ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ნარკოტიკული ნივთიერებების ონლაინ რეალიზაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე წერს. მისი ინფორმაციით, საქართელოში ეს სფერო სრულიად უკონტროლოა, ისე როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში. მისი შეფასებით, სახელმწიფო უნდა ეცადოს, სხვადასხვა მიდგომებით, ნარკოტიკების მოხმარებით გამოზწვეული ზიანი შეამციროს.
"ნეტა, როდემდე იქნება ეს ხალხი სტრაუსის პოზაში და გაიგებენ, რომ ბარიგა აღარ არსებობს და ეს ყველაფერი ინტერნტით ხდება და ვირტუალურია ეს ბარიგა. წარმოუდგენელია ამის გაკონტორლება და "დარკნეტის" წინაღმდეგ ვერცერთმა ქვეყანამ ვერავერი ვერ შეძლო! მეორე ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ქვეყანაში 60000 ინტრავენური ნარკოტიკის მომხამრებელია და ვინც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებს მოიხმარს, იმათი რიცხვი არავინ იცის. ის, რომ ამ ნივთიერებების მოპოვება შეიძლება ძალიან ადვილად და არც ბარიგა სჭირდება და არც არავინ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას მოიხმარენ რეკრეაციული მიზნით და შესაბამისად, ესენი არ არიან მომხამრებლები. ამ ნივთიერებაში შესაძლებელია აღმოჩნდეს მომაკვდინებელი ნარკოტიკი და ახალგაზრდა, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია შეიძლება გარდაიცვალოს. რისი შემთხვევა არერთხელ ყოფილა. და ამიტომ უნდა ჰქონდეს სწორი და უტყუარი ინფორმაცია. ის, რომ სტრაუსივით გვაქვს თავი ჩაყოფილი და ვცდილობთ, დავმალოთ და არ შევიმჩნიოთ, ეს არ არის გამოსავალი. გამოსვალია, ვეცადოთ, შევამციროთ ზიანი, რომელიც შეიძლება მოუტანოს ამ ნარკოტიკებმა ადამინებს!
მთელს მსოფლიოში ოპიატების კრიზისია, უმძიმესი მდგოამრეობა ამ მხრივ, უამრავი ადამინი იღუპება ზედოზირებით და სახელმწიფოებო ცდილობენ, ზიანი შემაცირონ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უმძიმეს მდგოამრეობაში. გვერდით სახლემწიფოში მიდის ომი. უამრავი ლტოლვილი და გადაგილებული პირია ქვეყანაში რაც ნარკოტიკის ტრაფიკის კიდევ უფრო დიდ რისკებს ქმნის. რომ დაწერ პოსტს და მერე ვკითხულობ კომენტარებს, მინდა წავშალო, რადგან აი, სულ სხვაგან მიდის ამ ადამინების აზროვნება და მათი აგრესია და არა იქეთ, რომ რაღაცა შევცვლაოთ, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა ამ უბედურებისგან. პოლიტიკურ კონტექსტში ან და რაღაც უაზრო კომენტარებში გადადის.აღარ დავწერ არაფერს და იყოს ისე, როგორც არის!" - წერს ნარკოლოგი "ფეისბუქში".