ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა ყირიმის "საკის“ აეროდრომის ფოტოები გაავრცელა, რომლებიც თანამგზავრიდანაა გადაღებული. ეს ის აეროდრომია, სადაც ორი დღის წინ აფეთქებები მოხდა.
ფოტოებზე ასახულია დამწვარი ტერიტორია და რამდენიმე განადგურებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი.
BBC-ი წერს, რომ მინიმუმ რვა თვითმფრინავი, როგორც ჩანს, დაზიანებული და განადგურებულია. ფოტოებზე გარკვევით ჩანს რამდენიმე კრატერიც.
"თავდასხმაზე უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ ეს ახალი მტკიცებულება მიუთითებს მიზანმიმართული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზე“, - წერს BBC-ი.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, აფეთქების შედეგად ცხრა რუსული სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა. ამასთან, გამოცემა Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები დგას, რომელმაც სამხედრო ავიაბაზაზე ოპერაცია ჩაატარა.
წლების წინათ, საბჭოთა პერიოდში სამსახურებრივი მივლინებით ნამყოფი ვარ საკი-ს აეროდრომზე, რომელიც მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტ საკის გვერდით, ასევე კურორტ ევპატორიის მახლობლად. მაშინ იქ იდგა ორი პოლკი. ერთი Ту-22 ბომბდამშენების და მეორე პოლკი იყო ვერტიკალურად ამფრენი/დამფრენი Як-38 ტიპის თვითმფრინავები. ასევე იყო ორ ადგილიანი საბრძოლო-სავარჯიშო ზებგერითი რეაქტიული გამანადგურებელი МиГ-21УМ, რომელსაც ამზადებდა თბილისის საავიაციო ქარხანა.
უშუალოდ ზღვის პირას განლაგებულ თვითმფრინავების ლითონის კონსტრუქციებზე ჩნდებოდა კოროზიული კერები, რომლებიც გამოწვეული იყო ჰაერში ზღვის მარილის დიდი რაოდენობით არსებობით. სამწუხაროდ მოგვიწია იქ მყოფი МиГ-21УМ-ის ჩამოწერა, ვინაიდან დაზიანებული იყო ფრთის ერთ-ერთი მზიდი ელემენტი, რომელიც დამზადებული იყო ზემტკიცე ალუმინის შენადნობისაგან.
ასე თუ გაგრძელდა რუსეთის იმპერატორი იმპერატრიცად შეიძლება ვიხილოთ მალე.