მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა" - 27 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა: რას აცხადებს მისი და?
"ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა" - 27 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა: რას აცხადებს მისი და?

გუ­შინ ახალ­ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტალ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი 27 წლის მზი­სა ზა­ზა­ძეა.

გარ­დაც­ვლი­ლის დის თქმით, მზი­სამ ერთი კვი­რის წინ იმ­შო­ბი­ა­რა. მშო­ბი­ა­რო­ბას თან გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა, რის გა­მოც მისი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფოდ გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო.

"ბევ­რი დე­ტა­ლი არ ვიცი ჯერ, მაგ­რამ ერთი კვი­რის წინ პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. რო­გორც ჩანს, რა­ღაც გარ­თუ­ლე­ბე­ბი იყო. გა­ირ­კვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, იმე­დი მაქვს. ბავ­შვი თავს კარ­გად გრძნობს", - უთხრა ambebi.ge -ს გარ­დაც­ვლი­ლის დამ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტა­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ენ­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, 6 აგ­ვის­ტოს შე­იყ­ვა­ნეს.

"გვსურს, გა­მოვ­ხა­ტოთ მწუ­ხა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს. 6 აგ­ვის­ტოს შე­მო­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რთუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან მალე, და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა იყო აღ­მო­ფხვრი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე. რამ­დენ­ჯერ­მე იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი რე­ფე­რა­ლის ბრი­გა­და, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა მისი არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ჰე­მო­დი­ნა­მი­კოს გამო. პა­ცი­ენ­ტის მარ­თვის პრო­ცეს­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი ყვე­ლა დარ­გის, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე თბი­ლი­სი­დან მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა კლი­ნი­კუ­რი ჩა­რე­ვის, ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პა­ცი­ენ­ტი დღეს, 7 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა” - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამილა
0

გამახსენდა,როგორ გამომწერეს სიცხიანი და სისხლჩაქცევიანი ფეხით 82-ში მეორე სამშობიაროდან და რამდენიმე დღეში სასწრაფოდ შემიყვანეს უკან.დიაგნოზი:თრომბი და ინფილტრატი...

უცნობი
3

ორი-სამი დღის უკან 7 წლის ბავშვი დაღუპეს.თვლა აღარ აქვს ექიმების შეცდომების თუ გულგრილობის გამო გარდაცვლილებს.ცალკე როგორ უსვამენ ჯანმრთელ ადამიანებს კიბოს დიაგნოზს და როგორ ატყავებენ,თან კლავენ.ხოდა,სანამ ასეთი გაუბედურებული ადამიანების ოჯახის წევრები წირვას არ გამოუტანენ ამ უვიც ექიმებს საკუთარი ხელით, მანამდე ბოლო არ ექნება უბედურებას. მერე თვითონვე გაიხდიან ფულით ნაყიდი დიპლომების მქონე ვაი ექიმები თეთრ ხალათებს და დარჩებიან მართლა ვისაც ცოდნა და განათლება გააჩნიათ.აბა,სახელმწიფოს არ ადარდებს და....მარტო მასწავლებლების ცოდნის დონე "ანაღვლებთ."სული ამოუღეს უკვე გამოცდებით.ადამიანების სიცოცხლე ვის ადარდებს. არ დამიბლოკო ადმინ,უხამსი მგონი არაფერი დამიწერია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა" - 27 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა: რას აცხადებს მისი და?

"ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა" - 27 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა: რას აცხადებს მისი და?

გუშინ ახალქალაქის ჰოსპიტალში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი 27 წლის მზისა ზაზაძეა.

გარდაცვლილის დის თქმით, მზისამ ერთი კვირის წინ იმშობიარა. მშობიარობას თან გართულებები მოჰყვა, რის გამოც მისი კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანა გახდა საჭირო.

"ბევრი დეტალი არ ვიცი ჯერ, მაგრამ ერთი კვირის წინ პირველი შვილი გააჩინა. როგორც ჩანს, რაღაც გართულებები იყო. გაირკვევა ყველაფერი, იმედი მაქვს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს", - უთხრა ambebi.ge -ს გარდაცვლილის დამ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იმ სამედიცინო დაწესებულებამ, სადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ახალქალაქის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში, 6 აგვისტოს შეიყვანეს.

"გვსურს, გამოვხატოთ მწუხარება პაციენტის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს. 6 აგვისტოს შემოიყვანეს საავადმყოფოში რთული სამედიცინო ჩვენებით. კლინიკაში შემოყვანისთანავე, ძალიან მალე, დაფიქსირდა გულის გაჩერება. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა გულის გაჩერება და ყველა შემთხვევა იყო აღმოფხვრილი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად.

ყველაფრის მიუხედავად მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გამოძახებული რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა მისი არასტაბილური მდგომარეობის, ჰემოდინამიკოს გამო. პაციენტის მართვის პროცესში იყვნენ ჩართულები ყველა დარგის, როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები. მიუხედავად ყველა კლინიკური ჩარევის, ინტენსიური მკურნალობისა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა პაციენტის ფიზიკური პარამეტრების გაუმჯობესება. პაციენტი დღეს, 7 აგვისტოს გარდაიცვალა” - აცხადებენ კლინიკაში.