ავტორი:

მძღოლები ახლა იღებენ უფრო მეტ შემოსავალს - ტაქსის გამოძახების სერვისი "მაქსიმი" თბილისში საკომისიოს ამცირებს

მძღოლები ახლა იღებენ უფრო მეტ შემოსავალს - ტაქსის გამოძახების სერვისი "მაქსიმი" თბილისში საკომისიოს ამცირებს

1 აგვისტოდან სერვისმა 2-ჯერ შეამცირა საკომისიო საინფორმაციო მომსახურებაზე თბილისში - მინიმალური 10%-დან 5%-მდე. ახლა ბრენდირებული ავტომობილის მძღოლებისთვის საკომისიო იწყება 5%-დან, ხოლო ბრენდირების არმქონე მძღოლებისთვის - 7%-დან. ასე კომპანია მიისწრაფის შექმნას უფრო ხელსაყრელი პირობები მძღოლების მუშაობისთვის. რაც უფრო დაბალია საკომისიო შესრულებული შეკვეთის ღირებულებიდან, მით უფრო მაღალია მძღოლის შემოსავალი. ყველაზე მაქსიმალურ შემოსავალს იღებენ ის მძღოლები, რომლებიც ასრულებენ შეკვეთებს ბრენდირებულ ავტომობილებზე ჩართული ავტოდანიშვნით.

აპლიკაციაში Taxsee Driver დამოუკიდებლად შეიძლება სასურველი შეკვეთის აღება ან გზადაგზა თანმიმდევრულად შეკვეთების შესრულება, როცა წინასწარ ცნობილია მარშრუტის საწყისი და საბოლოო მისამართები, მანძილი და ღირებულება. ავტომობილის კლასიდან გამომდინარე მძღოლს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს შესაბამისი შეკვეთა ტარიფებით: ეკონომი, სუპერეკონომი, კომფორტი, პრემიუმი, კომპაქტვენი, მინივენი და ჯიპი.

მუშაობის დაწყებისთვის საკმარისია აპლიკაციის Taxsee Driver-ის ჩამოტვირთვა და რეგისტრაციის გავლა ან დარეგისტრირება საიტზე https://taxsee.pro/ge/ka-GE/

დამატებითი ინფორმაცია

"მაქსიმმა“ საქართველოში მუშაობა 2014 წელს დაიწყო, პირველი ქალაქი კი თბილისი გახდა. ახლა სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს კიდევ 10 ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის. ეს ქალაქებია: რუსთავი, ბათუმი, გორი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, სამტრედია და თელავი. მალე სერვისი ხაშურსა და ახალციხეში დაიწყებს მუშაობას.

„მაქსიმი“ 2003 წლიდან ქმნის ტრანსპორტისა და სხვადასხვა მომსახურების შეკვეთის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მას უფრო თანამედროვეს, ხელმისაწვდომს და უსაფრთხოს ხდის. სერვისმა შექმნა პროგრამულ-აპარატული კომპლექსი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის შემკვეთებისა და შემსრულებლების სერვისთან დაკავშირება და მილიონობით შეკვეთის დამუშავება. მომსახურების შეკვეთისთვის განკუთვნილი აპლიკაცია „მაქსიმი“ და შეკვეთებთან მუშაობისთვის განკუთვნილი აპლიკაცია „Taxsee Driver“ მსოფლიოს ტოპ აპლიკაციებშია, რომლებსაც ჰყავთ მილიონობით მომხმარებელი.

სერვისი პოპულარობით მსოფლიოს 18 ქვეყანაში სარგებლობს.