მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტივენ სიგალი ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა და ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს - "მას სურს, ომის შესახებ საზოგადოების აღქმა შეცვალოს"
სტივენ სიგალი ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა და ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს - "მას სურს, ომის შესახებ საზოგადოების აღქმა შეცვალოს"

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი სტი­ვენ სი­გა­ლი, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რია, ოკუ­პი­რე­ბულ დონ­ბას­ში ჩა­ვი­და. რო­გორც "მე­დუ­ზა“ წერს. სი­გა­ლი დონ­ბას­ში ომის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბას გეგ­მავს.

"სტი­ვენ­მა თქვა, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის 98%, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქტზე მე­დი­ა­ში სა­უბ­რო­ბენ, დონ­ბას­ში არას­დროს ჩა­სუ­ლან. ამი­ტომ მსოფ­ლი­ომ არ იცის სი­მარ­თლე და მას სურს შეც­ვა­ლოს ომის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მსოფ­ლი­ოს აღ­ქმა“, - წერს "ტე­ლეგ­რამ­ზე" ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის ე.წ. სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის "ხელ­მძღვა­ნე­ლი" დე­ნის პუ­ში­ლი­ნი.

დონ­ბას­ში მყო­ფი სი­გა­ლის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუს­მა პრო­პა­გან­დის­ტმა ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რო­გორ აკ­ვირ­დე­ბა მსა­ხი­ო­ბი ოლე­ნივ­კა­ში ნან­გრე­ვევს.

"ჩანს ამე­რი­კუ­ლი რა­კე­ტე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი, რაც ადას­ტუ­რებს კი­ე­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­კუ­თა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის ხოც­ვა­ში“, - წერს სო­ლო­ვი­ო­ვი.

  • ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ოლე­ნივ­კას ცი­ხე­ზე თავ­დას­ხმა რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა მო­ა­წყვეს რათა და­ე­ფა­რათ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფაქ­ტე­ბი. მოს­კო­ვი კი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა სტი­ვენ სი­გალს, მას არა­ერ­თხელ გა­მო­უ­ხა­ტავს პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კის მი­მართ სა­ჯა­როდ მხარ­და­ჭე­რა. უფრო მე­ტიც, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა 10 აპ­რილს, მაშ8ინ როცა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნულ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებს ბომ­ბავ­და, თა­ვი­სი 70-ე და­ბა­დე­ბის დღე მოს­კოვ­ში აღ­ნიშ­ნა.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი, ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ო­ვი და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი.

სო­ლო­ვი­ო­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი იყო და ასე­ვე თარ­ჯიმ­ნის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და. "ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ აქ ხართ - ჩემი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა, ამ რთულ დროს ჩვენ ერ­თად ვართ“, - მი­მარ­თა სტი­ვენ სი­გალ­მა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­გა­ლო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია ლაზიშვილი
3

ძალიან მიყვარდა ეს მსახიობი, თუმცა ტყუილის პროპაგანდა ფილმის რეჟისორი ყოფილა.

სიგალი დრო გიპასუხებს ძალიან მალე მერე ეგ კინო გაირჭე ფეხის თითებში რადგან მსოფლიოს თვალში დაკარგე სიყვარული. 

 

Nn
4

ეხლა მცხვენია ამის ფილმებს რომ ვუყურებდი სუფთა 900 ია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სტივენ სიგალი ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა და ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს - "მას სურს, ომის შესახებ საზოგადოების აღქმა შეცვალოს"

სტივენ სიგალი ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა და ომზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს - "მას სურს, ომის შესახებ საზოგადოების აღქმა შეცვალოს"

ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი, რომელიც პუტინის გულშემატკივარი და მხარდამჭერია, ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა. როგორც "მედუზა“ წერს. სიგალი დონბასში ომის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს.

"სტივენმა თქვა, რომ იმ ადამიანების 98%, რომლებიც კონფლიქტზე მედიაში საუბრობენ, დონბასში არასდროს ჩასულან. ამიტომ მსოფლიომ არ იცის სიმართლე და მას სურს შეცვალოს ომის შესახებ საზოგადოების, მსოფლიოს აღქმა“, - წერს "ტელეგრამზე" ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის "ხელმძღვანელი" დენის პუშილინი.

დონბასში მყოფი სიგალის ფოტოები სოციალურ ქსელში რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, როგორ აკვირდება მსახიობი ოლენივკაში ნანგრევევს.

"ჩანს ამერიკული რაკეტების ფრაგმენტები, რაც ადასტურებს კიევის მონაწილეობას საკუთარი ჯარისკაცების ხოცვაში“, - წერს სოლოვიოვი.

  • ცნობისთვის, უკრაინული მხარის განცხადებით, ოლენივკას ციხეზე თავდასხმა რუსმა ოკუპანტებმა მოაწყვეს რათა დაეფარათ უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამების ამსახველი ფაქტები. მოსკოვი კი ბრალდებას უარყოფს.

რაც შეეხება სტივენ სიგალს, მას არაერთხელ გამოუხატავს პუტინის პოლიტიკის მიმართ საჯაროდ მხარდაჭერა. უფრო მეტიც, ჰოლივუდის ვარსკვლავმა 10 აპრილს, მაშ8ინ როცა რუსეთი უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ბომბავდა, თავისი 70-ე დაბადების დღე მოსკოვში აღნიშნა.

დაბადების დღეზე სტუმრებს შორის იყვნენ კრემლის პროპაგანდისტები, ვლადიმირ სოლოვიოვი და მარგარიტა სიმონიანი.

სოლოვიოვი ღონისძიების წამყვანი იყო და ასევე თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა. "ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ხართ - ჩემი ოჯახი და მეგობრები. მიყვარხართ ყველა, ამ რთულ დროს ჩვენ ერთად ვართ“, - მიმართა სტივენ სიგალმა შეკრებილ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ სიგალო რუსეთის მოქალაქეა.