სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამუკა გულში დარდს ატარებდა, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით..." - რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარზე?
"მამუკა გულში დარდს ატარებდა, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით..." - რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარზე?

ნა­ტახ­ტარ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. 55 წლის ხე­ლო­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე დღე იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს... მისი მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი ჟურ­ნალ “გზას­თან” სა­უ­ბარ­ში ერ­თად გან­ვლილ წლებს, მათ მე­გობ­რო­ბას იხ­სე­ნებს.

- მალე 71 წელი მის­რულ­დე­ბა. ბევ­რი სიკ­ვდი­ლი ვნა­ხე, ულ­მო­ბელ­მა დრომ არა­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი წა­მარ­თვა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი ერ­თდრო­უ­ლად გან­მი­ახ­ლდა. ახალ­გაზ­რდა მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე. შეძ­რუ­ლი ვარ. ამ შეშ­ლილ და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნის სა­ხით მოვ­ლე­ნი­ლი ერთი დიდი სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი ჩაქ­რა... უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, ამ­ქვეყ­ნად მე­ო­რედ ვე­ღარ მო­ვალთ და ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. თა­ვა­დაც დავ­დი­ვარ მან­ქა­ნით ქა­ლაქ­ში და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი სა­გი­ჟე­თი, ქა­ო­სი, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არ­სად მი­ნა­ხავს... არა­ვინ არა­ვის უთ­მობს, ყვე­ლას სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბა, ვი­ღას ახ­სოვს კა­ნო­ნი, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა? მთა­ვა­რია, თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნოს და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას სჯე­რა, რომ ცუდი ამ­ბა­ვი მას არ და­ე­მარ­თე­ბა.

გული მიკ­ვდე­ბა. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რიც მა­მუ­კა იყო, ასეთ შეც­დო­მებს ეწი­რე­ბი­ან. ეს ხომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და სამ­წუ­ხა­როდ, არც ბოლო იქ­ნე­ბა... ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თავ­გან­წი­რუ­ლი თა­ნად­გო­მა შე­ეძ­ლო. ახლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ხალ­ხს ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია - ეს ასე ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში. სი­ცო­ცხლე­ში ვერ ვა­ფა­სებთ ადა­მი­ა­ნებს. ნი­ჭი­ე­რია და მორ­ჩა, ასე­თე­ბის მეტი რა გვყავ­სო? მაგ­რამ რომ გარ­და­იც­ვლე­ბა, მერე ხდე­ბა მისი აღ­ზე­ვე­ბა, ნა­თე­ლი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნა. ეს ალ­ბათ, სხვა ერ­საც ახა­სი­ა­თებს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თვე­ლებს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ აქ სხვაგ­ვა­რი მე­გობ­რო­ბა, ახ­ლობ­ლო­ბა ვი­ცით და ადა­მი­ანს რომ დავ­კარ­გავთ, მის ფასს მერე ვი­გებთ. ალ­ბათ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასეა. მა­მუ­კას ახ­ლობ­ლე­ბის­თვის კი არა, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­ეძ­ლო გვერ­დში დგო­მა.

ჩვენ არ გვიკ­ვირ­და მისი საქ­ცი­ე­ლი, რად­გან ვი­ცო­დით, რო­გო­რი იყო. იმას, იმ უც­ნობს გაჰ­კვირ­ვე­ბია, მერე და­მე­გობ­რე­ბუ­ლან... მა­მუ­კამ­დე მა­მა­მის­თან ვმე­გობ­რობ­დი. მის­ნა­ი­რი კა­ცის შვი­ლი სხვა­ნა­ი­რი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. გენო უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ისე­თი­ვე უან­გა­რო და კე­თი­ლი. მა­მუ­კა­ზე 16 წლით უფ­რო­სი ვარ, მაგ­რამ ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არას­დროს ყო­ფი­ლა. მახ­სოვს, ჯა­რი­დან რომ ჩა­მო­ვი­და, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი იყო, შემ­დეგ მო­ი­მა­ტა. ყო­ველ­თვის და თა­ნაც, მხო­ლოდ სცე­ნა­ზე კი არა, მის მიღ­მაც ვმე­გობ­რობ­დით, რა­ღაც საქ­მე­ებ­ზე უცხო­ეთ­შიც წავ­სულ­ვართ მარ­ტო, არც იქ იც­ვლე­ბო­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოლ­ხე­ნა...

