გიორგი ჭინჭარაული და მარგარეტ დაიაური საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც საცხოვრებლად შატილში გადასვლა გადაწყვიტეს. ახალგაზრდა წყვილი წლებია, რაც მთებში ცხოვრობს, თუმცა ცხოვრების რთული პირობებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, რომელშიც ახლა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს, მათაც გადაწყვიტეს საზღვრებს მიღმა წასვლა.
წყვილის ამგვარ გადაწყვეტილებას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. წასვლის მიზეზებსა და გამოთქმულ კრიტიკაზე გიორგი ჭინჭაურაული სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"მინდა ბოლო დროს, ჩემი და მარგარეტის გარშემო დატრიალებულ დრამაზე გითხრათ, ერთი-ორი სიტყვა(ემიგრაციაში წასვლას ვგულისხმობ).უამრავი აზრი გაჟღერდა, რომ უნდა დავრჩეთ, შეგვეშინდა და გავრბივართ, "ვერ გავქაჩეთ“, "ღმერთო ეს რა უბედურებაა" და ა.შ.
ძირითადად მესიჯები იყო ემოციური და სენტიმენტალური. ხოდა, ცოტა არ იყოს დავიღალე ამ პოეზიით და მინდა გითხრათ, რომ რეალისტები ვიყოთ და ნუ გვიყურებთ როგორც ფილმის გმირებს, ან მუზეუმის ექსპონატებს. ჩვენი წასვლა კი არაა ტრაგედია, ბოლო სამ თვეში საქართველოს ასი ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, თითოეული თქვენგანის ოჯახიდან, ორი და ორზე მეტი წევრი ემიგრაციაშია და ჩვენც მათ შორის ვიქნებით, მაშინ როცა მტერი სახელმწიფოს ასიათასობით მოქალაქე კომფორტს იქმნის ჩვენს ქვეყანაში და ისე გვიყურებენ როგორც ეგზოტიკურ სასაცილო არსებებს, რომლებსაც გემრიელი ხინკლის მოხვევა შეუძლიათ.
ტრაგედია არაა დამდგარი შედეგი რომ ქართველ ახალგაზრდებს გვინდა წასვლა, განვითარება, ფინანსური კეთილდღეობა, მოწესრიგებულ სამართლებრივ და სოციალურ გარემოში ცხოვრების და საქმიანობის გამოცდილება. ტრაგედია არის მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი საკუთარ ქვეყანაში არ გვაქვს და გაურკვეველია, როდის გვექნება.
ტრაგედიაა, რომ მორალურად იმდენად დავბეჩავდით და დაბალი სტანდარტები გვაქვს, რომ საბჭოთა მენტალიტეტის საერო და სასულიერო ელიტების სითავხედეს მოწიწებით ვყლაპავთ და მათ ნებისმიერ ყალბ, უგემოვნო პოპულიზმს ხბოს აღტაცებით ვეგებებით. ტრაგედიაა, რომ დემოკრატიული, ხალხის წინაშე პასუხისმგებელი მმართველობის ნაცვლად, რაღაც გაუგებარი ფეოდალიზმის და დემაგოგიის ნაზავი გვაქვს. ტრაგედიაა, რომ პროტესტის გრძნობა არ გვაქვს მასიურად ყველას.
ისევ უდაბნოში დავეხეტებით და "40 წელი" ვერ შეგვისრულდა. ვერ გადაირეცხა ქართველების გონებიდან მტკივნეული საბჭოთა დამღა, რომ მოქალაქეები არ ვიყოფით "კოლმეურნეობის თავმჯდომარეებად" და ნაცრისფერ მასად. ვისაც წასვლა გვინდა, ყველას არ გვაქვს საკვების, სასმელის, ან ზამთარში გათბობის პრობლემა.
თანამედროვე ახალგაზრდების მოთხოვნილებათა პირამიდაში სხვა პრიორიტეტებიც არსებობს. ამიტომაც, სრულიად უადგილოა ბევრი გულწრფელი, მაგრამ ამავე დროს გულუბრყვილო კეთილის მსურველის კომენტარი თითქოს სანამ ჭინჭარი იზრდება კლდეებზე არაფერი გვიჭირს და ხმელ პურზეც იოლად გავალთ.
"არ გავცვლი სალსა კლდეებსა" კარგი ლექსია, თუმცა ის მაინც ლექსია და ფეოდალურ ხანაში ჩვენი წინაპრების მიერ თვითგადარჩენისთვის აუცილებელი ცხოვრების წესის გაიდეალება მომავალს ვერ მოგვცემს. ყველაფერი მოვითმინოთ და "რაღაცა იქნება" არის თავისუფალი ახალგაზრდა ადამიანისთვის საშინლად დამამცირებელი იდეა.
ვერავინ გვეტყვის, რომ რამის შეგვეშინდა. მე-4-ე წელია საჯაროდ ვამბობ სათქმელს და არც სამსახურის დაკარგვის შემშინებია და არც გადასახლების. .ჩვენ რომ აქ ვცხოვრობთ ეს გმირობა არაა, იმიტომ, რომ აქ ჩვენი სურვილით ვართ, გვიყვარს ხევსურეთი, აქ ვართ კომფორტულად და სწორედ ეს არ გვხდის გმირებად", - წერს გიორგი ჭინჭაუარული.
ყველაფერი ვეფხია ხალიბაურის ბრალია....ყოველთვის მიკვირდა და ეხლაც არ მესმის რატომ არ იცლება ჩრდილოეთ კავკასიის მაღალმთიანი სოფლები იქ რა შვეიცარიაა? ხალხი გაასახლეს თოფის ქვეშ და 10 წლის მერე მაინც თავის აულში დაბრუნდა ქართველები რომ გაასახლო თითო ოროლა შეძლება დაბრუნდეს ვინმე, ან გარდაბანის მარნეულის და წალკის სოფლები რატომ არ იცლება ისე როგორც კახეთის იმერეთის და ა შ? საკუთარ თავში რომ ჩაიხედოთ ცოტა ინტერესიანი თვალებით და სხვისაში ბეძვის ძებნას შეეშვათ არ გინდათ?
კარგი ადმიანები არიან ღმერთმა ხელი მოუმართოდ ეს ქვეყანა ნათელი ადაიანწბისთვის არა ესა რუსულ-კრიმინალური ჭაობი საიდანაც ახალგაზრდები გარბიან და სწორსაც შვებიან ნარკომანი,ლოთი,უსაქმური, არაპროფესიონალი,შეუმდგარი'ხალხი რჩება ესა მწარე რეალობა !!!!