ავტორი:

"რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს" - რა ინფორმაციას ფლობს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

"რუსეთი ზელენსკის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებს" - რა ინფორმაციას ფლობს უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

"რუსები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ პროვოკაციებს ამზადებენ", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციები ასევე მოსალოდნელია 24 აგვისტოსთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის.

"ისინი ამით განუწყვეტლივ არიან დაკავებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მტრის გეგმების შესახებ თითქმის ყველა სფეროში", - აღნიშნა დანილოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია, თუმცა ეს ომის პირობებში ნორმალურია. ამასთან, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განმარტებით, სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ მტრის გეგმების გასარკვევად და მათზე რეაგირების მოსახდენად.