ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "QARTLI.GE" - ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა. მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო. მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო.
"ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ცერაფერს გეტყვით'' - განუცხადა რწმუნებულმა გამოცემას.