კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ყვავილებს თუ მოკიდე ხელი, ჩათრევა იცის... უცხოეთიდან უკვე 900 სახეობა ჩამოვიტანე" - ერთი ნაჩუქარი მცენარით გაშენებული სუკულენტების ულამაზესი ორანჟერია და კოლექციონერი ბიჭის რჩევები "სუკუმანებს"
"ამ ყვავილებს თუ მოკიდე ხელი, ჩათრევა იცის... უცხოეთიდან უკვე 900 სახეობა ჩამოვიტანე" - ერთი ნაჩუქარი მცენარით გაშენებული სუკულენტების ულამაზესი ორანჟერია და კოლექციონერი ბიჭის  რჩევები "სუკუმანებს"

სუ­კუ­ლენ­ტი ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვი­დან sucus მომ­დი­ნა­რე­ობს, რაც "წვენს“ ნიშ­ნავს. ამ­დე­ნად სუ­კუ­ლენ­ტე­ბი წვნი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბია, რომ­ლე­ბიც წყალს უმე­ტე­სად ფოთ­ლებ­სა და ღე­რო­ებ­ში ინა­ხა­ვენ. ზო­გი­ერთ სუ­კუ­ლენ­ტურ ორ­გა­ნო­ში წყლის შემ­ცვე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა 90-95%-მდეც იყოს. სუ­კუ­ლენ­ტებს გა­სა­ო­ცა­რი და უჩ­ვე­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბი­სა და მი­ნი­მა­ლუ­რი მოვ­ლის პი­რო­ბებ­შიც, აყ­ვა­ვე­ბის უნა­რის გამო ორ­ნა­მენ­ტუ მცე­ნა­რე­ე­ბა­დაც ზრდი­ან. თავს კარ­გად გრძნო­ბენ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და და­ბა­ლი ნა­ლე­ქის მქო­ნე ად­გი­ლებ­ში. ძი­რი­თა­დად, გვალ­ვა­გამ­ძლე­ე­ბია, წყლის შემ­ნახ­ვე­ლი ქსო­ვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბით, ფოთ­ლე­ბი, ღერო და ფეს­ვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მე­ტად ხორ­ცი­ა­ნია.

სუ­კუ­ლენ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი ტყუ­ი­ლად არ დაგ­ვი­წყია, ამ­ჯე­რად ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი 30 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი, ნიკა დო­ლი­ძეა, რო­მელ­მაც ჰობი საყ­ვა­რელ საქ­მედ აქ­ცია. გა­ტა­ცე­ბამ ისე ჩა­ით­რია, რომ დღეს­დღე­ო­ბით ასე­უ­ლო­ბით სუ­კუ­ლენტს უვ­ლის, ამ­რავ­ლებს და ახა­რებს. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია.

ნიკა დო­ლი­ძე:

- აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პროგ­რა­მი­რე­ბა და მარ­თვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და მცე­ნა­რე­ე­ბი, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ "აგ­რა­რულ­ში“ შე­სა­ბა­მი­სი ფა­კულ­ტე­ტი ვერ და­ვამ­თხვიე. მაგ­რამ 19 წლის ასაკ­ში, სტუ­დენ­ტო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მცე­ნა­რე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თვით­გა­ნათ­ლე­ბა და­ვი­წყე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი ეზო­ე­ბის მო­წყო­ბა­სა და მათ მოვ­ლა­ზე. რაც ამ სფე­რო­ში ვიცი, სულ ინ­ტერ­ნე­ტით მაქვს ნას­წავ­ლი.

- სუ­კუ­ლენ­ტებს დღეს შენი ორან­ჟე­რეა ვერ იტევს...

- კი, ასეა... თა­ვი­დან ასე და­ი­წყო - ეს მცე­ნა­რე სა­ბერ­ძნე­თი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. დიდი ეფექ­ტი ვერ მო­ახ­დი­ნა, მაგ­რამ მისი გამ­რავ­ლე­ბის პრო­ცე­სის სწავ­ლა რომ და­ვი­წყე, ამ საქ­მემ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. მცე­ნა­რე ფოთ­ლით გა­ვამ­რავ­ლე. მერე პრო­ცეს­მა ისე და­მა­ინ­ტე­რე­სა, რომ შე­მი­ყო­ლია. მა­შინ ჩვენ­თან ეს მე­ცე­ნა­რე ასე გამ­რავ­ლე­ბუ­ლი არ იყო. ახლა ბევ­რი უვ­ლის. ამი­ტომ ამ საქ­მეს უკვე სუ­კუ­მა­ნი­ა­საც ეძა­ხი­ან, - თუ ერთხელ ხელი მო­კი­დე, ჩათ­რე­ვა იცის. დღეს­დღე­ო­ბით არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი გვყავს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამ მცე­ნა­რე­ებს აგ­რო­ვე­ბენ, სწავ­ლო­ბენ...

მერე უკვე სუ­კუ­ლენ­ტე­ბის უცხო­ე­თი­დან (ჩი­ნე­თი, თურ­ქე­თი, ინ­დო­ე­თი) შე­მო­ტა­ნა და­ვი­წყე. უცხო­ელ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და მიგ­ზავ­ნიდ­ნენ. სამ წე­ლი­წად­ში 900 სა­ხე­ო­ბა შე­მო­ვი­ტა­ნე. რაც მომ­წონ­და, მიყ­ვარ­და, კლა­სი­კუ­რი იყო, ყვე­ლა მომ­ქონ­და.

- ცხა­დია, ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სიც გაჩ­ნდა, მაგ­რამ, ამ ყვე­ლაფ­რის გან­თავ­სე­ბას სივ­რცე, შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლი უნდა, ამით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყა­ვი?

- გლ­დან­ში კერ­ძო სახ­ლი მაქვს, ეზო­თი და იქ პა­ტა­რა ორან­ჟე­რეა გა­ვა­კე­თე (40 კვად­რა­ტი) და ის სა­ხე­ო­ბე­ბი ასე გა­მო­ვა­ზამ­თრე. როცა ჩემი მცე­ნა­რე­ე­ბი გა­ყიდ­ვა­ში ჩა­ვუშ­ვი და გამ­რავ­ლე­ბაც ინ­ტენ­სი­ვო­ბით წა­ვი­და, ის ორან­ჟე­რეა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის და­პა­ტა­რავ­და და მე­ო­რე 135 კვად­რა­ტის გა­ვა­კე­თე... დღეს­დღე­ო­ბით 15.000 ნერ­გი მაქვს ჩე­მით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი.

- რაც არ უნდა უპ­რე­ტენ­ზიო მცე­ნა­რე იყოს, ამ რა­ო­დე­ნო­ბის მოვ­ლა უკვე დიდ ენერ­გი­ას და შრო­მას მო­ი­თხოვს, - მარ­ტო აუ­დი­ხარ საქ­მეს?

- დიახ, მარ­ტო... ასე­თი ხერ­ხი შე­ვი­მუ­შა­ვე, მცე­ნა­რე­ე­ბი სექ­ცი­ე­ბად დავ­ყა­ვი. ერთ დღეს ერთი სექ­ცია ირ­წყვე­ბა, მე­ო­რე დღეს - მე­ო­რე. რად­გა­ნაც ზა­ფხუ­ლია და ისე­თი ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რომ შე­იძ­ლე­ბა ჭარბმა წყალ­მა ად­ვი­ლად და­ალ­პოს, ამი­ტომ ხე­ლით სა­თი­თა­ოდ ვრწყავ. გა­მო­დის, რომ ყო­ველ დღე ვრწყავ, ოღონდ, გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას. ვი­ნა­ი­დან ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნია, ქო­თა­ნი მთლი­ა­ნად არ უნდა დას­ველ­დეს. ხან­და­ხან, როცა ვერ ვას­წრებ, მა­მა­ჩე­მი მეხ­მა­რე­ბა.

- სუ­კუ­ლენ­ტებს მა­ინც რა აქვს ისე­თი, რი­თაც ასე და­ინ­ტე­რეს­დი და მო­ი­ხიბ­ლე?

- პირ­ვე­ლად სა­ბერ­ძნე­თი­დან რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, გა­ზა­ფხუ­ლი იყო, მცე­ნა­რემ სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ფერი რომ შე­იც­ვა­ლა, ლა­მა­ზი ფორ­მე­ბი მი­ი­ღო - ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი... სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან მი­ზი­დავ­და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მცე­ნა­რე. სო­ფელ­ში რომ ჩა­ვი­დო­დი, სულ ტყე­ში დავ­დი­ო­დი. ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლამ იცო­და, ბუ­ნე­ბას­თან ასე­თი ახლო კონ­ტაქ­ტი ძა­ლი­ან რომ მიყ­ვარ­და. მერე ჩემ­მა ამ საქ­მე­ში ასეთ­მა ჩარ­თვამ რე­ა­ლუ­რად შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო, გა­უ­ხარ­დათ.

- რას ითხოვს მომ­ვლე­ლის­გან სუ­კუ­ლენ­ტი?

- რო­დე­საც ჩემ­თან დამ­წყე­ბი, ახალ­ბე­და, ან მოყ­ვა­რუ­ლი მეყ­ვა­ვი­ლე მო­დის, რო­მელ­საც უნდა ეს მცე­ნა­რე მო­ამ­რავ­ლოს, ასე­თი რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევ - მზე ისე უნდა შე­ე­ხა­მოს, რომ ფერი არ და­კარ­გოს, ჩრდილ­შიც არ უნდა გან­თავ­სდეს, რომ 2 კვი­რა­ში ფორ­მა სა­ე­როდ და­კარ­გოს. წყლის კონ­ტრო­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია - ასე რომ, ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა უნდა. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან - რამ­დენ დღე­ში ერთხელ უნდა მოვრწყაო? ასე ვერ იტყვი, ამის­თვის ფო­თო­ლი არ­სე­ბობს. ხელს რომ მოჰ­კი­დებ და რბილ­დე­ბა, ე.ი. ის რე­სურ­სი რაც შიგ­ნით აქვს, გა­მო­ლე­უ­ლა.

- "ბა­რა­ქის ხეც“ სუ­კუ­ლენ­ტია, ხომ?

- კი, "კრა­სუ­ლა­თა“ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა და მისი 400 სა­ხე­ო­ბა მა­ინც არის. ყვე­ლა სე­ზონ­ზე გას­ხვლა უნდა, თან, და­უ­ნა­ნებ­ლად, ტო­ტე­ბი თა­მა­მად უნდა მო­აჭ­რა. ეს ღე­როს გა­ს­ქე­ლე­ბას ხელს უწყობს და უფრო ლა­მა­ზად ყა­ლიბ­დე­ბა.

- ზო­გა­დად სუ­კუ­ლენ­ტებს ფორ­მი­რე­ბა უნდა?

- მე მათ ფორ­მას ვაძ­ლევ, რად­გან ასე უფრო მომ­წონს. ისე, ადა­მი­ან­ზეა და მის გე­მოვ­ნე­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი... ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც მზის კონ­ტრო­ლია და­სა­ცა­ვი, რომ ფორ­მა არ და­ი­კარ­გოს და არ "გა­იქ­ცეს“. ასე­ვე მი­წის ისე­თი ნა­ზა­ვი უნდა გა­კეთ­დეს, რომ წყა­ლი გა­ა­ტა­როს და მა­ლეც გაშ­რეს. მი­წის შე­ზა­ვე­ბა­ზე, მი­წის სტრუქ­ტუ­რა რომ მი­მე­ღო, სამი წელი ვი­მუ­შა­ვე.

ჩვე­უ­ლებ­რივ შავ მი­წა­ში, გინ­დაც, თი­ხო­ვან­ში პემ­ზას და სი­ლას ვა­ზა­ვებ და ბო­ლოს ტორფს ვუ­მა­ტებ. ისე­თი ნი­ა­და­გი უნდა შევ­ქმნათ, რომ არ იკვრე­ბო­დეს და წყალს რომ და­ას­ხამ, შე­ი­წო­ვოს, მაგ­რამ ად­ვი­ლად გა­ა­ტა­როს. თი­ხო­ვა­ნი მიწა, შე­ზა­ვე­ბის გა­რე­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში, სი­ნეს­ტეს ინარ­ჩუ­ნებს, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა კი­დევ ახუ­რებს და მცე­ნა­რეს აფუ­ჭებს.

- სუ­კუ­ლენ­ტებს რა მავ­ნებ­ლე­ბი უჩ­ნდე­ბა?

- ერთი მწე­რია, ტკი­პა­სა­ვით არის და კი­დევ სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მია მიდ­რე­კი­ლი. ამი­ტომ საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ, გა­ზა­ფხულ­ზე ვწამ­ლავ, 14 დღის მერე ამ პრო­ცე­დუ­რას ვი­მე­ო­რე და მე­სა­მედ -10 დღის შემ­დეგ.

- რო­გორც მი­თხა­რი, მხო­ლოდ სუ­კუ­ლენ­ტე­ბი არ არის დღე­ვან­დე­ლი შენი საქ­მი­ა­ნო­ბა - ეზოს დი­ზა­ინ­ზეც მუ­შა­ობ და შეკ­ვე­თე­ბი გაქვს

- კი, ასე ავა­წყე და ეს სა­კი­თხიც კარ­გად მაქვს შეს­წავ­ლი­ლი... კლი­მატს და გა­რე­მოს ვურ­ჩევ მცე­ნა­რე­ებს და ერ­თმა­ნეთს ვუ­ხა­მებ. თან, დამ­კვეთს კომ­პი­უ­ტერ­შიც ვაჩ­ვე­ნებ და ვუ­თან­ხმებ წი­ნას­წარ, რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ, შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლო რომ არ დარ­ჩეს. თუ მო­ე­წო­ნე­ბა, ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას.

- ბავ­შვო­ბა­ში ფიქ­რობ­დი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და შენი სა­მო­მავ­ლო საქ­მე?

- არა, უბ­რა­ლოდ გა­ტა­ცე­ბა მქონ­და და ვფიქ­რობ­დი, რომ რამ­დე­ნი­მე მცე­ნა­რეს გავზრდი­დი. ახლა თვე ისე არ გა­დის, კო­ლექ­ცი­ას რამე არ შევ­მა­ტო.

- ამ­დენს მარ­ტომ და აქ­ტი­უ­რი შრო­მით მი­აღ­წიე, ამ სფე­რო­ში კი­დევ რაზე ოც­ნე­ბობ?

- ჩი­ნეთ­ში არის სუ­კუ­ლენ­ტე­ბის 50.000 სა­ხე­ო­ბა. მინ­და, იმ დო­ნე­ზე მი­ვი­დე, რომ ამ­დე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­შიც გვქონ­დეს...

- ბოლო დროს სულ უფრო ბევ­რი ბიჭი უვ­ლის მცე­ნა­რე­ებს, თუმ­ცა არი­ან გო­გო­ე­ბი, ვი­საც ისი­ნი სა­ერ­თოდ არ იზი­დავს. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მო­დის. რას იტყვი?

- კი, ეს ხა­სი­ა­თია. სა­მე­გობ­რო­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, სულ არ აინ­ტე­რე­სებ­დათ მცე­ნა­რე­ე­ბი და ჩვე­უ­ებ­რივ მა­ნია დავ­მარ­თე... ყვა­ვი­ლებს ცო­ცხალ ორ­გა­ნიმ­ზად აღ­ვიქ­ვამ, რო­გორც ცო­ცხალს, ისე ვუ­ყუ­რებ და თუ მათ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბი, და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი, ამას ად­ვი­ლად აღ­მო­ა­ჩენ. მცე­ნა­რეს რომ შე­ხე­დავ და იტყვი, - უი, რა ლა­მა­ზია? ასე ვე­რა­ფერს გა­ი­გებ. ერთ მცე­ნა­რე მა­ინც უნდა გა­ზარ­დო.

ემო­ცი­უ­რად რას გა­ნიც­დიო - მკი­თხეთ. თა­ვი­დან სათ­ბუ­რი რომ გა­ვა­კე­თე და ყვე­ლა მცე­ნა­რე იქ და­ვა­წყე, თავი ზღა­პარ­ში მე­გო­ნა, ტან­ში სი­ა­მო­ნე­ბის­გან ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა... ასე რომ, 2-3 მცე­ნა­რე სუ­კუ­ლენ­ტი იქ­ნე­ბა თუ ნე­ბის­მი­ე­რი, მა­ინც უნდა გზარ­დო, მო­უ­ა­რო, შინ გქონ­დეს. ყუ­რა­დღე­ბას უნდა აქ­ცევ­დე და ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ­დე. მათი მოვ­ლით მი­ღე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას კი არა­ფე­რი ცვლის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

წარმატებები!

ნინო სიჭინავა
0

ძალიან მიყვარს ადრე მქონდა და ეხლაც ვიყიდიდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ამ ყვავილებს თუ მოკიდე ხელი, ჩათრევა იცის... უცხოეთიდან უკვე 900 სახეობა ჩამოვიტანე" - ერთი ნაჩუქარი მცენარით გაშენებული სუკულენტების ულამაზესი ორანჟერია და კოლექციონერი ბიჭის რჩევები "სუკუმანებს"

"ამ ყვავილებს თუ მოკიდე ხელი, ჩათრევა იცის... უცხოეთიდან უკვე 900 სახეობა ჩამოვიტანე" - ერთი ნაჩუქარი მცენარით გაშენებული სუკულენტების ულამაზესი ორანჟერია და კოლექციონერი ბიჭის  რჩევები "სუკუმანებს"

სუკულენტი ლათინური სიტყვიდან sucus მომდინარეობს, რაც "წვენს“ ნიშნავს. ამდენად სუკულენტები წვნიანი მცენარეებია, რომლებიც წყალს უმეტესად ფოთლებსა და ღეროებში ინახავენ. ზოგიერთ სუკულენტურ ორგანოში წყლის შემცველობა შეიძლება 90-95%-მდეც იყოს. სუკულენტებს გასაოცარი და უჩვეულო გარეგნობისა და მინიმალური მოვლის პირობებშიც, აყვავების უნარის გამო ორნამენტუ მცენარეებადაც ზრდიან. თავს კარგად გრძნობენ მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ნალექის მქონე ადგილებში. ძირითადად, გვალვაგამძლეებია, წყლის შემნახველი ქსოვილის განვითარებით, ფოთლები, ღერო და ფესვები ჩვეულებრივზე მეტად ხორციანია.

სუკულენტებზე საუბარი ტყუილად არ დაგვიწყია, ამჯერად ჩვენი რესპონდენტი 30 წლის ახალგაზრდა კაცი, ნიკა დოლიძეა, რომელმაც ჰობი საყვარელ საქმედ აქცია. გატაცებამ ისე ჩაითრია, რომ დღესდღეობით ასეულობით სუკულენტს უვლის, ამრავლებს და ახარებს. დღეს ეს ყველაფერი მისი ცხოვრების ნაწილია.

ნიკა დოლიძე:

- აგრარულ უნივერსიტეტში პროგრამირება და მართვის ავტომატიზებული სისტემები მაქვს დამთავრებული. ბავშვობიდან მიყვარდა მცენარეები, მაგრამ ისე მოხდა, რომ "აგრარულში“ შესაბამისი ფაკულტეტი ვერ დავამთხვიე. მაგრამ 19 წლის ასაკში, სტუდენტობის პარალელურად, მცენარეების მიმართულებით, თვითგანათლება დავიწყე. პარალელურად ვმუშაობდი ეზოების მოწყობასა და მათ მოვლაზე. რაც ამ სფეროში ვიცი, სულ ინტერნეტით მაქვს ნასწავლი.

- სუკულენტებს დღეს შენი ორანჟერეა ვერ იტევს...

- კი, ასეა... თავიდან ასე დაიწყო - ეს მცენარე საბერძნეთიდან გამომიგზავნეს. დიდი ეფექტი ვერ მოახდინა, მაგრამ მისი გამრავლების პროცესის სწავლა რომ დავიწყე, ამ საქმემ შედეგი გამოიღო. მცენარე ფოთლით გავამრავლე. მერე პროცესმა ისე დამაინტერესა, რომ შემიყოლია. მაშინ ჩვენთან ეს მეცენარე ასე გამრავლებული არ იყო. ახლა ბევრი უვლის. ამიტომ ამ საქმეს უკვე სუკუმანიასაც ეძახიან, - თუ ერთხელ ხელი მოკიდე, ჩათრევა იცის. დღესდღეობით არაერთი საინტერესო კოლექციონერი გვყავს. დაინტერესებულები არიან, ამ მცენარეებს აგროვებენ, სწავლობენ...

მერე უკვე სუკულენტების უცხოეთიდან (ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი) შემოტანა დავიწყე. უცხოელ კოლექციონერებს ველაპარაკებოდი და მიგზავნიდნენ. სამ წელიწადში 900 სახეობა შემოვიტანე. რაც მომწონდა, მიყვარდა, კლასიკური იყო, ყველა მომქონდა.

- ცხადია, ბიზნესის ინტერესიც გაჩნდა, მაგრამ, ამ ყველაფრის განთავსებას სივრცე, შესაბამისი ადგილი უნდა, ამით უზრუნველყოფილი იყავი?

- გლდანში კერძო სახლი მაქვს, ეზოთი და იქ პატარა ორანჟერეა გავაკეთე (40 კვადრატი) და ის სახეობები ასე გამოვაზამთრე. როცა ჩემი მცენარეები გაყიდვაში ჩავუშვი და გამრავლებაც ინტენსივობით წავიდა, ის ორანჟერეა ამ ყველაფრისთვის დაპატარავდა და მეორე 135 კვადრატის გავაკეთე... დღესდღეობით 15.000 ნერგი მაქვს ჩემით გამრავლებული.

- რაც არ უნდა უპრეტენზიო მცენარე იყოს, ამ რაოდენობის მოვლა უკვე დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს, - მარტო აუდიხარ საქმეს?

- დიახ, მარტო... ასეთი ხერხი შევიმუშავე, მცენარეები სექციებად დავყავი. ერთ დღეს ერთი სექცია ირწყვება, მეორე დღეს - მეორე. რადგანაც ზაფხულია და ისეთი ტემპერატურაა, რომ შეიძლება ჭარბმა წყალმა ადვილად დაალპოს, ამიტომ ხელით სათითაოდ ვრწყავ. გამოდის, რომ ყოველ დღე ვრწყავ, ოღონდ, გარკვეულ რაოდენობას. ვინაიდან ზაფხულის სეზონია, ქოთანი მთლიანად არ უნდა დასველდეს. ხანდახან, როცა ვერ ვასწრებ, მამაჩემი მეხმარება.

- სუკულენტებს მაინც რა აქვს ისეთი, რითაც ასე დაინტერესდი და მოიხიბლე?

- პირველად საბერძნეთიდან რომ გამომიგზავნეს, გაზაფხული იყო, მცენარემ სეზონების მიხედვით ფერი რომ შეიცვალა, ლამაზი ფორმები მიიღო - ძალიან დავინტერესდი... საერთოდ, ბავშვობიდან მიზიდავდა სხვადასხვაგვარი მცენარე. სოფელში რომ ჩავიდოდი, სულ ტყეში დავდიოდი. ჩემ გარშემო ყველამ იცოდა, ბუნებასთან ასეთი ახლო კონტაქტი ძალიან რომ მიყვარდა. მერე ჩემმა ამ საქმეში ასეთმა ჩართვამ რეალურად შედეგიც გამოიღო, გაუხარდათ.

- რას ითხოვს მომვლელისგან სუკულენტი?

- როდესაც ჩემთან დამწყები, ახალბედა, ან მოყვარული მეყვავილე მოდის, რომელსაც უნდა ეს მცენარე მოამრავლოს, ასეთი რეკომენდაციას ვაძლევ - მზე ისე უნდა შეეხამოს, რომ ფერი არ დაკარგოს, ჩრდილშიც არ უნდა განთავსდეს, რომ 2 კვირაში ფორმა საეროდ დაკარგოს. წყლის კონტროლიც აუცილებელია - ასე რომ, ძალიან დიდი ყურადღება და დაკვირვება უნდა. ხშირად მეკითხებიან - რამდენ დღეში ერთხელ უნდა მოვრწყაო? ასე ვერ იტყვი, ამისთვის ფოთოლი არსებობს. ხელს რომ მოჰკიდებ და რბილდება, ე.ი. ის რესურსი რაც შიგნით აქვს, გამოლეულა.

- "ბარაქის ხეც“ სუკულენტია, ხომ?

- კი, "კრასულათა“ კატეგორიას მიეკუთვნება და მისი 400 სახეობა მაინც არის. ყველა სეზონზე გასხვლა უნდა, თან, დაუნანებლად, ტოტები თამამად უნდა მოაჭრა. ეს ღეროს გასქელებას ხელს უწყობს და უფრო ლამაზად ყალიბდება.

- ზოგადად სუკულენტებს ფორმირება უნდა?

- მე მათ ფორმას ვაძლევ, რადგან ასე უფრო მომწონს. ისე, ადამიანზეა და მის გემოვნებაზე დამოკიდებული... ყველაზე მეტად მაინც მზის კონტროლია დასაცავი, რომ ფორმა არ დაიკარგოს და არ "გაიქცეს“. ასევე მიწის ისეთი ნაზავი უნდა გაკეთდეს, რომ წყალი გაატაროს და მალეც გაშრეს. მიწის შეზავებაზე, მიწის სტრუქტურა რომ მიმეღო, სამი წელი ვიმუშავე.

ჩვეულებრივ შავ მიწაში, გინდაც, თიხოვანში პემზას და სილას ვაზავებ და ბოლოს ტორფს ვუმატებ. ისეთი ნიადაგი უნდა შევქმნათ, რომ არ იკვრებოდეს და წყალს რომ დაასხამ, შეიწოვოს, მაგრამ ადვილად გაატაროს. თიხოვანი მიწა, შეზავების გარეშე, განსაკუთრებით ზაფხულში, სინესტეს ინარჩუნებს, მაღალი ტემპერატურა კიდევ ახურებს და მცენარეს აფუჭებს.

- სუკულენტებს რა მავნებლები უჩნდება?

- ერთი მწერია, ტკიპასავით არის და კიდევ სოკოვანი დაავადებებისადმია მიდრეკილი. ამიტომ საპროფილაქტიკოდ, გაზაფხულზე ვწამლავ, 14 დღის მერე ამ პროცედურას ვიმეორე და მესამედ -10 დღის შემდეგ.

- როგორც მითხარი, მხოლოდ სუკულენტები არ არის დღევანდელი შენი საქმიანობა - ეზოს დიზაინზეც მუშაობ და შეკვეთები გაქვს

- კი, ასე ავაწყე და ეს საკითხიც კარგად მაქვს შესწავლილი... კლიმატს და გარემოს ვურჩევ მცენარეებს და ერთმანეთს ვუხამებ. თან, დამკვეთს კომპიუტერშიც ვაჩვენებ და ვუთანხმებ წინასწარ, რის გაკეთებას ვაპირებ, შემდეგ უკმაყოფილო რომ არ დარჩეს. თუ მოეწონება, ვიწყებ მუშაობას.

- ბავშვობაში ფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა შენი სამომავლო საქმე?

- არა, უბრალოდ გატაცება მქონდა და ვფიქრობდი, რომ რამდენიმე მცენარეს გავზრდიდი. ახლა თვე ისე არ გადის, კოლექციას რამე არ შევმატო.

- ამდენს მარტომ და აქტიური შრომით მიაღწიე, ამ სფეროში კიდევ რაზე ოცნებობ?

- ჩინეთში არის სუკულენტების 50.000 სახეობა. მინდა, იმ დონეზე მივიდე, რომ ამდენი საქართველოშიც გვქონდეს...

- ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ბიჭი უვლის მცენარეებს, თუმცა არიან გოგოები, ვისაც ისინი საერთოდ არ იზიდავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. მოდის. რას იტყვი?

- კი, ეს ხასიათია. სამეგობროში არიან ადამიანები, სულ არ აინტერესებდათ მცენარეები და ჩვეუებრივ მანია დავმართე... ყვავილებს ცოცხალ ორგანიმზად აღვიქვამ, როგორც ცოცხალს, ისე ვუყურებ და თუ მათ კარგად დააკვირდები, დაუახლოვდები, ამას ადვილად აღმოაჩენ. მცენარეს რომ შეხედავ და იტყვი, - უი, რა ლამაზია? ასე ვერაფერს გაიგებ. ერთ მცენარე მაინც უნდა გაზარდო.

ემოციურად რას განიცდიო - მკითხეთ. თავიდან სათბური რომ გავაკეთე და ყველა მცენარე იქ დავაწყე, თავი ზღაპარში მეგონა, ტანში სიამონებისგან ჟრუანტელმა დამიარა... ასე რომ, 2-3 მცენარე სუკულენტი იქნება თუ ნებისმიერი, მაინც უნდა გზარდო, მოუარო, შინ გქონდეს. ყურადღებას უნდა აქცევდე და ამით სიამოვნებას იღებდე. მათი მოვლით მიღებულ სიამოვნებას კი არაფერი ცვლის.