ავტორი:

ბირთვული კატასტროფის ზღვარზე - "ენერგოატომის" ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დღეს სამჯერ დაბომბეს

ბირთვული კატასტროფის ზღვარზე -  "ენერგოატომის" ინფორმაციით, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დღეს სამჯერ დაბომბეს

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე მძლავრია ევროპაში. მარტიდან მოყოლებული, ბირთვულ რეაქტორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და მესამე კვირაა, მის სიახლოვეს ჭურვები ეცემა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ, გაერო კი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან "ბირთვული კატასტროფა”.

უკრაინული სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ობიექტის მიმდებარე ტერიტორია სამჯერ დაბომბეს.

"დღეს, 2022 წლის 11 აგვისტოს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი უკრაინასა და ევროპაში. ბალახს მცირე ფართობზე ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ენერგოატომმა და განმარტა, რომ დღეს მესამე დაბომბვა ადგილობრივი დროით 17:50 საათზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 5 და 6 აგვისტოს რუსმა დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ენერგოდარის საცხოვრებელ უბნებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა ზრდის ბირთვული კატასტროფის რისკს. მან კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება.

იხილეთ ასევე: