ავტორი:

"ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა? შერიგება უნდოდა და ამიტომ მოხდა..." - რას ამბობს ოზურგეთში მოკლული ქალის ძმა?

"ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა? შერიგება უნდოდა და ამიტომ მოხდა..." - რას ამბობს ოზურგეთში მოკლული ქალის ძმა?

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა. სავარაუდოდ, მკვლელობა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

მეზობლების თქმით, ხმაური არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე სასწრაფო და პოლიცია მივიდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, 38 წლის ქალზე, ქმარი მუდმივად ძალადობდა.

მათივე ინფორმაციით, ამ მიზეზით უკვე იხდიდა სასჯელს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს, რამდენიმე დღის წინ დაუწერეს შემაკავებელი ორდერი.

ყოფილი ქმარი ქალს შერიგებას სთხოვდა და სწორედ ეს იყო მათ შორის უთანხმოების მიზეზი.

"ორჯერ იყო დაკავებული, ახლა ეს მესამე შემთხვევაა, ბავშვის გამო ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა? შერიგება უნდოდა მას და ამიტომ მოხდა", - განაცხადა მოკლული ქალის ძმამ.

გამოძიება მიმდინარეობს 109-ე მუხლით, დამნაშავე დაკავებულია.

38 წლის ქალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, სადაც ტრაგედია დატრილადა.

იხილეთ ასევე: