საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე?
"უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე?

უკვე 14 დი­აგ­ნო­ზი აქვს დას­მუ­ლი და ბოლო 3 დღე­ში 3 დი­აგ­ნო­ზი და­ე­მა­ტა, რაც კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია - ერ­თა­დერ­თი ხსნა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, არის მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, რად­გან ამას მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ი­თხოვს.

რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმამ აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი საკ­ვებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იღებს, ხოლო კლი­ნი­კა­ში შეს­ვლის დღი­დან მან 11 კილო და­იკ­ლო.

"ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო ნამ­დვი­ლად არ არის. ჩემი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა, მარ­თლაც ძა­ლი­ან სუს­ტად არის. სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, რომ ბოლო 2-3 დღის მან­ძილ­ზე და­ე­მა­ტა კი­დევ 3 დი­აგ­ნო­ზი და აქე­დან არის დას­კვნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ხერ­ხდე­ბა, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ გან­ვი­თარ­დეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ ჩვენ ვე­ლო­დე­ბით უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩა­მოს­ვლას, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა მოხ­დეს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გან­ხორ­ცი­ელ­დეს მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ.

თუ არ ვცდე­ბი 14 დი­აგ­ნო­ზი აქვს უკვე დას­მუ­ლი და ბოლო 3 დღე­ში 3 დი­აგ­ნო­ზი და­ე­მა­ტა, რაც კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. სი­ცხეც აღე­ნიშ­ნე­ბა ბოლო 3 დღის მან­ძილ­ზე. ერ­თა­დერ­თი ხსნა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, არის მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა. სუს­ტად არის, საჭ­მელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იღებს და სა­უბ­რის დროს აღ­ნიშ­ნა, რომ კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლის დღი­დან დაკ­ლე­ბუ­ლი აქვს 11 კილო, რაც ძა­ლი­ან ბევ­რია, ეს ვი­ზუ­ა­ლუ­რად იგ­რძნო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდუ
0

დაავადება ამისი უნდა დათვალოთ აუუუუ რამდენი იქნება

!
0

14 არა 101.....მაგისთვის ცოტაა ჯანმრთელობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე?

"უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ძმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე?

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული და ბოლო 3 დღეში 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია - ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა, რადგან ამას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ძმამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საკვებს, ფაქტობრივად, არ იღებს, ხოლო კლინიკაში შესვლის დღიდან მან 11 კილო დაიკლო.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩემი ვარაუდი გამართლდა, მართლაც ძალიან სუსტად არის. საუბრისას გაირკვა, რომ ბოლო 2-3 დღის მანძილზე დაემატა კიდევ 3 დიაგნოზი და აქედან არის დასკვნა, რომ საქართველოში ვერ ხერხდება, რომ უკეთესობისკენ განვითარდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ჩვენ ველოდებით უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას, რომ სიტუაციის შეფასება მოხდეს, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ.

თუ არ ვცდები 14 დიაგნოზი აქვს უკვე დასმული და ბოლო 3 დღეში 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია. სიცხეც აღენიშნება ბოლო 3 დღის მანძილზე. ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სუსტად არის, საჭმელს, ფაქტობრივად, არ იღებს და საუბრის დროს აღნიშნა, რომ კლინიკაში შემოსვლის დღიდან დაკლებული აქვს 11 კილო, რაც ძალიან ბევრია, ეს ვიზუალურად იგრძნობა“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.