მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩხუბი თეიმურაზის კაბინეტში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა" - სისხლიანი დაპირისპირება ექიმებს შორის: ვინ არის დაკავებული 80 წლის მედიკოსი?
"ჩხუბი თეიმურაზის კაბინეტში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა" - სისხლიანი დაპირისპირება ექიმებს შორის: ვინ არის დაკავებული 80 წლის მედიკოსი?

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნი­სა და ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დის­პან­სე­რის დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი გალ­და­ვას დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მი თე­ი­მუ­რაზ ბეჟა­ნი­ძეა.

რო­გორც ირ­კვე­ვა და­პი­რის­პი­რე­ბა სწო­რედ მის კა­ბი­ნეტ­ში მოხ­და, რა­საც სრო­ლა მოჰ­ყვა. სრო­ლის შე­დე­გად კა­ნი­სა და ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დის­პან­სე­რის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი გალ­და­ვა მხარ­ჭია დაჭ­რი­ლი.

თე­ი­მუ­რაზ ბეჟა­ნი­ძე

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად,1942 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ბ., გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი - 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“,- აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას უკვე ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია.

"52 წლის მა­მა­კა­ცი შე­მოყ­ვა­ნი­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მარ­ჯვე­ნა მხრის ძვა­ლი. ასე­ვე კი­დევ ერთი შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა იყო, არის ღვიძ­ლის შემ­ხე­ბი და­ზი­ა­ნე­ბა. პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი. გან­ხორ­ცი­ელ­და ასე­ვე ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის მიერ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ამო­ღე­ბუ­ლია ლი­თო­ნის უცხო სხე­უ­ლი. ოპე­რა­ცია სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტარ­და. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი,“ - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ნა­ხეთ კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ შსს-მ გა­ავ­რცე­ლა:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამო
0

ეტყობა,ძალიან გაამწარა მოხუცი.

ტოტო
0

ეტყობა გაშვებას უპირებდა და კონდიციონერიანი ოთახიდან უკონდიციუნერო ოთახში გადაიყვანა.კონდიციონერი ექიმის ნაყიდი ყოფილა,ხოლო შემდეგ ,ასე,რომ ვერ მოიშორა ბრძანებაც დაწერა. ძალიან სამარცხვინო საქციელია.

დაახლოებით ასეთი ამბავი პოლიტექნიკურში მოხდა წინა რექტორის დროს.

პირველ კორპუსში სადაც ლიფტი არ არის,საბუთების მიმღები კომისია ზედა სართულზე განალაგეს იქნებ მოხუცი პედაგოგები იქამდე ვერ ავიდნენო.

სამარცხვინო საქციელი ორივე შემთხვევაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ჩხუბი თეიმურაზის კაბინეტში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა" - სისხლიანი დაპირისპირება ექიმებს შორის: ვინ არის დაკავებული 80 წლის მედიკოსი?

"ჩხუბი თეიმურაზის კაბინეტში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა" - სისხლიანი დაპირისპირება ექიმებს შორის: ვინ არის დაკავებული 80 წლის მედიკოსი?

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე დაკავებული ექიმი თეიმურაზ ბეჟანიძეა.

როგორც ირკვევა დაპირისპირება სწორედ მის კაბინეტში მოხდა, რასაც სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავა მხარჭია დაჭრილი.

თეიმურაზ ბეჟანიძე

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

რაც შეეხება დაჭრილის მდგომარეობა, როგორც ცნობილია, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

"52 წლის მამაკაცი შემოყვანილია ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით. დაზიანებულია მარჯვენა მხრის ძვალი. ასევე კიდევ ერთი შემავალი ჭრილობა იყო, არის ღვიძლის შემხები დაზიანება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციული ჩარევები. განხორციელდა ასევე ტრავმატოლოგიის მიერ ქირურგიული ჩარევა. ამოღებულია ლითონის უცხო სხეული. ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ - განაცხადა ექიმმა დაჭრილის მდგომარეობის კომენტირებისას.

ნახეთ კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა: