ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით წერს.
"14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.
ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ძალიან სამწუხაროა რომ ქვეყნისთვის ესეთ გადამწყვეტ დროს ჩვენს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომელიც რეალურად არც ხალხს არ აურჩევია, (2020 წლის არჩევნებში ოცნების პრემიერობის კანდიდატი გახარია იყო) არც დიპლომატია ესმის და ერთი პიროვნების ინტერესებს იცავს ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად. ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ეს ადამიანი პრემიერად დიდი სირცხვილია. ის ქართველი ხალხის სახელით უნდა საუბრობდეს და არა ბიძინას სახელით.
სტრატეგიული და ტაქტიკური გონივრული პოლიტიკა ყოველთვის კარგია და მოსაწონი, ვის უნდა ჰქონდეს რამე საწინააღნდეგო?
რა თქმა უნდა ეს გონივრულიბა მოსახლეობის ყველა ფენისთვის გასაგები უნდა იყოს და "ამირან გული მღეროდას" არ ჰგავდეს.
ფართო ყოველდღიური და ყოველწლიური რეალობა საქართველოს მოსახლეობის მთლიანი მოცულობით არ მეტყველებს ამ გონივრულიბაზე.