მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი გადავიტანოო" - რა გახდა ექიმებს შორის ანგარიშსწორების მიზეზი: რას ჰყვება ადვოკატი?
"ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი გადავიტანოო" - რა გახდა ექიმებს შორის ანგარიშსწორების მიზეზი: რას ჰყვება ადვოკატი?

კა­ნი­სა და ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა კლი­ნი­კის ექი­მის, ბრალ­დე­ბულ თე­ი­მუ­რაზ ბეჟა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ გი­ორ­გი გალ­და­ვას და­ში­ნე­ბის მიზ­ნით ეს­რო­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბეჟა­ნი­ძის ად­ვო­კატ­მა კახა შო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის კონ­ფლიქ­ტი კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­სა და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო და­ი­წყო.

"ბრალ­დე­ბულს და და­ზა­რა­ლე­ბულს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხე­ბით ძა­ლი­ან ახლო, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. კონ­ფლიქ­ტი, წყე­ნა და­ი­წყო იმით, რომ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი­დან სხვა კა­ბი­ნეტ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ კი­დევ სხვა კა­ბი­ნეტ­ში და სა­ბო­ლო­ოდ, სამ­ჯერ შე­უც­ვა­ლა ოთა­ხი. ასა­კო­ვან­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც 55-წლი­ა­ნი უწყვე­ტი მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი აქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღო.

მან თა­ვი­სი სახ­სრე­ბით შე­ი­ძი­ნა კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. ამის შემ­დეგ ის სხვა კა­ბი­ნეტ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი არ იყო. მან პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვა ხელ­მძღვა­ნელ­თან, ან კონ­დი­ცი­ო­ნე­რი და­მი­მონ­ტა­ჟე, ან იმის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცი, ჩემი კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩემ ახალ სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში გა­და­ვი­ტა­ნოო. რა­ტომ­ღაც არც ახ­ლის შე­ძე­ნა მოხ­და და ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­ყი­დი კონ­დი­ცი­ო­ნე­რიც იმ ოთახ­ში დარ­ჩა, სა­დაც იყო. როცა ბოლო კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თან ეს სხვამ შე­ა­ტყო­ბი­ნა. ამის შემ­დეგ, ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კა­ბი­ნეტ­ში ადის და ეკი­თხე­ბა, თუ რა­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ის, რა დრო­საც ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა, ოღონდ მხო­ლოდ შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი გან­მარ­ტავს, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ცუდი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა, რაც ასა­კო­ვან­მა ადა­მი­ან­მა შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღო. ია­რა­ღი მის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნულ ია­რაღს ის სა­კუ­თარ სა­მუ­შაო ოთახ­ში ინა­ხავ­და, რად­გან სახ­ლში მისი თქმით, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ, სე­ი­ფი არ მქონ­დაო, რის გა­მოც, სა­მუ­შაო ოთახ­ში უსაფრ­თხოდ ინა­ხავ­და. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ ის გა­დარ­ჩა. ის ზედ­მი­წევ­ნით ყვე­ბა ფაქტს, თუ რა მოხ­და, რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლა. ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. რო­გორც ის ამ­ბობს, და­ში­ნე­ბის მიზ­ნით ეს­რო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და შო­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თე­ი­მუ­რაზ ბეჟა­ნი­ძეს ბრა­ლი გი­ორ­გი გალ­და­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ტა­რე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lis
0

გაბღენძილი კლინიკის უფროსობა და სკამზე ვერ შელეული მოხუცი ექიმები

დათო
1

ბევრს თავში უვარდება თანამდებობა ასე გონიათ საგვარეულოს დატოვებულია წარმოიდგინეთ რამხელა დამცირება აიტანა ამ მოხუცებულმა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი გადავიტანოო" - რა გახდა ექიმებს შორის ანგარიშსწორების მიზეზი: რას ჰყვება ადვოკატი?

"ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი გადავიტანოო" - რა გახდა ექიმებს შორის ანგარიშსწორების მიზეზი: რას ჰყვება ადვოკატი?

კანისა და ვენერიულ დაავადებათა კლინიკის ექიმის, ბრალდებულ თეიმურაზ ბეჟანიძის განცხადებით, მან კლინიკის დირექტორ გიორგი გალდავას დაშინების მიზნით ესროლა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბეჟანიძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი კონდიციონერისა და სამსახურიდან გათავისუფლების გამო დაიწყო.

"ბრალდებულს და დაზარალებულს წლების განმავლობაში ოჯახებით ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. კონფლიქტი, წყენა დაიწყო იმით, რომ კლინიკის ხელმძღვანელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისი კაბინეტიდან სხვა კაბინეტში გადაიყვანა, შემდეგ კიდევ სხვა კაბინეტში და საბოლოოდ, სამჯერ შეუცვალა ოთახი. ასაკოვანმა ადამიანმა, რომელსაც 55-წლიანი უწყვეტი მუშაობის სტაჟი აქვს, ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღო.

მან თავისი სახსრებით შეიძინა კონდიციონერი. ამის შემდეგ ის სხვა კაბინეტში გადაიყვანეს, სადაც კონდიციონერი არ იყო. მან პრეტენზია გამოთქვა ხელმძღვანელთან, ან კონდიციონერი დამიმონტაჟე, ან იმის საშუალება მომეცი, ჩემი კონდიციონერი ჩემ ახალ სამუშაო კაბინეტში გადავიტანოო. რატომღაც არც ახლის შეძენა მოხდა და ბრალდებულის ნაყიდი კონდიციონერიც იმ ოთახში დარჩა, სადაც იყო. როცა ბოლო კონფლიქტი მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისათვის ცნობილი გახდა, რომ ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, თან ეს სხვამ შეატყობინა. ამის შემდეგ, ის დაზარალებულის კაბინეტში ადის და ეკითხება, თუ რატომ გაათავისუფლა ის, რა დროსაც ურთიერთობა დაიძაბა, ოღონდ მხოლოდ შელაპარაკება მოხდა, ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. როგორც ბრალდებული განმარტავს, დაზარალებულმა ცუდი სიტყვებით მიმართა, რაც ასაკოვანმა ადამიანმა შეურაცხყოფად მიიღო. იარაღი მის სახელზეა რეგისტრირებული შენახვის უფლებით. აღნიშნულ იარაღს ის საკუთარ სამუშაო ოთახში ინახავდა, რადგან სახლში მისი თქმით, ამის საშუალება არ ჰქონდა, შვილიშვილები წამოიზარდნენ, სეიფი არ მქონდაო, რის გამოც, სამუშაო ოთახში უსაფრთხოდ ინახავდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახარებული და ბედნიერია იმით, რომ ის გადარჩა. ის ზედმიწევნით ყვება ფაქტს, თუ რა მოხდა, როგორ განახორციელა გასროლა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც ის ამბობს, დაშინების მიზნით ესროლა“, - განაცხადა შონიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.