საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ

"ოკუ­პა­ცი­ის მე-14 წლის­თავ­ზე, რუ­სე­თი არ ას­რუ­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით და­დე­ბულ 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას და აფარ­თო­ებს სა­კუ­თარ უკა­ნო­ნო კონ­ტროლს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში - სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­წყვე­ტოს უკა­ნო­ნო და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ", - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ნუხ­რე­ლად გა­ნაგ­რძობს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

"დღეს, 2022 წლის 7 აგ­ვის­ტოს, 14 წელი სრულ­დე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ 2008 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღია სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­დან, რა­საც მოჰ­ყვა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­გი­ო­ნე­ბის — აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცია და ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბა.

ოკუ­პა­ცი­ის მე-14 წლის­თავ­ზე, რუ­სე­თი არ ას­რუ­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით და­დე­ბულ 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას და აფარ­თო­ებს სა­კუ­თარ უკა­ნო­ნო კონ­ტროლს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბი­სა და სხვა ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვით, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი­თა და გა­ტა­ცე­ბე­ბით, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში შე­ლახ­ვით, ქარ­თველ­თა ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ით დარ­ტყმას აყე­ნებს ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ გა­რე­მოს, რი­თიც, სხვა მიზ­ნებ­თან ერ­თად ცდი­ლობს, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცი­ოს და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან.

სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში შე­ლახ­ვა, ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცია და ასო­ბით ათა­სი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რი­სა და ლტოლ­ვი­ლის სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა კვლა­ვაც რჩე­ბა რუ­სე­თის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ის მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირ­თად. და­ვით ბა­შა­რუ­ლის, გიგა ოთხო­ზო­რი­ას, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის საქ­მე­ებ­ზე და­უს­ჯე­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა კი ზრდის ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხეს.

ამ ფონ­ზე კი­დევ უფრო კრი­ტი­კუ­ლი ხდე­ბა ად­გილ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვი წვდო­მა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ლა­გე­ბა, აგ­რეთ­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის შეს­ვლას აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში, მი­სი­ის მან­და­ტის მი­უ­ხე­და­ვად, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ აბ­რკო­ლებს სა­ო­კუ­პა­ციო ძალა.

ამ მძი­მე ფონ­ზე, გარ­დამ­ტე­ხი როლი ჰქონ­და 2021 წლის 21 იან­ვარს ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­შიც სა­მარ­თლებ­რი­ვად და­დას­ტურ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის — აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცია და მათ­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი და სწო­რედ რუ­სეთს და­ე­კის­რა პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბა ად­გილ­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და ძი­რი­თა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის პირ­ველ სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას წარ­მო­ად­გენს, ცხად­ყოფს, რომ ამა­ოა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბა, თა­ვი­დან აი­რი­დოს სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბა უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ა­სა და მის შე­დე­გებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო გა­ნუხ­რე­ლად გა­ნაგ­რძობს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დოს ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზით გა­ყო­ფილ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნა და სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო მად­ლი­ე­რია ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რის­თვის და დი­დად აფა­სებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის წვლილს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტის პრო­ცეს­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს დღეს, რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ით, გა­ნაგ­რძობს უხეშ დარ­ღვე­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პე­ბის და ძირს უთხრის ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბას.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­წყვე­ტოს უკა­ნო­ნო და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, პა­ტი­ვი სცეს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან და შეც­ვა­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­მარ­თვას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ი­სა და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­კენ და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთლი­ა­ნად რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თო­ხე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სარ­გებ­ლობს შემ­თხვე­ვით და სამ­ძი­მარს უცხა­დებს 2008 წლის ომში გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უი,
4

ამათ ხმა ამოიღეს დიპლიპიტოსავით...

დავით
2

უაღრესად მისასალმებელი განცხადებაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ

"ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში - საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

  • უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.

"დღეს, 2022 წლის 7 აგვისტოს, 14 წელი სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად. დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.

ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა.

ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე.

საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.

საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.