სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცი არ ასვენებდა გოგოს, ხშირად აკითხავდა. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი" - მძიმე დანაშაული ოზურგეთში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცი არ ასვენებდა გოგოს, ხშირად აკითხავდა. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი" - მძიმე დანაშაული ოზურგეთში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

ქა­ლაქ ოზურ­გეთ­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, 12 აგ­ვის­ტოს დი­ლით მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ახალ­გაზ­რდა ქალი, 38 წლის შუ­შა­ნა (ნინო) ზარ­დი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ნა­ქი­რა­ვებ კერ­ძო სახ­ლში, სამ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ტრა­გე­დია, სწო­რედ ამ სახ­ლში დატ­რი­ალ­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის ბავ­შვე­ბის გამო და­ი­წყო. ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­კა­ვეს.

ის ამ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რი­ის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აკა­კი მა­ი­სუ­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბას, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ­მა ქმარ­მა ქალი ჯერ სცე­მა, შემ­დეგ კი აბა­ზა­ნა­ში გა­გუ­და, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამ ეტაპ­ზე არ დას­ტურ­დე­ბა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, ქალს ცივი ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჯერ კი­დევ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

"გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი არ ას­ვე­ნებ­და გო­გოს და ხში­რად აკი­თხავ­და. რო­გორც გა­ვი­გე, მკვლე­ლო­ბის დროს შინ იმ­ყო­ფე­ბო­და მათი შვი­ლიც. მკვლე­ლო­ბა აბა­ზა­ნა­შია მომ­ხდა­რი, ზუს­ტად რა და რო­გორ მოხ­და, ჯერ უც­ნო­ბია.

დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ გაქ­ცე­უ­ლა, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვიც შე­ეს­წრო მკვლე­ლო­ბას. რას ამ­ბობს თა­ვად დამ­ნა­შა­ვე, არ ვი­ცით", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, პა­ა­ტა ნი­კო­ლე­იშ­ვილს, მაგ­რამ მან გვი­თხრა, რომ მომ­ხდარ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. უფრო მეტი დე­ტა­ლი ალ­ბათ მალე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამედა
0

თუ სამჯერ არის ნასამართლევი და მაინც დანაშაულს ჩადის მიეცით სამუდამო.რეციდივისტის კომფორტს იცავთ? დაიცავით ადეკვატური კანონმორჩილი წესიერი ხალხი 

დავით
1

ეს არა ადამიანური პროცესები საქართველოში უკვე "სპორტულ" ხასიათს იძენს.

მთლიანად ფართო საზოგადოებამ მისი ინსტიტუტებით, მთავრობამ, პრეზიდენტმა, სასამართლო მ, პოლიციამ, ეკლესიამ და ასე შემდეგ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ამის აღსაკვეთად.

უნდა წარიმართოს საზოგადოება ყველა ფენის ფართო დისკუსია ტელევიზიით ხანგრძლივად რომ გარდატეხა მოხდეს კლიშეურ აზროვნებაში რაც ამ საშინელი დანაშაულიბების საფუძველს განაპირობებს.

საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ფხიზელი და ქმედითუნარიანი, თვალი არ დაუხუჭოს მძიმე საოჯახო კონფლიქტებს

რაც დროთა განმავლობაში ასეთი კულმინაციით მთავრდება.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცი არ ასვენებდა გოგოს, ხშირად აკითხავდა. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი" - მძიმე დანაშაული ოზურგეთში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცი არ ასვენებდა გოგოს, ხშირად აკითხავდა. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი" - მძიმე დანაშაული ოზურგეთში: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, 38 წლის შუშანა (ნინო) ზარდიაშვილია, რომელიც ნაქირავებ კერძო სახლში, სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედია, სწორედ ამ სახლში დატრიალდა.

მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ყოფილი მეუღლეა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონფლიქტი მათ შორის ბავშვების გამო დაიწყო. ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ბრალდებული ძალოვნებმა დააკავეს.

ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის გარემოებას, მედიაში გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დასტურდება. კიდევ ერთი ვერსიით, ქალს ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობენ.

"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცი არ ასვენებდა გოგოს და ხშირად აკითხავდა. როგორც გავიგე, მკვლელობის დროს შინ იმყოფებოდა მათი შვილიც. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი, ზუსტად რა და როგორ მოხდა, ჯერ უცნობია.

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვიც შეესწრო მკვლელობას. რას ამბობს თავად დამნაშავე, არ ვიცით", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს, პაატა ნიკოლეიშვილს, მაგრამ მან გვითხრა, რომ მომხდარზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. უფრო მეტი დეტალი ალბათ მალე გახდება ცნობილი. მომხდარის გამოძიება გრძელდება.

იხილეთ ასევე: