ნაქირავებ კერძო სახლში, სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედია, სწორედ ამ სახლში დატრიალდა.
პოლიციამ გურიაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა. შსს სპეციალირ განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს".
იხილეთ ასევე;