სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს" - დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე
"პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს" - დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე

"პო­ლი­ტი­კა შეც­დო­მებს არ გვპა­ტი­ობს", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წერს.

მისი თქმით, ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა შეც­დო­მა იყო და არა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის შეც­დო­მის შე­დეგს დღეს იმ­კის მსოფ­ლიო.

ამას­თან, ხუნ­და­ძის თქმით, არის დრო, რო­დე­საც სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად გვჭირ­დე­ბა სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვა და არის დრო, რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლეა სა­ჭი­რო ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად და დღეს სწო­რედ ეს დროა.

"14 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში კი­დევ ერთი სის­ხლი­ა­ნი ფურ­ცე­ლი ჩა­ი­წე­რა რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ. ისე­ვე რო­გორც დღეს უკ­რა­ი­ნის ომი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომიც გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი იყო. ეს არ იყო მხო­ლოდ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი, აქ, ქარ­თულ მი­წა­ზე რუ­სე­თი მა­ში­ნაც და­სავ­ლეთს და­უ­პი­რის­პირ­და, თუმ­ცა, მა­შინ და­სავ­ლე­თი მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა. უფრო მე­ტიც, აგ­ვის­ტოს ომის­თვის რუ­სე­თი ერ­თგვა­რად „და­სა­ჩუქრდა“, მისი გავ­ლე­ნა და უფ­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და არა მარ­ტო ევ­რო­პა­ში, არა­მედ, ოკე­ა­ნის გაღ­მაც. რუ­სე­თი კი­დევ უფრო ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი გა­ხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც. მათ აგ­რე­სორს გა­დას­ცეს ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი და გა­ა­უქ­მეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სეთ­თან.

პო­ლი­ტი­კა შეც­დო­მებს არ გვპა­ტი­ობს. ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა შეც­დო­მა იყო და არა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, მათი შეც­დო­მის შე­დეგს დღეს იმ­კის მსოფ­ლიო ახლა უკვე უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მსხვერ­პლის ფა­სად.

იმას, რა­საც დღეს ვკი­თხუ­ლობთ აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­ში, მსგავ­სი მძაფ­რი სი­ტყვე­ბი რუ­სეთ­ზე არ წაგ­ვი­კი­თხავს 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მეს­მის, დღეს და­სავ­ლეთს ასე სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ რა იქ­ნე­ბა ხვალ, თუკი გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის რა­კურ­სი კვლავ შე­იც­ვლე­ბა? ეს არის ის კი­თხვა, რის გა­მოც გა­დავ­წყვი­ტეთ ხალ­ხთან ერ­თად გან­ვსა­ზღვროთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი. ალ­ბათ ყვე­ლა­ნი დავ­რწმუნ­დით იმა­ში, რომ ქვეყ­ნის სი­დი­დე არ გან­სა­ზღვრავს მის პო­ლი­ტი­კურ დატ­ვირ­თვას.

არის დრო, რო­დე­საც სამ­შობ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად გვჭირ­დე­ბა სი­ცო­ცხლის გა­წირ­ვა და არის დრო, რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე გვჭირ­დე­ბა ჩვე­ნი­ვე ქვეყ­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად. დღეს სწო­რედ ეს დროა. ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში ჩვენ უნდა შევ­ძლოთ მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით დრო­ე­ბით და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. ეს ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

დღეს მძი­მე დღეა. ვიხ­სე­ნებთ და პა­ტივს მი­ვა­გებთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის და­ღუ­პულ გმი­რებს. დღეს კი­დევ უფრო ვრწმუნ­დე­ბით იმა­ში, რომ ძლი­ერ მტერს მხო­ლოდ გო­ნი­ე­რე­ბით თუ და­ვა­მარ­ცხებთ. იქ­ნებ აგ­ვის­ტოს დღე­ებ­მა მა­ინც შე­ახ­სე­ნოს ომით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვა ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა იქ­ნე­ბა. ომით ვერ მი­ვალთ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა ჩვე­ნი გო­ნივ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კაა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ ამ გა­მარ­ჯვე­ბას იმ გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად, რომ­ლებ­მაც დღე­ვან­დე­ლი თა­რი­ღი სა­კუ­თა­რი სის­ხლით და­წე­რეს“, - აცხა­დებს ხუნ­და­ძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
0

შეცდომას და შეგნებულად ჩადენილ დამაშაულს ერთურთისგან ვერ ასხვავებ , ბიჭო ?

ბატონ დიმიტრის
0

ანუ,აქამდე ხალხის აზრს არ ითვალისწინებდით და დღეიდან გაითვალისწინებთ? ხალხის აზრია,მოეშვით დასავლეთის კრიტიკას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს" - დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე

"პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს" - დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე

"პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისი თქმით, ძნელად დასაჯერებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომის შედეგს დღეს იმკის მსოფლიო.

ამასთან, ხუნდაძის თქმით, არის დრო, როდესაც სამშობლოს გადასარჩენად გვჭირდება სიცოცხლის გაწირვა და არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლეა საჭირო ქვეყნის გადასარჩენად და დღეს სწორედ ეს დროა.

"14 წლის წინ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა რუსული ოკუპაციის შესახებ. ისევე როგორც დღეს უკრაინის ომი, 2008 წლის აგვისტოს ომიც გლობალური პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს არ იყო მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ომი, აქ, ქართულ მიწაზე რუსეთი მაშინაც დასავლეთს დაუპირისპირდა, თუმცა, მაშინ დასავლეთი მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. უფრო მეტიც, აგვისტოს ომისთვის რუსეთი ერთგვარად „დასაჩუქრდა“, მისი გავლენა და უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა არა მარტო ევროპაში, არამედ, ოკეანის გაღმაც. რუსეთი კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი გახადა სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნითაც. მათ აგრესორს გადასცეს ყველა სტრატეგიული ობიექტი და გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს. ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, მათი შეცდომის შედეგს დღეს იმკის მსოფლიო ახლა უკვე უკრაინელი ხალხის მსხვერპლის ფასად.

იმას, რასაც დღეს ვკითხულობთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებში, მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში. მესმის, დღეს დასავლეთს ასე სჭირდება, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუკი გლობალური პოლიტიკის რაკურსი კვლავ შეიცვლება? ეს არის ის კითხვა, რის გამოც გადავწყვიტეთ ხალხთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ალბათ ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სიდიდე არ განსაზღვრავს მის პოლიტიკურ დატვირთვას.

არის დრო, როდესაც სამშობლოს გადასარჩენად გვჭირდება სიცოცხლის გაწირვა და არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე გვჭირდება ჩვენივე ქვეყნის გადასარჩენად. დღეს სწორედ ეს დროა. ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილური განვითარებით დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს ჩვენი გასაკეთებელია.

დღეს მძიმე დღეა. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს. დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ძლიერ მტერს მხოლოდ გონიერებით თუ დავამარცხებთ. იქნებ აგვისტოს დღეებმა მაინც შეახსენოს ომით დაინტერესებულ პირებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა ჩვენი ფიზიკური განადგურება იქნება. ომით ვერ მივალთ გამარჯვებამდე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ჩვენი გონივრული პოლიტიკაა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ გამარჯვებას იმ გმირების სახელების უკვდავსაყოფად, რომლებმაც დღევანდელი თარიღი საკუთარი სისხლით დაწერეს“, - აცხადებს ხუნდაძე.