მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიეტი უმასპინძლებს - IOAA-ს ოლიმპიადაში წელს 46 ქვეყანა მონაწილეობს
ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიეტი უმასპინძლებს - IOAA-ს ოლიმპიადაში წელს 46 ქვეყანა მონაწილეობს

14 აგ­ვის­ტოს, 19.00 სა­ათ­ზე, ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რში (ქ. ქუ­თა­ი­სი, წმ. ნი­ნოს ქ. N17) ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ას­ტრო­ფი­ზი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის სა­ზე­ი­მო გახ­სნა გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­და 2007 წლი­დან იმარ­თე­ბა და მას­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

წელს ოლიმ­პი­ა­დის ფერ­გლებ­ში ქუ­თა­ისს 39 ქვეყ­ნის 45 გუნ­დი ეწ­ვე­ვა, 7 ქვეყ­ნის გუნ­დი კი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვე­ბენ სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის ამო­ცა­ნებ­ზე. ჯგუ­ფუ­რად და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ამოხ­სნი­ან მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბებს და გა­მოს­ცდი­ან სა­კუ­თარ ცოდ­ნას ას­ტრო­ნი­მი­ა­ში. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი სა­ერ­თა­ში­რი­სო ჟი­უ­რის მიერ 21 აგ­ვის­ტოს, ქუ­თა­ი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ას­ტრო­ფი­ზი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და - IOAA წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა. 350 სტუ­მა­რი და IOAA-ს დე­ლე­გა­ტი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში KIU-ს კამ­პუს­ზე იცხოვ­რებს და ოლიმ­პი­ა­დის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­შიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ასე­ვე და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­მეც­ნე­ბი­თი პროგ­რა­მა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტური.

რი­გით მე­თხუტ­მე­ტე ოლიმ­პი­ა­და­ში, წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბიც იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გუნ­დის წევ­რებ­მა გა­სულ წელს წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზეს სხვა­დას­ხვა კონ­კურსსა და ოლიმ­პი­ა­და­ში, ხოლო 2021 წელს ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კოს­თა ტურ­ნირ­ში ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს.

IOAA-ს მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ვი­ნა­ო­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წლით ადრე ხდე­ბა ხოლ­მე ცნო­ბი­ლი. პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე 2020 და 2021 წელს ოლიმ­პი­ა­და ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და, ხოლო 2022 წელს ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში იყო და­გეგ­მი­ლი. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ოლიმ­პი­ა­დას პირ­ვე­ლად მისი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო უმას­პინ­ძლებს.

IOAA-ს მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი STEM საგ­ნე­ბის მი­მართ მზარ­დი ინ­ტე­რე­სის ხელ­შე­წყო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბის გზით და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და სკო­ლებ­ში ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ას­ტრო­ფი­ზი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.

ოლიმ­პი­ა­დის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ევ­გე­ნი ხა­რა­ძის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია და იმე­რე­თის მხა­რის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის იხი­ლეთ ოლიმ­პი­ა­დის ვებ გვერ­დი: www.ioaa2022.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიეტი უმასპინძლებს - IOAA-ს ოლიმპიადაში წელს 46 ქვეყანა მონაწილეობს

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიეტი უმასპინძლებს - IOAA-ს ოლიმპიადაში წელს 46 ქვეყანა მონაწილეობს

14 აგვისტოს, 19.00 საათზე, ქუთაისის ოპერის თეატრში (ქ. ქუთაისი, წმ. ნინოს ქ. N17) ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საზეიმო გახსნა გაიმართება.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა 2007 წლიდან იმართება და მასში ტრადიციულად დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

წელს ოლიმპიადის ფერგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვევა, 7 ქვეყნის გუნდი კი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას, მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე. ჯგუფურად და ინდივიდუალურად ამოხსნიან მიცემულ დავალებებს და გამოსცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონიმიაში. გამარჯვებული გუნდი საერთაშირისო ჟიურის მიერ 21 აგვისტოს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოვლინდება.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - IOAA წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება. 350 სტუმარი და IOAA-ს დელეგატი ერთი კვირის განმავლობაში KIU-ს კამპუსზე იცხოვრებს და ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი პროგრამა და საინფორმაციო ტური.

რიგით მეთხუტმეტე ოლიმპიადაში, წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრებმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ხოლო 2021 წელს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვეს.

IOAA-ს მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ტრადიციულად რამდენიმე წლით ადრე ხდება ხოლმე ცნობილი. პანდემიიდან გამომდინარე 2020 და 2021 წელს ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო 2022 წელს ღონისძიების ჩატარება უკრაინაში იყო დაგეგმილი. თუმცა, საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტისა და უკრაინის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნის საფუძველზე ოლიმპიადას პირველად მისი ისტორიის განმავლობაში საქართველო უმასპინძლებს.

IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით.

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ოლიმპიადის ვებ გვერდი: www.ioaa2022.ge