პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ გარბის დრო! დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა
"როგორ გარბის დრო! დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

დიტო რაზ­მა­ძის ის­ტო­რია მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის. წლე­ბის წინ, აგ­ვის­ტოს ომში მშობ­ლე­ბი და­კარ­გა. მა­შინ შვი­დი წლის იყო. ომის შემ­დეგ, ფონდმა "იავ­ნა­ნამ" ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, მისი მე­ურ­ვე­ო­ბა იკის­რა.

"იავ­ნა­ნა" შე­ე­ცა­და ყვე­ლა პი­რო­ბა შე­ექ­მნა მის­თვის და წლე­ბის მან­ძილ­ზე მშო­ბე­ლი­ვით ეზ­რუ­ნა. დღეს დიტო თა­ვად უძღვე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ებს, მუ­შა­ობს და ცდი­ლობს სხვა ბავ­შვებს და­ეხ­მა­როს.

გა­სულ წელს დიტო და­ქორ­წინ­და. მას ცოტა ხნის წინ ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

"რო­გორ გარ­ბის დრო! ფონდ იავ­ნა­ნას და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლო­ბილ დიტო რაზ­მა­ძის შვი­ლი მო­ი­ნათ­ლა. ქრის­ტი­ან ზვი­ადს გა­უ­მარ­ჯოს!!!!" - წერს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, დიტო რაზ­მა­ძე მშობ­ლე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ პაპა-ბე­ბი­ას­თან გო­რის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ხელ­თუ­ბან­ში იზ­რდე­ბო­და. ომის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბის მძი­მე პე­რი­ოდ­ზე პირ­ვე­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს არ­ქი­ვი­დან:

"სახ­ლში ვი­ყა­ვით, და­ბომბვა რომ და­ი­წყო. მა­მამ კორ­პუს­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი გა­ზის მი­ლით ეზო­ში ჩა­მიყ­ვა­ნა, მერე კი დე­დას ჩა­მო­საყ­ვა­ნად უკან აბ­რუნ­და... მერე ბომ­ბი ჩა­მო­ვარ­და... მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს. სამი თვე ვი­წე­ქი კლი­ნი­კა­ში.ჩემი სახ­ლის­კენ გა­ხედ­ვაც არ მინ­და. ჩემი მე­ო­რე მშობ­ლე­ბი პაპა და ბე­ბია არი­ან. დედ-მა­მა­ზე არ ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რამ ფიქ­რე­ბით სულ ჩემ­თან არი­ან. ყვე­ლა­ზე მე­ტად მიმ­ძიმს დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, მათი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე, აღ­დგო­მა...

ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ფონ­დი "იავ­ნა­ნა". ყო­ველ წელს დავ­დი­ვარ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლებ­ში. იქ მეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვის­წავ­ლო და თან ექ­სკურ­სი­ებ­ზე ვი­ა­რო. ომის შემ­დეგ თა­ვის არე­ში ანას­ხლე­ტე­ბი ჩამ­რჩა, სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი მქონ­და. ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ფონდმა და­მი­ფი­ნან­სა და ეს დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ხუთი წლის წინ ბი­ძაც დავ­კარ­გე. დენ­მა და­არ­ტყა. სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რის მო­წყო­ბას ცდი­ლობ­და და ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ახლა მე-12 კლას­ში ვარ. ძა­ლი­ან მინ­და სა­ა­ვი­ა­ციო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ. იმე­დია, გა­მო­მი­ვა."

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
6

მართლა ვერ გავიგე,თუ მოსწავლეა შვილი როგორ შეეძინა,თუ ასაკით დიდია,სავარაუდოდ ასეც უნდა იყოს,სკოლაშია?!.. გარკვევიღ წერეთ რაააა. ..ღმერთმა გაუმარჯოს,თუ ვინმე ეხმარება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"როგორ გარბის დრო! დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

"როგორ გარბის დრო! დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა

დიტო რაზმაძის ისტორია მთელმა საქართველომ იცის. წლების წინ, აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა. მაშინ შვიდი წლის იყო. ომის შემდეგ, ფონდმა "იავნანამ" ოჯახის წევრებთან ერთად, მისი მეურვეობა იკისრა.

"იავნანა" შეეცადა ყველა პირობა შეექმნა მისთვის და წლების მანძილზე მშობელივით ეზრუნა. დღეს დიტო თავად უძღვება საქველმოქმედო საღამოებს, მუშაობს და ცდილობს სხვა ბავშვებს დაეხმაროს.

გასულ წელს დიტო დაქორწინდა. მას ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინა.

"როგორ გარბის დრო! ფონდ იავნანას და მთელ საქართველოს შვილობილ დიტო რაზმაძის შვილი მოინათლა. ქრისტიან ზვიადს გაუმარჯოს!!!!" - წერს პაატა ბურჭულაძე.

ცნობისთვის, დიტო რაზმაძე მშობლების დაკარგვის შემდეგ პაპა-ბებიასთან გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში იზრდებოდა. ომის შემდეგ მისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე პირველად "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს არქივიდან:

"სახლში ვიყავით, დაბომბვა რომ დაიწყო. მამამ კორპუსზე მიმაგრებული გაზის მილით ეზოში ჩამიყვანა, მერე კი დედას ჩამოსაყვანად უკან აბრუნდა... მერე ბომბი ჩამოვარდა... მეტი არაფერი მახსოვს. სამი თვე ვიწექი კლინიკაში.ჩემი სახლისკენ გახედვაც არ მინდა. ჩემი მეორე მშობლები პაპა და ბებია არიან. დედ-მამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ფიქრებით სულ ჩემთან არიან. ყველაზე მეტად მიმძიმს დღესასწაულები, მათი დაბადების დღეები, გარდაცვალების დღე, აღდგომა...

ძალიან დამეხმარა ფონდი "იავნანა". ყოველ წელს დავდივარ საზღვარგარეთ საზაფხულო სკოლებში. იქ მეძლევა შესაძლებლობა, ვისწავლო და თან ექსკურსიებზე ვიარო. ომის შემდეგ თავის არეში ანასხლეტები ჩამრჩა, საშინელი ტკივილები მქონდა. ყველა პროცედურა და მედიკამენტები ფონდმა დამიფინანსა და ეს დღემდე გრძელდება.

ხუთი წლის წინ ბიძაც დავკარგე. დენმა დაარტყა. სავაჭრო ჯიხურის მოწყობას ცდილობდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ახლა მე-12 კლასში ვარ. ძალიან მინდა საავიაციო ფაკულტეტზე ჩაბარება საზღვარგარეთ. იმედია, გამომივა."