Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო, სისხლიანი სულელი ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად მიგვეშვა" - მედვედევი აგვისტოს ომზე
"ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო, სისხლიანი სულელი ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად მიგვეშვა" - მედვედევი აგვისტოს ომზე

თავ­დას­ხმა ცხინ­ვალ­სა და რეს­პუბ­ლი­კის სხვა და­სახ­ლე­ბებ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ამაზ­რზე­ნად და­ი­წყო, რა თქმა უნდა, ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, გვე­პა­სუ­ხა. არ შეგ­ვეძ­ლო უბ­რა­ლოდ ცრემ­ლე­ბი მოგ­ვეწ­მინ­და და თავი დაგ­ვე­ხა­რა სის­ხლი­ა­ნი სუ­ლე­ლის წი­ნა­შე და მიგ­ვეშ­ვა ის ხალ­ხის ნა­წი­ლე­ბად და­საგ­ლე­ჯად, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის 14 წლის­თავს ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა რუ­სეთს სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ და­უ­ტო­ვეს და მან სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"თუ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, ეს უნდა გა­კეთ­დეს, მაგ­რამ როცა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, ძა­ლით უნდა უპა­სუ­ხო. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უკ­რა­ი­ნა­ში, ამ ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა რუ­სეთს არ­ჩე­ვა­ნი არ და­უ­ტო­ვეს, რი­თაც ჩა­შა­ლეს ამ კონ­ფლიქ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სე­ბი და ჩვენ სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

თავ­დას­ხმა ცხინ­ვალ­სა და რეს­პუბ­ლი­კის სხვა და­სახ­ლე­ბებ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ამაზ­რზე­ნად და­ი­წყო. ვა­შინგტო­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა მა­რი­ო­ნე­ტულ­მა რე­ჟიმ­მა გა­და­წყვი­ტა სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის თავს მო­ეხ­ვია „დე­მოკ­რა­ტი­ი­სა“ და "ჰუ­მა­ნიზ­მის“ შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი გა­გე­ბა და მთე­ლი ერის გა­ნად­გუ­რე­ბის ფა­სად ძა­ლით და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ის სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. რა თქმა უნდა, ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, გვე­პა­სუ­ხა. არ შეგ­ვეძ­ლო უბ­რა­ლოდ ცრემ­ლე­ბი მოგ­ვეწ­მინ­და და თავი დაგ­ვე­ხა­რა სის­ხლი­ა­ნი სუ­ლე­ლის წი­ნა­შე და მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა ის ხალ­ხი ნა­წი­ლე­ბად და­საგ­ლე­ჯად.

რუ­სეთს არ შე­ეძ­ლო, ამ კონ­ფლიქ­ტში არ ჩა­რე­უ­ლი­ყო. სა­უ­ბა­რი იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვა­ზე, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში. და­ვიც­ვათ ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის აგ­რე­სი­ის­გან, მი­ვი­ღეთ მთა­ვა­რი - მშვი­დო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

მისი თქმით, აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბია, სა­დაც რუ­სეთს სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი და ამას კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ამი­ტომ, ისი­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ შევ­ლენ ისეთ ძა­ლას­თან, რო­გო­რიც რუ­სე­თია.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახალ შე­საძ­ლო აგ­რე­სი­ას მის­გან გა­მო­ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ­თვის დღეს აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბია, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვენ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვამ­ყა­რეთ და სა­დაც ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს კარ­გად ეს­მის სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ისი­ნი კი­დევ ერთხელ არ გა­მოს­ცდი­ან ბედს და არ შევ­ლენ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ისეთ ძა­ლას­თან, რო­გო­რიც რუ­სე­თია“, - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS!!!
0

მაგ სიმართლით იარე შენი დარჩენილი ცხოვრება !!!

სულიკო
5

რუსეთი რომ დაიშლება, კასპიის ზღვაზე გასასვლელი და უკრაინამდე შავი ზღვის სანაპირო ჩვენი უნდა გახდეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო, სისხლიანი სულელი ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად მიგვეშვა" - მედვედევი აგვისტოს ომზე

"ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო, სისხლიანი სულელი ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად მიგვეშვა" - მედვედევი აგვისტოს ომზე

თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო, რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეშვა ის ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება.

მისი თქმით, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლებებმა რუსეთს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს და მან სამხედრო ინტერვენცია განახორციელა.

"თუ არსებობს პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ როცა გამოსავალი არ არის, ძალით უნდა უპასუხო. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, რითაც ჩაშალეს ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების პროცესები და ჩვენ სამხედრო ინტერვენცია განვახორციელეთ.

თავდასხმა ცხინვალსა და რესპუბლიკის სხვა დასახლებებზე მოულოდნელად და ამაზრზენად დაიწყო. ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია „დემოკრატიისა“ და "ჰუმანიზმის“ შესახებ საკუთარი გაგება და მთელი ერის განადგურების ფასად ძალით დაებრუნებინა ის საქართველოს შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეტოვებინა ის ხალხი ნაწილებად დასაგლეჯად.

რუსეთს არ შეეძლო, ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დავიცვათ ისინი სააკაშვილის აგრესიისგან, მივიღეთ მთავარი - მშვიდობა“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული და ამას კარგად აცნობიერებენ საქართველოს ხელისუფლებაში, ამიტომ, ისინი დაპირისპირებაში არ შევლენ ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია.

"რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. ეს კარგად ესმის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოსცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია“, - აღნიშნა მედვედევმა.