ავტორი:

"14 წლის წინ შეიჭრნენ საქართველოში... იმჟამად რუსმა მტაცებლებმა სისხლს გემო პირველად გაუგეს. უკრაინელებს არ სჭირდებათ საქართველოსთვის იმის ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი" - პოდოლიაკი

"14 წლის წინ შეიჭრნენ საქართველოში... იმჟამად რუსმა მტაცებლებმა სისხლს გემო პირველად გაუგეს. უკრაინელებს არ სჭირდებათ საქართველოსთვის იმის ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი" - პოდოლიაკი

2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან 14 წელიწადი გავიდა. ამ თარიღს ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი:

"დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. რუსები 14 წლის წინ შეიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და კრიმინალური მონარქია დაამყარეს. იმჟამად რუსმა მტაცებლებმა სისხლს გემო პირველად გაუგეს. მსოფლიომ შეშფოთებით, "გადატვირთვით" და ჩრდილოეთის ნაკადი ორით უპასუხა.

შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს არ სჭირდებათ საქართველოსთვის იმის ახსნა, რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვრჩენია, ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის "მტრედებამდე". გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!"

იხილეთ ასევე: