სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში ახალი Langya ჰენიპავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ადამიანზე, სავარაუდოდ, ცხოველიდან გადავიდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა ის
ჩინეთში ახალი Langya ჰენიპავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ადამიანზე, სავარაუდოდ, ცხოველიდან გადავიდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა ის

მეც­ნი­ე­რე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ ახალ ვირუს­ზე, რომ­ლის ათო­ბით შემ­თხვე­ვაც ჩი­ნეთ­ში 2018 წელს აღ­წე­რეს, ხოლო მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მხო­ლოდ ახლა მო­ხერ­ხდა. მკვლევ­რე­ბი მას­ზე თვალ-ყუ­რის დევ­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

სა­უ­ბა­რია ახალ Langya ჰე­ნი­პა­ვირუს­ზე (LayV), რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, შან­დონგსა და ჰე­ნან­ში 2018 წლის ბო­ლოს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ ვირუ­სის სა­ხე­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მეც­ნი­ე­რებ­მა გა­სულ კვი­რას და­ად­გი­ნეს.

მკვლე­ვარ­თა თქმით, ვირუ­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­ვი­და და ახლა მეც­ნი­ე­რე­ბი მის გავ­რცე­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბი­ან. ვირუ­სი 35 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კვლე­ვის შე­დე­გად შე­ის­წავ­ლეს.

ვირუ­სი პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ერთ-ერთ ფერ­მა­ში 2018 წელს გა­მოვ­ლინ­და

  • ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რეს ასე­ვე გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ LayV ვირუ­სი ძი­რი­თა­დად ბი­გა­სებრ ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ში გვხვდე­ბა. შე­ის­წავ­ლეს ასე­თი 262 ცხო­ვე­ლი და მათ მე­ო­თხედს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა. ასე­ვე LayV გა­მოვ­ლინ­და შე­მოწ­მე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი თხის 2%-ში და ძაღ­ლე­ბის 5%-ში.

ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და პირ­ვე­ლა­დი კვლე­ვის შე­დე­გი New England Journal of Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც წე­რია, რომ ადა­მი­ან­ში ვირუ­სი გა­მო­ი­ხა­ტა ისე­თი სიმპტო­მე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა ცხე­ლე­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა, ხვე­ლა, მა­დის და­კარ­გვა და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი. მეც­ნი­ერ­თა თქმით, ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს ჰქონ­და ცხე­ლე­ბა.

მეც­ნი­ე­რებ­მა ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რეს ასე­ვე გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ LayV ვირუ­სი ძი­რი­თა­დად ბი­გა­სებრ ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ში გვხვდე­ბა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ჭი­რო არ არის პა­ნი­კა. მკვლე­ვარ­თა თქმით, ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, ვრცელ­დე­ბა თუ არა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე. 35 შემ­თხვე­ვი­დან უმე­ტე­სო­ბა ფერ­მე­რე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაა იმის და­სად­გე­ნად გა­და­დის, თუ არა ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე.

  • მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ LayV-ის გე­ნო­მი ზო­ო­ნო­ტი­კუ­რი RNA ვირუ­სე­ბის კა­ტე­გო­რი­ი­საა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ჰენ­დრა და ნიპა ვირუ­სებს. ჰენ­დრა ვირუ­სი თავ­და­პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა ავ­სტრა­ლი­ა­ში და ის ცხე­ნებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ში ვლინ­დე­ბა, ხოლო ნიპა ვირუ­სი აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ორი­ვე მათ­გა­ნი ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი დიდი ხა­ნია აფრ­თხი­ლე­ბენ სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, ბუ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა, გაზ­რდის ვირუ­სე­ბის გა­და­ცე­მის რისკს ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე და ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბასა
0

ოჰ, ახალი ამბავი. მაგათთან ყოველთვისაა ვირუსები, იმიტომ რომ პანდას გარდა ყველაფერს ჭამენ, თანაც უმად.

ჰოო
1

კაით რაა, ჯერ ომი დამთავრებულიყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჩინეთში ახალი Langya ჰენიპავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ადამიანზე, სავარაუდოდ, ცხოველიდან გადავიდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა ის

ჩინეთში ახალი Langya ჰენიპავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ადამიანზე, სავარაუდოდ, ცხოველიდან გადავიდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რამდენად სახიფათოა ის

მეცნიერები ლაპარაკობენ ახალ ვირუსზე, რომლის ათობით შემთხვევაც ჩინეთში 2018 წელს აღწერეს, ხოლო მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ახლა მოხერხდა. მკვლევრები მასზე თვალ-ყურის დევნებას აუცილებლად მიიჩნევენ.

საუბარია ახალ Langya ჰენიპავირუსზე (LayV), რომელიც პირველად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში, შანდონგსა და ჰენანში 2018 წლის ბოლოს აღმოაჩინეს, მაგრამ ვირუსის სახეობა ოფიციალურად მეცნიერებმა გასულ კვირას დაადგინეს.

მკვლევართა თქმით, ვირუსი, სავარაუდოდ, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა და ახლა მეცნიერები მის გავრცელებას აკვირდებიან. ვირუსი 35 ინფიცირებული ადამიანის კვლევის შედეგად შეისწავლეს.

ვირუსი პირველად ჩინეთის ერთ-ერთ ფერმაში 2018 წელს გამოვლინდა

  • ტესტი ჩაუტარეს ასევე გარეულ ცხოველებს და აღმოაჩინეს, რომ LayV ვირუსი ძირითადად ბიგასებრ ძუძუმწოვრებში გვხვდება. შეისწავლეს ასეთი 262 ცხოველი და მათ მეოთხედს აღნიშნული ვირუსი აღმოაჩნდა. ასევე LayV გამოვლინდა შემოწმებული შინაური თხის 2%-ში და ძაღლების 5%-ში.

ვირუსის შესახებ ინფორმაცია და პირველადი კვლევის შედეგი New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ ადამიანში ვირუსი გამოიხატა ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა ცხელება, დაღლილობა, ხველა, მადის დაკარგვა და კუნთების ტკივილი. მეცნიერთა თქმით, ყველა ინფიცირებულ ადამიანს ჰქონდა ცხელება.

მეცნიერებმა ტესტი ჩაუტარეს ასევე გარეულ ცხოველებს და აღმოაჩინეს, რომ LayV ვირუსი ძირითადად ბიგასებრ ძუძუმწოვრებში გვხვდება

აღსანიშნავია, რომ ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მეცნიერები ამბობენ, რომ საჭირო არ არის პანიკა. მკვლევართა თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, ვრცელდება თუ არა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე. 35 შემთხვევიდან უმეტესობა ფერმერები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა იმის დასადგენად გადადის, თუ არა ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე.

  • მეცნიერებმა დაადგინეს, რომ LayV-ის გენომი ზოონოტიკური RNA ვირუსების კატეგორიისაა, რომელიც მოიცავს ჰენდრა და ნიპა ვირუსებს. ჰენდრა ვირუსი თავდაპირველად გაჩნდა ავსტრალიაში და ის ცხენებსა და ადამიანებში ვლინდება, ხოლო ნიპა ვირუსი აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ორივე მათგანი ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებული იყო სიკვდილიანობასთან.

აღსანიშნავია, რომ ინფექციური დაავადებების ექსპერტები დიდი ხანია აფრთხილებენ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ კლიმატის ცვლილება, ბუნების განადგურება და კრიზისი, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, გაზრდის ვირუსების გადაცემის რისკს ცხოველებიდან ადამიანებზე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.