საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მამაკაცი, რომელსაც 12 ტყვია აქვს მოხვედრილი, კომოტინის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს.
პოლიციამ დამნაშავის დასაკავებლად ძებნა დაიწყო.