საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ კარდაშიანის ყოფილების დაპირისპირების ახალი რაუნდი - ქანიე უესთის მხრიდან ონლაინ ბულინგის გამო პიტ დევიდსონს თერაპია დასჭირდა
კიმ კარდაშიანის ყოფილების დაპირისპირების ახალი რაუნდი - ქანიე უესთის მხრიდან ონლაინ ბულინგის გამო პიტ დევიდსონს თერაპია დასჭირდა

ვარ­სკვლა­ვუ­რი სამ­კუ­თხე­დის, ქა­ნიე უეს­თის, კიმ კარ­და­ში­ა­ნი­სა და პიტ დე­ვიდსო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბის საგა გრძელ­დე­ბა. რე­პერ ქა­ნიე უესტთან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, რე­ა­ლი­თი შო­უ­ე­ბის ვარ­სკვლა­ვი კიმ კარ­და­ში­ა­ნი კო­მი­კოსს, 28 წლის პიტ დე­ვიდსონს ხვდე­ბო­და. პიტი ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ კიმ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას გეგ­მავ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა პიტ­სა და კიმს რო­მა­ნი ჰქონ­დათ, კარ­და­ში­ა­ნის ყო­ფი­ლი ქმა­რი ქა­ნიე უეს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მუდ­მე­ბით აქ­ვეყ­ნებ­და პოს­ტებს დე­ვიდსო­ნის შე­სა­ხებ, სა­დაც პიტი დამ­ცი­რე­ბუ­ლად იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი. მი­ზე­ზი ისაა, რომ ქა­ნიე ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში სწო­რედ კო­მი­კოსს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

  • რო­გორც გა­ირ­კვა პი­ტის­თვის ეს არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვად ასა­ტა­ნი და ყო­ვე­ლი­ვეს გამო, ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი თე­რა­პია დას­ჭირ­და. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა People წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ნიე უეს­თის მხრი­დან ბუ­ლინ­გმა კო­მი­კოსს უმ­ძი­მე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა და სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა და­უ­ტო­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წყა­როს თქმით, პიტი არ ნა­ნობს კიმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და ამ­ბობს, რომ ყო­ველ­თვის მისი მხარ­დამ­ჭე­რი იქ­ნე­ბა. ასე­ვე, რო­გორც მე­დია წერს, მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი გახ­და და არა ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა, რო­მე­ლიც დე­ვიდსონ­მა ქა­ნიე უეს­თის­გან მი­ი­ღო.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­დე­საც კიმი თა­ვის ბო­იფ­რენ­დს და­შორ­და, ქა­ნი­ემ ეს ამ­ბა­ვიც არ და­ტო­ვა უყუ­რა­დღე­ბოდ და "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი ასე­თი წარ­წე­რით "სკიტ დე­ვიდსო­ნი 28 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რე­პერ­მა პოს­ტი წა­შა­ლა.

ცნო­ბის­თვის, რე­პე­რი ქა­ნიე უეს­თი კიმ კარ­და­ში­ან­თან და­შო­რე­ბას ვერ ეგუ­ე­ბა და მას გა­მუდ­მე­ბით აქვს მცდე­ლო­ბა, რომ ყო­ფილ ცოლს შე­უ­რიგ­დეს. უგ­ზავ­ნის ათა­სო­ბით ვარდს, სხვა­დას­ხვა სა­ჩუ­ქარს და ასე­ვე, ამ­ბობს, რომ ღმერ­თს მათი ერ­თად ყოფ­ნა სურთ. "ღმერ­თის ძა­ლით, ჩვენ კვლავ ერ­თად ვიქ­ნე­ბით", - წერ­და რე­პე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გია პაპა
1

აუცილებლად გაგვაგებინეთ, როგორ დამთავრდება ეს ამბავი, ძალიან გვაინტერესებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

კიმ კარდაშიანის ყოფილების დაპირისპირების ახალი რაუნდი - ქანიე უესთის მხრიდან ონლაინ ბულინგის გამო პიტ დევიდსონს თერაპია დასჭირდა

კიმ კარდაშიანის ყოფილების დაპირისპირების ახალი რაუნდი - ქანიე უესთის მხრიდან ონლაინ ბულინგის გამო პიტ დევიდსონს თერაპია დასჭირდა

ვარსკვლავური სამკუთხედის, ქანიე უესთის, კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის დაპირისპირების საგა გრძელდება. რეპერ ქანიე უესტთან დაშორების შემდეგ, რეალითი შოუების ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი კომიკოსს, 28 წლის პიტ დევიდსონს ხვდებოდა. პიტი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, რომ კიმზე დაქორწინებას გეგმავდა, თუმცა რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

იმ პერიოდის განმავლობაში, როცა პიტსა და კიმს რომანი ჰქონდათ, კარდაშიანის ყოფილი ქმარი ქანიე უესტი სოციალურ ქსელში გამუდმებით აქვეყნებდა პოსტებს დევიდსონის შესახებ, სადაც პიტი დამცირებულად იყო წარმოჩენილი. მიზეზი ისაა, რომ ქანიე ოჯახის დანგრევაში სწორედ კომიკოსს ადანაშაულებდა.

  • როგორც გაირკვა პიტისთვის ეს არ ყოფილა მარტივად ასატანი და ყოველივეს გამო, ფსიქოლოგის დახმარება და სპეციალური თერაპია დასჭირდა. ამის შესახებ გამოცემა People წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ინფორმაციით, ქანიე უესთის მხრიდან ბულინგმა კომიკოსს უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა და სერიოზული ტრავმა დაუტოვა. მიუხედავად ამისა, წყაროს თქმით, პიტი არ ნანობს კიმთან ურთიერთობას და ამბობს, რომ ყოველთვის მისი მხარდამჭერი იქნება. ასევე, როგორც მედია წერს, მათი დაშორების მიზეზი გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გახდა და არა ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც დევიდსონმა ქანიე უესთისგან მიიღო.

  • აღსანიშნავია, რომ როდესაც კიმი თავის ბოიფრენდს დაშორდა, ქანიემ ეს ამბავიც არ დატოვა უყურადღებოდ და "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა პოსტი ასეთი წარწერით "სკიტ დევიდსონი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა“. მოგვიანებით რეპერმა პოსტი წაშალა.

ცნობისთვის, რეპერი ქანიე უესთი კიმ კარდაშიანთან დაშორებას ვერ ეგუება და მას გამუდმებით აქვს მცდელობა, რომ ყოფილ ცოლს შეურიგდეს. უგზავნის ათასობით ვარდს, სხვადასხვა საჩუქარს და ასევე, ამბობს, რომ ღმერთს მათი ერთად ყოფნა სურთ. "ღმერთის ძალით, ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით", - წერდა რეპერი სოციალურ ქსელში.