აკრილამიდი არის ნივთიერება, რომელიც მცენარეულ პროდუქტებში არსებულ შაქარსა და ასპარაგინს (ამინომჟავა) შორის ბუნებრივი ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება.
ნივთიერება ფორმირდება საკვების მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას, მაგალითად, შეწვის, მოხალვისა და ცხობის დროს. როგორც FDA (აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) განმარტავს, ბოლომდე ცხადი არ არის, რა რისკის წინაშე აყენებს ადამიანს აკრილამიდი, თუმცა მომხმარებლებსა თუ ინდუსტრიას მისი შემცირების გზებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს. მაგალითისთვის, ასეთი რეკომენდაცია 2016 წელს გაიცა და საკვების მწარმოებლებმა დააკმაყოფილეს იგი, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და კვლევა ახლაც მიმდინარეობს.
ჯანმრთელობის რა პრობლემებთან არის დაკავშირებული აკრილამიდის დიდი დოზის მიღება?
აკრილამიდის გადაჭარბებით მიღება პოტენციურად დაკავშირებულია ნერვული სისტემის დაზიანებასთან და არსებობს მოსაზრება, რომ კიბოს რისკსაც ზრდის. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველებში აკრილამიდის დიდი დოზით მიღებამ სიმსივნური დაავადებები გამოიწვია, თუმცა კვლევისას საცდელად გამოყენებული აკრილამიდის კონცენტრაცია იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე შესაძლოა ადამიანმა ის საკვები პროდუქტების საშუალებით მიიღოს.
ამასთან, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ აკრილამიდი კანცეროგენების ჯგუფ 2A-ს მიაკუთვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთიერება დაკავშირებულია ადამიანში სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკებთან.
აშშ-ში არსებობს რეგულაციაც, რომელიც სამუშაო ადგილზე ნივთიერების გამოყოფა-გავრცელების შემცირებას გულისხმობს. დამსაქმებელი ვალდებულია პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღნიშნული მითითება დააკმაყოფილოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკრილამიდის მავნებლობა დამოკიდებულია ორგანიზმში ყოველდღიურად მიღებულ მის რაოდენობაზე. მცირე რაოდენობით მიღებისას ორგანიზმი მას გამოდევნის, ხოლო, თუკი მას პერმანენტულად და დიდი რაოდენობით ვიღებთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნას.
ნივთიერება აკრილამიდი ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმნება გლიციდამიდად, რომელიც იწვევს მუტაციებსა და დნმ-ის დაზიანებას. ამასთან, ნივთიერების დიდი დოზით მიღებას შეუძლია გამოიწვიოს:
აკრილამიდის ორგანიზმში მოხვედრის სრულად თავიდან აცილება რთულია, თუმცა მისი მინიმუმამდე დაყვანა თითოეულ ჩვენგანს მარტივად შეგვიძლია. ამისთვის კი უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
ამ რეკომენდაციების შესრულება მინიმუმამდე დაიყვანს ორგანიზმში ყოველდღიურად მოხვედრილი აკრილამიდის რაოდენობას და შეამცირებს სხვადასხვა დაავადების წარმოქმნის რისკს.