ავტორი:

ავტომობილს, რომლითაც მევლუდ მელაძე დრიფტში მონაწილეობდა, ამოტრიალების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

ავტომობილს, რომლითაც მევლუდ მელაძე დრიფტში მონაწილეობდა, ამოტრიალების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

ავტომობილი, რომლითაც საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელი მევლუდ მელაძე ზუგდიდში, დრიფტში მონაწილეობდა, ამოტრიალდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტომობილი დრიფტის მოედნისთვის სპეციალურად მოწყობილ ე.წ. ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. მანქანის ქვევით მოქცეულმა მევლუდ მელაძემ წამებში მოახერხა გამოძრომა. როგორც ვიდეო კადრებში ჩანს, ის სრულიად უვნებელი გადარჩა.