- დიახ, ქორ­წი­ლებ­ში სულ თა­მა­დად ირ­ჩევ­დნენ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და. თა­ვი­სი ბუ­ბუ­ნა ხმით, გარ­შე­მო სიყ­ვა­რულ­სა და სი­კე­თეს აფ­რქვევ­და, იუ­მო­რით აღ­სავ­სე იყო. ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა შე­ეძ­ლო. ადა­მი­ა­ნებს რა­ღა­ცის მი­ხედ­ვით არას­დროს გა­მო­არ­ჩევ­და. ისეთ და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვართ, ტყვია რომ უნდა გა­ვარ­დნი­ლი­ყო და ერ­თმა­ნე­თი და­ე­ხო­ცათ, მა­მუ­კა უცებ ჩა­ე­რე­ო­და საქ­მე­ში და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­გობ­რე­ბად შორ­დე­ბოდ­ნენ. ამის ნიჭი ჰქონ­და...

სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბას მა­მა­მის­მა აზი­ა­რა. ისიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და და ცეკ­ვავ­და. მა­მუ­კაც ბო­ლომ­დე ემ­სა­ხუ­რა ამ საქ­მეს. ბუთ­ქუ­ნა იყო და სი­ა­რუ­ლი, ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რო­ბა უჭირ­და, მაგ­რამ საქ­მე ხატ­ვით გა­აგ­რძე­ლა. მარ­თლაც, ყო­ველ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო... გულ­ში დარდს ატა­რებ­და, მაგ­რამ ამა­ზე სხვას არას­დროს უყ­ვე­ბო­და, მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებ­მა ვი­ცო­დით. არას­დროს გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ რა­ღაც აწუ­ხებ­და. ამი­ტო­მაც იყო დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი..

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

იცით რა მაინტერესებს?: ადამიანს, რომელსაც არანაირი წიდება არ აქვს, არც სახლახო არტისტის, არც დამსახურებული მოღვაწის, არც ლოტბარის, არც რაიმე განსაკუთრებული და დაუვიწყარი შეუქმნია მუსიკაში, არც რაიმე სამეცნიერო ხარისხი ჰქონია, არც მწერალი იყო და ა.შ. რატომ იკრძალება პანთეონში?! პანთეონში ხომ იკრძალებიან განსაკუთრებული დამსახურების მოღვაწეები?! ლიანა ისაკაძე და მამუკა ონაშვილი ერთია?! გივი მარგველაშვილი და მამუკა ონაშვილი ერთია?! ვაჟა აზარაშვილი და მამუკა ონაშვილი ერთია?! პანთეონი რატომ გაუბრალოვდა ასე?! 

კესო
9

ბატონო ნუგზარ არ არის საჭირო და ლამაზი მის გულის ტკივილზე გარდაცვალების შემფეგ საუბარი, თქვენ თუ იცოდით დადგომიდით გვერდში🤔მაგრამ გვჩვევია ქართველებს, გარდაცვალების შემდეგ ადამიანებზე ხოტბის შესხმა!

 

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მამუკა გულში დარდს ატარებდა, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით..." - რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარზე?

"მამუკა გულში დარდს ატარებდა, რომელიც მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით..." - რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარზე?

ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბევრისთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი შეეწირა. 55 წლის ხელოვანი რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... მისი მეგობარი, მსახიობი ნუგზარ კვაშალი ჟურნალ “გზასთან” საუბარში ერთად განვლილ წლებს, მათ მეგობრობას იხსენებს.

- მალე 71 წელი მისრულდება. ბევრი სიკვდილი ვნახე, ულმობელმა დრომ არაერთი საყვარელი ადამიანი წამართვა, მაგრამ ახლა ყველა ტკივილი ერთდროულად განმიახლდა. ახალგაზრდა მეგობარი დავკარგე. შეძრული ვარ. ამ შეშლილ და გაუბედურებულ სამყაროში ადამიანის სახით მოვლენილი ერთი დიდი სიკეთე და სიყვარული ჩაქრა... უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, ამქვეყნად მეორედ ვეღარ მოვალთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. თავადაც დავდივარ მანქანით ქალაქში და, რომელ ქვეყანაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საგიჟეთი, ქაოსი, განუკითხაობა არსად მინახავს... არავინ არავის უთმობს, ყველას სადღაც ეჩქარება, ვიღას ახსოვს კანონი, საგზაო მოძრაობის წესები, ადამიანური ურთიერთობები, შინაგანი კულტურა? მთავარია, თავისი გაიტანოს და რაც მთავარია, ყველას სჯერა, რომ ცუდი ამბავი მას არ დაემართება.

გული მიკვდება. ისეთი ადამიანები, როგორიც მამუკა იყო, ასეთ შეცდომებს ეწირებიან. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხაროდ, არც ბოლო იქნება... ის იყო ადამიანი, რომელსაც თავგანწირული თანადგომა შეეძლო. ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ხალხს ძალიან ჰყვარებია - ეს ასე ხდება, განსაკუთრებით საქართველოში. სიცოცხლეში ვერ ვაფასებთ ადამიანებს. ნიჭიერია და მორჩა, ასეთების მეტი რა გვყავსო? მაგრამ რომ გარდაიცვლება, მერე ხდება მისი აღზევება, ნათელი მხარეების წარმოჩენა. ეს ალბათ, სხვა ერსაც ახასიათებს, მაგრამ განსაკუთრებით ქართველებს. თუნდაც იმიტომ, რომ აქ სხვაგვარი მეგობრობა, ახლობლობა ვიცით და ადამიანს რომ დავკარგავთ, მის ფასს მერე ვიგებთ. ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასეა. მამუკას ახლობლებისთვის კი არა, სრულიად უცნობი ადამიანისთვის შეეძლო გვერდში დგომა.

ჩვენ არ გვიკვირდა მისი საქციელი, რადგან ვიცოდით, როგორი იყო. იმას, იმ უცნობს გაჰკვირვებია, მერე დამეგობრებულან... მამუკამდე მამამისთან ვმეგობრობდი. მისნაირი კაცის შვილი სხვანაირი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. გენო უნიჭიერესი ადამიანი იყო, ისეთივე უანგარო და კეთილი. მამუკაზე 16 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი არასდროს ყოფილა. მახსოვს, ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ძალიან გამხდარი იყო, შემდეგ მოიმატა. ყოველთვის და თანაც, მხოლოდ სცენაზე კი არა, მის მიღმაც ვმეგობრობდით, რაღაც საქმეებზე უცხოეთშიც წავსულვართ მარტო, არც იქ იცვლებოდა.

- ამბობენ, რომ ძალიან უყვარდა მოლხენა...

- დიახ, ქორწილებში სულ თამადად ირჩევდნენ და არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. თავისი ბუბუნა ხმით, გარშემო სიყვარულსა და სიკეთეს აფრქვევდა, იუმორით აღსავსე იყო. ნებისმიერი სიტუაციის განმუხტვა შეეძლო. ადამიანებს რაღაცის მიხედვით არასდროს გამოარჩევდა. ისეთ დაძაბულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვართ, ტყვია რომ უნდა გავარდნილიყო და ერთმანეთი დაეხოცათ, მამუკა უცებ ჩაერეოდა საქმეში და რამდენიმე წუთში მეგობრებად შორდებოდნენ. ამის ნიჭი ჰქონდა...

სასცენო ხელოვნებას მამამისმა აზიარა. ისიც არაჩვეულებრივად მღეროდა და ცეკვავდა. მამუკაც ბოლომდე ემსახურა ამ საქმეს. ბუთქუნა იყო და სიარული, ძველებურად აქტიურობა უჭირდა, მაგრამ საქმე ხატვით გააგრძელა. მართლაც, ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო... გულში დარდს ატარებდა, მაგრამ ამაზე სხვას არასდროს უყვებოდა, მხოლოდ ახლობლებმა ვიცოდით. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რაღაც აწუხებდა. ამიტომაც იყო დიდებული ადამიანი..

ნახეთ ასევე: