საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა... ინფორმაცია, რომ ის პუტინის ცოლი იყო, თავდაპირველად კრემლმა გაავრცელა" - რას ჰყვება პუტინის რეჟიმს გაქცეული რუსი ბიზნესმენი?
"ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა... ინფორმაცია, რომ ის პუტინის ცოლი იყო, თავდაპირველად კრემლმა გაავრცელა" - რას ჰყვება პუტინის რეჟიმს გაქცეული რუსი ბიზნესმენი?

წლე­ბია, რაც უცხო­ურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ცოლ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაყ­რის შემ­დეგ. ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა­ზე სა­ი­დუმ­ლოდ და­ქორ­წინ­და. უფრო მე­ტიც, ამ­ბო­ბენ, რომ მას­თან რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ოთხი შვი­ლი ჰყავს. ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ბა­ე­ვა კიდ­ვე ერთ შვილს, გო­გო­ნას ელო­დე­ბა, რომ­ლის მა­მაც თით­ქოს ასე­ვე პუ­ტი­ნია... ბოლო დროს მე­დი­ა­ში წერ­დნენ იმა­საც, რომ პუ­ტინ­მა თა­ვის ცნო­ბილ იახ­ტას "შე­ჰე­რე­ზა­და“ სწო­რედ კა­ბა­ე­ვას პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა, რად­გან ქალს ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ სპორ­ტულ წრე­ებ­ში...

თუმ­ცა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ილია პო­ნო­მა­რევ­მა, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის რე­ჟიმს აშშ-ში გა­ექ­ცა, დი­მიტ­რი გორ­დონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და ყო­ფილ ტან­მო­ვარ­ჯი­შეს, ამ­ჟა­მად პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ. პო­ნო­მა­რე­ვი ამას მხო­ლოდ თა­ვი­სი წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ტკი­ცებს...

"მე ვფიქ­რობ, რომ კა­ბა­ე­ვა ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­აა. მაქვს ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ის პუ­ტი­ნის ცოლი არ არის. ვფიქ­რობ, რომ მისი შვი­ლე­ბიც არ არი­ან პუ­ტი­ნის შვი­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბიზ­ნეს­მენ­მა.

მისი თქმი, აქვს ინ­ფორ­მა­ცია ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­ა­ლუ­რად კა­ბა­ე­ვას შვი­ლე­ბის მა­მამ, მაგ­რამ ინ­ტერ­ვი­უ­ში გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, რად­გან საქ­მე სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. თუმ­ცა, მისი თქმით, კა­ბა­ე­ვა კვლავ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­შია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან.

"ის ას­რუ­ლებს გარ­კვე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ვა­ლე­ბას. რა თქმა უნდა, ის და პუ­ტი­ნი არი­ან "კარ­გი მე­გობ­რე­ბი", მაგ­რამ მას მხო­ლოდ გა­რე­კა­ნის როლი აქვს და კრემ­ლის დიქ­ტა­რო­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ფა­რია. თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ბა­ე­ვა პუ­ტი­ნის ცოლი იყო, კრემ­ლმა გა­ავ­რცე­ლა. მე ეს ნამ­დვი­ლად ვიცი, რად­გან ვიც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამას აკე­თებ­დნენ“, - თქვა პო­ნო­მა­რევ­მა.

ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, პუ­ტინ­სა და კა­ბა­ე­ვას შო­რის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას "დი­დად და­ეხ­მა­რა“ რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ალექ­სან­დრე ლე­ბე­დე­ვი, გა­ზეთ "მოს­კო­ვის კო­რეს­პონ­დენ­ტის“ გა­მომ­ცე­მე­ლი. 2008 წლის აპ­რილ­ში, გა­ზეთ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პუ­ტი­ნი და კა­ბა­ე­ვა ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. პუ­ტინ­მა ამ პუბ­ლი­კა­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ მას­ში "არ­ცერ­თი სი­ტყვა არ იყო სი­მარ­თლე“ და რომ "ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მათ მი­მართ, ვინც თა­ვი­სი გრძე­ლი ცხვი­რით და ერო­ტი­კუ­ლი ფან­ტა­ზი­ე­ბით და­ცო­ცავს სხვი­სი ცხოვ­რე­ბა­ში." იმა­ვე თვე­ში ლე­ბე­დევ­მა გა­ზე­თი და­ხუ­რა.

ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბო­რის ელ­ცი­ნის ყო­ფი­ლი პრესმდი­ვა­ნი, სერ­გეი იას­ტრჟემბსკი.

"ამის შემ­დეგ, ლე­ბე­დევს წას­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცეს. ის ცხოვ­რობს იტა­ლი­ა­ში, ტკბე­ბა ცხოვ­რე­ბით. მაგ­რამ კა­ბა­ე­ვას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მისი დიდი პრო­ექ­ტი იყო, რაც მან წას­ვლის წინ გა­ა­კე­თა", - თქვა პო­ნო­მა­რე­ევ­მა.

ჭო­რე­ბი, რომ პუ­ტინს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და პირ­ვე­ლი არ­ხის "ვრე­მი­ას“ წამ­ყვან ეკა­ტე­რი­ნა ან­დრე­ე­ვას­თან და სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ ანა ნეტ­რე­ბკოს­თან, პო­ნო­მა­რევ­მა არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო.

"ეს არ ვიცი, მეც ბევ­რჯერ მო­მის­მე­ნია, მაგ­რამ ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ. მხო­ლოდ იმა­ზე ვსა­უბ­რობ, რაც მეტ-ნაკ­ლე­ბად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ვიცი", - ამ­ბობს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი.

პო­ნო­მა­რევ­მა ასე­ვე თქვა, რომ პუ­ტი­ნი ბი­სექ­სუ­ა­ლია (ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სექ­სუ­ა­ლუ­რად იზი­დავს რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი). თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­შუ პო­ნო­მა­რევს არ წარ­მო­უდ­გე­ნია რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

მე­დი­ის ცნო­ბით, 38 წლის კა­ბა­ე­ვა და 69 წლის პუ­ტი­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში 2008 წლი­დან არი­ან, პრე­სის მტკი­ცე­ბით, მათ უკვე ოთხი შვი­ლი ჰყავთ. მსოფ­ლიო მე­დია წერ­და იმა­საც, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან პუ­ტი­ნის სა­ი­დუმ­ლო ცოლ-შვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში "კერ­ძო და ძა­ლი­ან უსაფრ­თხო შა­ტო­ში“ ცხოვ­რობ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
3

აუ,ახლა ანერვიულდებიან ჩიკოტილო პუტინის ფანები...როგორ ულახავენ ავტორიტეტს,ამ ბოტოქსის ტიკინა "მაჩოს"! ხოო,მაჩოები სულ ბოტოქსებს იშხაპუნებენ მოჩვარულ ლოყებში....

არჩილ კ. ხოფერია
7

2 თვის წინ უკურნებელი სენით იყო დაავადებული და ბუნკერში იმალებოდა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა... ინფორმაცია, რომ ის პუტინის ცოლი იყო, თავდაპირველად კრემლმა გაავრცელა" - რას ჰყვება პუტინის რეჟიმს გაქცეული რუსი ბიზნესმენი?

"ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა... ინფორმაცია, რომ ის პუტინის ცოლი იყო, თავდაპირველად კრემლმა გაავრცელა" - რას ჰყვება პუტინის რეჟიმს გაქცეული რუსი ბიზნესმენი?

წლებია, რაც უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცოლთან ოფიციალურად გაყრის შემდეგ. ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევაზე საიდუმლოდ დაქორწინდა. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მასთან რუსეთის პრეზიდენტს ოთხი შვილი ჰყავს. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაბაევა კიდვე ერთ შვილს, გოგონას ელოდება, რომლის მამაც თითქოს ასევე პუტინია... ბოლო დროს მედიაში წერდნენ იმასაც, რომ პუტინმა თავის ცნობილ იახტას "შეჰერეზადა“ სწორედ კაბაევას პატივსაცემად დაარქვა, რადგან ქალს ასე მოიხსენიებენ სპორტულ წრეებში...

თუმცა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბიზნესმენმა ილია პონომარევმა, რომელიც პუტინის რეჟიმს აშშ-ში გაექცა, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ყოფილ ტანმოვარჯიშეს, ამჟამად პირადი ურთიერთობა არ აქვთ. პონომარევი ამას მხოლოდ თავისი წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს...

"მე ვფიქრობ, რომ კაბაევა ფარული ოპერაციაა. მაქვს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ ის პუტინის ცოლი არ არის. ვფიქრობ, რომ მისი შვილებიც არ არიან პუტინის შვილები", - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისი თქმი, აქვს ინფორმაცია ვინ შეიძლება იყოს რეალურად კაბაევას შვილების მამამ, მაგრამ ინტერვიუში გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან საქმე სხვის პირად ცხოვრებას შეეხებოდა. თუმცა, მისი თქმით, კაბაევა კვლავ მჭიდრო ურთიერთობაშია რუსეთის პრეზიდენტთან.

"ის ასრულებს გარკვეულ მნიშვნელოვან დავალებას. რა თქმა უნდა, ის და პუტინი არიან "კარგი მეგობრები", მაგრამ მას მხოლოდ გარეკანის როლი აქვს და კრემლის დიქტარორის პირადი ცხოვრების საფარია. თავდაპირველად ინფორმაცია, რომ კაბაევა პუტინის ცოლი იყო, კრემლმა გაავრცელა. მე ეს ნამდვილად ვიცი, რადგან ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებდნენ“, - თქვა პონომარევმა.

ბიზნესმენის თქმით, პუტინსა და კაბაევას შორის რომანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას "დიდად დაეხმარა“ რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ლებედევი, გაზეთ "მოსკოვის კორესპონდენტის“ გამომცემელი. 2008 წლის აპრილში, გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი და კაბაევა ქორწილისთვის ემზადებოდნენ. პუტინმა ამ პუბლიკაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ მასში "არცერთი სიტყვა არ იყო სიმართლე“ და რომ "ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ვინც თავისი გრძელი ცხვირით და ეროტიკული ფანტაზიებით დაცოცავს სხვისი ცხოვრებაში." იმავე თვეში ლებედევმა გაზეთი დახურა.

ბიზნესმენის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის ყოფილი პრესმდივანი, სერგეი იასტრჟემბსკი.

"ამის შემდეგ, ლებედევს წასვლის უფლება მისცეს. ის ცხოვრობს იტალიაში, ტკბება ცხოვრებით. მაგრამ კაბაევას შესახებ ინფორმაციის გავრცელება მისი დიდი პროექტი იყო, რაც მან წასვლის წინ გააკეთა", - თქვა პონომარეევმა.

ჭორები, რომ პუტინს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა პირველი არხის "ვრემიას“ წამყვან ეკატერინა ანდრეევასთან და საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოსთან, პონომარევმა არც დაადასტურა და არც უარყო.

"ეს არ ვიცი, მეც ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ ვერ დავადასტურებ. მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც მეტ-ნაკლებად დადასტურებულად ვიცი", - ამბობს ყოფილი დეპუტატი.

პონომარევმა ასევე თქვა, რომ პუტინი ბისექსუალია (ადამიანი, რომელსაც სექსუალურად იზიდავს როგორც მამაკაცები, ასევე ქალები). თუმცა, ამ შემთხვევაშუ პონომარევს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება.

მედიის ცნობით, 38 წლის კაბაევა და 69 წლის პუტინი ურთიერთობაში 2008 წლიდან არიან, პრესის მტკიცებით, მათ უკვე ოთხი შვილი ჰყავთ. მსოფლიო მედია წერდა იმასაც, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პუტინის საიდუმლო ცოლ-შვილი შვეიცარიაში "კერძო და ძალიან უსაფრთხო შატოში“ ცხოვრობდნენ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"