პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თარიღებზე საუბარსა და სპეკულაციას თავი დავანებოთ - სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს" - პრემიერი
"თარიღებზე საუბარსა და სპეკულაციას თავი დავანებოთ - სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს" - პრემიერი

სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ თა­რი­ღებ­ზე გვი­წევს სა­უ­ბა­რი. ჩვენ ყვე­ლა შეკ­რე­ბი­ლი ვართ, რათა ქედი მო­ვი­ხა­როთ გმი­რე­ბის წი­ნა­შე, თა­რი­ღებ­ზე სა­უ­ბარ­სა და სპე­კუ­ლა­ცი­ას თავი და­ვა­ნე­ბოთ, - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი­თხვას: "რა­ტომ მი­დის მმარ­თვე­ლი გუნ­დი მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე 8 აგ­ვის­ტოს?“

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ომის და­წყე­ბის თა­რიღ­ზე სა­უ­ბა­რი უხერ­ხუ­ლია, მით უფრო, რომ მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე 8 აგ­ვის­ტოს მი­დი­ოდ­ნენ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

"მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ყვე­ლას, რომ თა­რი­ღი, 8 აგ­ვის­ტო არას­დროს გამ­ხდა­რა გან­ხილ­ვის სა­კი­თხი. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც აქ 8 აგ­ვის­ტოს ამო­დი­ოდ­ნენ. უხერ­ხუ­ლია, რომ აქ არი­ან ჩვე­ნი გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბი წევ­რე­ბი და ჩვენ თა­რი­ღებ­ზე ვსა­უბ­რობთ.

მე გე­ტყვით მთა­ვარს - თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის დე-ფაქ­ტო მფლო­ბე­ლის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ა­კაშ­ვი­ლის უგუ­ნურ­მა პო­ლი­ტი­კამ, გა­უთ­ვლელ­მა პრო­ვო­კა­ცი­ულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ თა­ვი­დან ვერ აი­ცი­ლეს ეს ტრა­გი­კუ­ლი ომი. ეს იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი გუნ­დის ღა­ლა­ტი. მათ გა­წი­რეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი, ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი.

დღეს რომ გა­მო­დი­ან და თავს დე­ბენ პატ­რი­ო­ტო­ბა­ზე, მინ­და მათ შე­ვახ­სე­ნო, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე იყო გა­სუ­ლი, 2009 წლი­დან სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის გა­და­ცე­მა. მა­შინ მო­ვის­მი­ნეთ, რომ რუ­სულ ფულს სუნი არ ჰქონ­და - ეს ერთი; მე­ო­რე - სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცალ­მხრი­ვად გა­ა­უქ­მა უვი­ზო რე­ჟი­მი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. მე­სა­მე - ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ომის შემ­დეგ არა­ვი­თა­რი ქმე­დე­ბა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ სან­ქცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, და­ე­წყოთ მუ­შა­ო­ბა, რათა რუ­სეთს გარ­კვე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი და­კის­რე­ბო­და ოკუ­პა­ცი­ის გამო, ამის ნაც­ვლად, მათ ცალ­მხრი­ვად გა­ა­უქ­მეს უვი­ზო რე­ჟი­მი, რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი გა­დას­ცეს და შემ­დეგ მხა­რი და­უ­ჭი­რეს რუ­სე­თის მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემალი
2

ერთხელ შეიძლება მიშა არ ახსენო.............

მაკა
132

ეს ადამიანი არის. თავისი ქვეყნის პატრიოტი და ამბობს. სრულ სიმართლეს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"თარიღებზე საუბარსა და სპეკულაციას თავი დავანებოთ - სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს" - პრემიერი

"თარიღებზე საუბარსა და სპეკულაციას თავი დავანებოთ - სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ომი თავიდან ვერ აიცილეს" - პრემიერი

სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ ყველა შეკრებილი ვართ, რათა ქედი მოვიხაროთ გმირების წინაშე, თარიღებზე საუბარსა და სპეკულაციას თავი დავანებოთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას: "რატომ მიდის მმართველი გუნდი მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს?“

ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია, მით უფრო, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს მიდიოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

"მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი, 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საკითხი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქ 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. უხერხულია, რომ აქ არიან ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები წევრები და ჩვენ თარიღებზე ვსაუბრობთ.

მე გეტყვით მთავარს - თქვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები.

დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ პატრიოტობაზე, მინდა მათ შევახსენო, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსული სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. მაშინ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა - ეს ერთი; მეორე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მესამე - ასევე სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რათა რუსეთს გარკვეული სანქციები დაკისრებოდა ოკუპაციის გამო, ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გააუქმეს უვიზო რეჟიმი, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და შემდეგ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა პრემიერმა.