დაავადებათა კონტროლის ეროვნიული ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლა ჟურნალისტებთან დაადასტურა. მისი თქმით, ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო.
ამირან გამყრელიძე:
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში. გავივლით იმ საკითხებს, რაც შეეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება. ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდისთვის და ამის შემდეგ, მე ვტოვებ პოსტს".
ჟურნალისტების კითხვაზე იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება და ხომ არ მოჰყვა ეს ნაბიჯი აუდიტის ანგარიშს, გამყრელიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და არაფერ შუაში იყო აუდიტის დასკვნა...
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 5 აგვისტოს გავრცელდა. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი" დაადასტურა.
მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას და ეს კავშირში არ არის „პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან“.
მისივე თქმით, ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას.
იხილეთ ასევე: