უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსების შემოდინებასთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს ეხმაურება:
"ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა! მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან - უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს... ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!..ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება:რუსეთი ოკუპანტია! საქართველოს ადგილი ევროპაშია!
ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!" - წერს მდინარაძე.
თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში რუსები საქართველოში მასშტაბურ შემოდინებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი დუხი აღარ იქნება. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი.
სტუმარ მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არ მქონეებმა" - დაწერა ექსმინისტრმა, თუმცა მოგგვიანებით მისი სოციალური ქსელიდან აღნიშნული პოსტი გაქრა. როგორც ოქრუაშვილმა დაწერა, პოსტი რუსებმა დაურეპოსრტეს.