სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა აშშ-ს ელჩი მალავს ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე ინფორმაციას, ეს ამყარებს რწმენას, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი საელჩოს მიერაა კოორდინირებული" - "ოცნებიდან“ წასული დეპუტატები
"როცა აშშ-ს ელჩი მალავს ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე ინფორმაციას, ეს ამყარებს რწმენას, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი საელჩოს მიერაა კოორდინირებული" - "ოცნებიდან“ წასული დეპუტატები

"რო­დე­საც ამე­რი­კის ელჩი არ ემიჯ­ნე­ბა მო­სა­მარ­თლე­ზე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ ზე­წო­ლას, არ ემიჯ­ნე­ბა ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბა­სა და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას, არ ემიჯ­ნე­ბა ომის რი­ტო­რი­კას და მა­ლავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ, ეს ამ­ყა­რებს ადა­მი­ა­ნე­ბის რწმე­ნას, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გი სა­ელ­ჩოს მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი",- ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის - "ხალ­ხის ძა­ლის“ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • რო­გორც მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ამე­რი­კის ელჩს მათ კი­თხვებ­ზე მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბით შე­ეძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი რწმე­ნის შექ­მნა, პა­სუხზე უარს კი მხო­ლოდ ერთი ახ­სნა აქვს, რომ სა­ელ­ჩო მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს მი­მარ­თოს ძა­ლის­ხმე­ვა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბის­კენ.

"გა­სუ­ლი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვით რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თეთ ამე­რი­კის ელჩს, ქალ­ბა­ტონ კელი დეგ­ნანს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი შე­კი­თხვე­ბი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი დარ­ჩა.

შე­კი­თხვე­ბის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა ჩვენც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ყა­რებს რწმე­ნას იმის შე­სა­ხებ, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გის უკან ამე­რი­კის სა­ელ­ჩო დგას.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონ­და იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ელჩი ჩვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მოგ­ვიდ­გენ­და დე­ტა­ლურ გან­მარ­ტე­ბებს თი­თო­ე­უ­ლი შე­კი­თხვის შე­სა­ხებ და ამ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბე­ბით და­ა­დას­ტუ­რებ­და ან უარ­ყოფ­და იმ გა­რე­მო­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს შე­კი­თხვებს და­ე­დო სა­ფუძ­ვლად.

თუმ­ცა, მას შე­ეძ­ლო ჩვენს შე­კი­თხვებ­ზე ისე­თი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შიშს გა­უ­ქარ­წყლებ­და და და­არ­წმუ­ნებ­და, რომ სა­ელ­ჩოს სა­მო­მავ­ლოდ მა­ინც აღარ ექ­ნე­ბო­და სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­ყო­ფის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვის მცდე­ლო­ბა.

  • რო­დე­საც ამე­რი­კის ელჩი არ ემიჯ­ნე­ბა მო­სა­მარ­თლე­ზე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ ზე­წო­ლას, არ ემიჯ­ნე­ბა ბა­კუ­რი­ა­ნის შეკ­რე­ბა­სა და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნას, არ ემიჯ­ნე­ბა ხელ­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა­სა და და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, არ ემიჯ­ნე­ბა ომის რი­ტო­რი­კას და მა­ლავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, ამ­ყა­რებს ადა­მი­ა­ნე­ბის რწმე­ნას, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გი სა­ელ­ჩოს მიერ არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი.

დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, ამე­რი­კის ელჩს ძალ­ზე მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბით შე­ეძ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი რწმე­ნის შექ­მნა. ასეთ პი­რო­ბებ­ში, პა­სუხზე უარს მხო­ლოდ ერთი ლო­გი­კუ­რი ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს - სა­ელ­ჩო მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს მი­მარ­თოს ძა­ლის­ხმე­ვა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­ვი­ვე­ბი­სა და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის რა­დი­კა­ლუ­რი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­კენ.

სა­ბო­ლო­ოდ, ჩვენ, კა­ბი­ნე­ტებ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ტა­ნი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ უხერ­ხუ­ლო­ბის შექ­მნის გა­რე­შე, შევ­ძე­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე სი­მარ­თლე მიგ­ვე­ტა­ნა და ხალ­ხის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუ ვინ რას და რო­გორ უმ­ზა­დებ­და და უმ­ზა­დებს ჩვენს ქვე­ყა­ნას“,- ნათ­ქვა­მია "ხალ­ხის ძა­ლის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოქტეილები
7

ამათ მშობლები პარლამენტში მარტო უშვებენ?

grisha
7

სოზარი და მისი ამხანაგები ნამდვილად ჩვენი დროის გმირები არიან. მათ ფაქტიურად სამშობლოსათვის თავი გაწირეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"როცა აშშ-ს ელჩი მალავს ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე ინფორმაციას, ეს ამყარებს რწმენას, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი საელჩოს მიერაა კოორდინირებული" - "ოცნებიდან“ წასული დეპუტატები

"როცა აშშ-ს ელჩი მალავს ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე ინფორმაციას, ეს ამყარებს რწმენას, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი საელჩოს მიერაა კოორდინირებული" - "ოცნებიდან“ წასული დეპუტატები

"როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული",- ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის - "ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

  • როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ამერიკის ელჩს მათ კითხვებზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში პოზიტიური რწმენის შექმნა, პასუხზე უარს კი მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, რომ საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისკენ.

"გასული კვირების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეკითხვით რამდენჯერმე მივმართეთ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ელჩი ჩვენ და საზოგადოებას წარმოგვიდგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენს შეკითხვებს დაედო საფუძვლად.

თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა.

  • როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ხელსუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

დაგვეთანხმებით, ამერიკის ელჩს ძალზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში განსხვავებული, პოზიტიური რწმენის შექმნა. ასეთ პირობებში, პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ.

საბოლოოდ, ჩვენ, კაბინეტებში გამართული საუბრების შესახებ ინფორმაციის გამოტანისა და "ქართული ოცნებისთვის“ უხერხულობის შექმნის გარეშე, შევძელით საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ ვინ რას და როგორ უმზადებდა და უმზადებს ჩვენს ქვეყანას“,- ნათქვამია "ხალხის ძალის“ განცხადებაში.