პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის "ზაპოროჟეცით" მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს "ღირსების შელახვად" - რას წერს დავით გადელია ამირან გამყრელიძის შესახებ
"სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის "ზაპოროჟეცით" მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს "ღირსების შელახვად" - რას წერს დავით გადელია ამირან გამყრელიძის შესახებ

აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გამ­ყრე­ლი­ძის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"არ ვიცი... ალ­ბათ ადა­მი­ა­ნებს არ სჯე­რათ, რომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე თა­ვი­სი სურ­ვი­ლით წა­ვი­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ეს უხერ­ხუ­ლი და ცოტა არ იყოს, ზედ­მე­ტი გან­მარ­ტე­ბა- "...გა­დად­გო­მა არაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის მარ­თვას­თან.." რა­ტომ უნდა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? პი­რი­ქით, ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბა ეჭვს აჩენს ისე­დაც ათა­სი ეჭ­ვით და­ყურ­სულ რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ში.

ვინც იც­ნობს ბა­ტონ ამი­რანს, კარ­გად იცის, რომ ეს მის­თვის სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯია. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა კაც­მა, რომ­ლის­თვი­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა არ წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბას, ასე­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას? მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ ყოფ­ნი­სას, სამ­სა­ხუ­რის გა­რეთ, პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის "ზა­პო­რო­ჟე­ცით" მოძ­რა­ობ­და და სუ­ლაც არ მი­აჩ­ნდა ეს "ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვად", მისი, ან ნე­ბის­მი­ე­რი ვინ­მეს პერ­სო­ნით­ვის და­მაკ­ნი­ნებ­ლად.

მეც­ნი­ე­რე­ბი­დან და ექი­მო­ბი­დან სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­შიც იმი­ტომ გად­მო­ვი­და, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი შე­იქ­მნა ყო­ფი­ლი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ბა­ზა­ზე, ჯა­ვა­ხაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც ახალ სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ცე­პცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. ამ ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლად წა­მო­ვი­და, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად ვერც და­ე­თან­ხმე­ბია მის მე­გო­ბარ მი­ნისტრს პრაქ­ტი­კის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბია.

არ ვიცი, არ მი­კი­თხავს მერე- შე­იძ­ლე­ბა წუხს კი­დეც ამა­ზე. ამ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­და­ვი­და სა­მი­ნის­ტრო­ში- უკვე შექ­მნი­ლი კონ­ცე­პცი­ის რე­ა­ლუ­რად აღ­სას­რუ­ლებ­ლად. რამ­დენ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ნა­ხავს მშვი­დი, რა­ჭუ­ლად აუ­ღელ­ვე­ბე­ლი. ამი­ტო­მაც მე­ცი­ნე­ბო­და იმ ტვინ­გა­ყი­ნუ­ლე­ბის უბად­რუკ მცდე­ლო­ბებ­ზე, მწყობ­რი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ ტუ­ტუ­ცო­ბით.

და­ში­ნე­ბით- მით უფრო! ადა­მი­ანს რომ სა­კუ­თარ სიკ­ვდილ­ზე უფრო დიდი სიკ­ვდი­ლის­თვის აქვს თვა­ლი გას­წო­რე­ბუ­ლი, იმას რითი შე­ა­ში­ნებ? ან რითი გა­აკ­ვირ­ვებ? მათ შო­რის, ვერც სა­ხელ­მწი­ფო, სა­პა­ტიო ორ­დე­ნე­ბით და დი­დე­ბით- მად­ლო­ბას გზავ­ნი­და და­ფა­სე­ბის­თვის, მაგ­რამ არ­ცერ­თი ასე­თი "ჰო­ნო­რის" მი­სა­ღე­ბად არ მი­სუ­ლა...

მე ის მი­ხა­რია, რომ ვერც თვი­თონ და­იბ­რა­ლებს და ვერც სხვა იტყვის- "ჯან­მრთე­ლო­ბის გამო გა­დად­გაო!"- ღმერ­თმა დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად გვიმ­ყო­ფოს შენი თავი ბა­ტო­ნო ამი­რან, ან "გრი­გო­რიჩ!"- რო­გორც გი­ძა­ხი ხოლ­მე სიყ­ვა­რუ­ლით, ჩემს უფ­როს მე­გო­ბარს! რა საქ­მე­საც წა­მო­ი­წყებ, ვიცი მა­საც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ჩვე­უ­ლი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით შე­უდ­გე­ბი!" - წერს და­ვით გა­დე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
2

ზაპოროჟეცის ხსენებაზე თვალწინ მიდგას ორი სურათი. პირველზე- პუტინი თეთრ "ვოლგას" რომ მართავს და მეორე , იგივე " ვოლგა" ( ოღონდ ნაცრისფერი) და ბატონი ბიძინა.

ასე ეს, ზოგმა ზაპიროჟეცით აღიარა, იარა.ზოგიც კი მხოლოდ " ვოლგას" კადრულობდა.

nukri tabatadze
71

ხო სულ თვითონ წავიდა!:)კარგად გაიკითხეთ!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის "ზაპოროჟეცით" მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს "ღირსების შელახვად" - რას წერს დავით გადელია ამირან გამყრელიძის შესახებ

"სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის "ზაპოროჟეცით" მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს "ღირსების შელახვად" - რას წერს დავით გადელია ამირან გამყრელიძის შესახებ

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ამირან გამყრელიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს და გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომას ეხმიანება.

"არ ვიცი... ალბათ ადამიანებს არ სჯერათ, რომ შეიძლება ვინმე თავისი სურვილით წავიდეს თანამდებობიდან და ამიტომ გახდა საჭირო ეს უხერხული და ცოტა არ იყოს, ზედმეტი განმარტება- "...გადადგომა არაა დაკავშირებული პანდემიის მართვასთან.." რატომ უნდა იყოს დაკავშირებული? პირიქით, ასეთი ფორმულირება ეჭვს აჩენს ისედაც ათასი ეჭვით დაყურსულ რიგით მოქალაქეში.

ვინც იცნობს ბატონ ამირანს, კარგად იცის, რომ ეს მისთვის სრულიად ჩვეულებრივი ნაბიჯია. რატომ არ შეიძლება კაცმა, რომლისთვისაც თანამდებობა არ წარმოადგენს მთავარ ფასეულობას, ასეთი ნაბიჯი გადადგას? მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნისას, სამსახურის გარეთ, პირადი მიზნებისთვის "ზაპოროჟეცით" მოძრაობდა და სულაც არ მიაჩნდა ეს "ღირსების შელახვად", მისი, ან ნებისმიერი ვინმეს პერსონითვის დამაკნინებლად.

მეცნიერებიდან და ექიმობიდან სახელმწიფო სამსახურშიც იმიტომ გადმოვიდა, რომ ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი ჯგუფი შეიქმნა ყოფილი ტრავმატოლოგიის ბაზაზე, ჯავახაშვილის ქუჩაზე, რომელიც ახალ სამედიცინო კონცეპციაზე მუშაობდა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელად წამოვიდა, თორემ შეიძლება სხვაგვარად ვერც დაეთანხმებია მის მეგობარ მინისტრს პრაქტიკისთვის თავი დაენებებია.

არ ვიცი, არ მიკითხავს მერე- შეიძლება წუხს კიდეც ამაზე. ამ სამსახურიდან გადავიდა სამინისტროში- უკვე შექმნილი კონცეპციის რეალურად აღსასრულებლად. რამდენ მძიმე სიტუაციაში მინახავს მშვიდი, რაჭულად აუღელვებელი. ამიტომაც მეცინებოდა იმ ტვინგაყინულების უბადრუკ მცდელობებზე, მწყობრიდან გამოეყვანათ ტუტუცობით.

დაშინებით- მით უფრო! ადამიანს რომ საკუთარ სიკვდილზე უფრო დიდი სიკვდილისთვის აქვს თვალი გასწორებული, იმას რითი შეაშინებ? ან რითი გააკვირვებ? მათ შორის, ვერც სახელმწიფო, საპატიო ორდენებით და დიდებით- მადლობას გზავნიდა დაფასებისთვის, მაგრამ არცერთი ასეთი "ჰონორის" მისაღებად არ მისულა...

მე ის მიხარია, რომ ვერც თვითონ დაიბრალებს და ვერც სხვა იტყვის- "ჯანმრთელობის გამო გადადგაო!"- ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გვიმყოფოს შენი თავი ბატონო ამირან, ან "გრიგორიჩ!"- როგორც გიძახი ხოლმე სიყვარულით, ჩემს უფროს მეგობარს! რა საქმესაც წამოიწყებ, ვიცი მასაც დიდი პასუხისმგებლობით და ჩვეული კომპეტენტურობით შეუდგები!" - წერს დავით გადელია.