ავტორი:

"როცა პატარა ვიყავი და ძალიან გვიჭირდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ დედამ რამდენჯერმე წამიყვანა ბათუმში დასასვენებლად... 20 წლის შემდეგ მე წავიყვანე და მან ბედნიერებისგან იტირა" - სალომე ტეტიაშვილი

"როცა პატარა ვიყავი და ძალიან გვიჭირდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ დედამ რამდენჯერმე წამიყვანა ბათუმში დასასვენებლად... 20 წლის შემდეგ მე წავიყვანე და მან ბედნიერებისგან იტირა" - სალომე ტეტიაშვილი

სალომე ტეტიაშვილი, წლების წინ, საზოგადოებამ “იუთუბზე” ატვირთული ერთი ქართული სიმღერით გაიცნო. მისმა ძლიერმა და გამორჩეულმა ხმამ მალევე მიიპყრო ყურადღება და პოპულარული გახდა. მომღერალმა შემდეგ ბედი პროექტ “იქს ფაქტორში” სცადა და მაყურებლის აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

სხვადასხვა სატელევიზიო შოუში სალომე ხშირად ჰყვებოდა მისი ბავშვობის შესახებ, იხსენებდა როგორ უჭირდათ მატერიალურად და ამის მიუხედავად, მისი მარტოხელა დედა ცდილობდა, სალომესთვის არაფერი მოეკლო.

ახლა სალომე საბანკო სფეროში მუშაობს. ახლა უკვე მას შეუძლია დედაზე მატერიალურადაც იზრუნოს და გაანებივროს კიდეც. როგორც მისი "ფეისბუქის" გვერდიდან ირკვევა, სალომე დედასთან ერთად ბათუმში ზღვაზე ისვენებს. ამასთან დაკავშირებით მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"20 წლის წინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან გვიჭირდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ დედამ რამდენიმეჯერ წამიყვანა ბათუმში დასასვენებლად. მუდმივად ცდილობდა, რომ სხვა ბავშვების ფონზე თავი დაჩაგრულად არ მეგრძნო. იქაც ზღვიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდით და ყოველდღე ტრანსპორტით დავყავდი ზღვაზე. იმის შემდეგ დედა ზღვაზე არ ყოფილა. რატომ, არ მკითხოთ, რაღაცნაირად ასე დალაგდა. როცა გავიზარდე ხან სამუშაოდ დავდიოდი ზღვისპირეთში, ხან მეგობრებთან ერთად, ხან საერთოდ ვერ მივდიოდი და ამასობაში რა დრო გავიდა…20 წლის შემდეგ მე წავიყვანე დედა ზღვაზე და მან ბედნიერებისგან იტირა" - წერს სალომე ტეტიაშვილი.