საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაკეტების წვიმა" ისრაელის მიმართულებით, შეტევა "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" განახორციელა - რა გაფრთხილებას ავრცელებს ისრაელში საქართველოს საელჩო? (ვიდეო)
"რაკეტების წვიმა" ისრაელის მიმართულებით, შეტევა "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" განახორციელა - რა გაფრთხილებას ავრცელებს ისრაელში საქართველოს საელჩო? (ვიდეო)

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "პა­ლეს­ტი­ნის ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის მოძ­რა­ო­ბამ" სამ­ხრეთ ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 80 რა­კე­ტა გა­ის­რო­ლა. მა­თი­ვე ცნო­ბით, 46-მა რა­კე­ტამ სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, რო­მელ­თა­გან 33 სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა “რკი­ნის გუმ­ბათ­მა“ გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყო. და­ნარ­ჩე­ნი ღია ად­გი­ლებ­ში და­ე­ცა, რის შე­დე­გა­დაც არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

თელ-ავი­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ბომ­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­შე­სა­ფარს ხსნის. სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის ხმა ის­მის ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ სდე­როთ­ში, აშ­კე­ლონ­ში, ბათ-იამ­ში, რი­შონ-ლე-ცი­ონ­ში და ხო­ლონ­შიც.

"ჩვენ გა­ვა­ნად­გუ­რებთ მათ, ვინც გვე­მუქ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, პა­ლეს­ტი­ნუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი, რომ ის­რა­ე­ლი ღა­ზას სამ­ხრე­თით ობი­ექ­ტებ­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რიშს ახორ­ცი­ე­ლებს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბენი გან­ცმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ძა­ლე­ბის სა­მიზ­ნე ისი­ნი არი­ან, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე და არა ღაზა ან იქ მცხოვ­რებ­ლე­ბი.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი ღა­ზას სექ­ტო­რი­დან

  • ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„6 აგ­ვის­ტოს, შა­ბათს, 20:00 სა­ა­თამ­დე იმოქ­მე­დებს შემ­დე­გი შე­ზღუდ­ვე­ბი (ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით გაც­ნო­ბებთ):

ღა­ზას სექ­ტორ­თან 80კმ-ის რა­დი­უს­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის:

ნე­ბა­დარ­თუ­ლია ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და შეკ­რე­ბე­ბი არა უმე­ტეს 10 ადა­მი­ა­ნი­სა ღია სივ­რცე­ში და არა უმე­ტეს 50 ადა­მი­ა­ნი­სა - და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში და სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე ყოფ­ნა მხო­ლოდ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შია ნე­ბა­დარ­თუ­ლი, სა­დაც თავ­შე­საფ­რე­ბია.

უსაფრ­თხო­ე­ბის იგი­ვე ნორ­მე­ბი მოქ­მე­დებს ცენ­ტრა­ლურ და და­სავ­ლეთ ნე­გე­ვის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რებ­თათ­ვის. გან­სხვავ­დე­ბა მხო­ლოდ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში შეკ­რე­ბის პი­რო­ბა: ნე­ბა­დარ­თუ­ლია 100 ადა­მი­ა­ნი.

შეც­ვლი­ლია აფ­რე­ნის და დაფ­რე­ნის გრა­ფი­კი ბენ-გუ­რი­ო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში.

სა­ჯა­რო თავ­შე­საფ­რე­ბი გახ­სნი­ლია ის­რა­ე­ლის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლა­ქებ­ში - აშ­დო­დი, შდე­რო­თი, ბერ­შე­ვა და ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ცენ­ტრა­ლურ ქა­ლაქ­ში.

გთხოვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ და და­იც­ვათ აღ­ნიშ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
0

მემგონი ყველა რაკეტა აუფეთქეს ჰაერში და რა უხარიათ?

მზერა თვალიანი
3

ეს მაშინ მოხდება, როცა ცეცხლი არ აინთება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"რაკეტების წვიმა" ისრაელის მიმართულებით, შეტევა "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" განახორციელა - რა გაფრთხილებას ავრცელებს ისრაელში საქართველოს საელჩო? (ვიდეო)

"რაკეტების წვიმა" ისრაელის მიმართულებით, შეტევა "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" განახორციელა - რა გაფრთხილებას ავრცელებს ისრაელში საქართველოს საელჩო? (ვიდეო)

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ" სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა. მათივე ცნობით, 46-მა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა, რომელთაგან 33 საჰაერო თავდაცვითი სისტემა “რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო. დანარჩენი ღია ადგილებში დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

თელ-ავივის მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარს ხსნის. საჰაერო განგაშის ხმა ისმის ისრაელის ქალაქ სდეროთში, აშკელონში, ბათ-იამში, რიშონ-ლე-ციონში და ხოლონშიც.

"ჩვენ გავანადგურებთ მათ, ვინც გვემუქრება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ამის პარალელურად, პალესტინური მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელი ღაზას სამხრეთით ობიექტებზე საჰაერო იერიშს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალების სამიზნე ისინი არიან, ვინც პასუხისმგებელია ვითარების გაუარესებაზე და არა ღაზა ან იქ მცხოვრებლები.

ნახეთ ვიდეოკადრები ღაზას სექტორიდან

  • ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:

ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.

შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.

საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები”, - ნათქვამია განცხადებაში.